Sunday, November 18, 2012

ოჯახი




ოჯახი 


"ადგილი, სადაც ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ ვართ უნიკალურნი"



  • მთავარი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში !.. 
  • ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანები შეიცნობენ საკუთარ თავს და სწავლობენ ურთიერთობებს.

ჯანსაღი და მხარდამჭერი ოჯახი არის წყარო ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისა ნებისმიერ ასაკში. ოჯახური ურთიერთობები არის მთავარი ხაზი ჩვენს ცხოვრებაში, რომლის ირგვლივაც უნდა მოიაზრებოდეს ყველა  დანარჩენი მოვლენა. ბევრ ადამიანს ავიწყდება ეს. 


ბლოგი – ოჯახის ფსიქოლოგიის მიზანია   ოჯახის ჯანსაღი  ფუნქციონირების ხელშეწყობა,   ადამიანების დახმარება ოჯახური პრობლემების გადაწყვეტაში და მათი ინფორმირებულობა. ხშირად პრობლემის გადაწყვეტა ძალიან მარტივი გზით შეიძლება, რის მიგნებაშიც ეს ბლოგი თავდაუზოგავად დაგეხმარებათ. ოჯახის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ცოდნისა და სხვადასხვა უნარების გამოყენება: გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მყარი კომუნიკაციის უნარი, დადებითი თვითშეფასება, ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობები და სხვა. იმედი მაქვს ამ საკითხების შესწავლა და მეტად გააზრება საშუალებას მისცემს თქვენს ოჯახს  იფუნქციონიროს ჯანსაღად და მეტად უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი გახადოს ოჯახში თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ერთად გატარებული დრო.


ოჯახის ფსიქოლოგია მრავალ  სოციალურ საკითხს განიხილავს ოჯახის კონტექსტის გათვალისწინებით.  მას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი პრობლემები, როგორებიცაა ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ოჯახური ძალადობა, უმუშევრობა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, დეპრესია,  ბავშვის ქცევითი პრობლემები,  ემოციური აშლილობები მეტად ადვილად დაძლევადია ოჯახთან ერთად მუშაობისას, ვიდრე ინდივიდუალურად.  ოჯახის ფსიქოლოგიის შესწავლა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემები წინასწარ და შეიმუშაოთ პრობლემის დაძლევის ახალი გზები ასეთის არსებობის შემთხვევაში.


გამომყევით და გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების საშუალებით. ნებისმიერი კითხვა და თემა, რომლის შესახებაც გსურთ ინფორმაციის გაგება შეგიძლიათ მომწეროთ. მე თქვენს ყველა სურვილსა და ინტერესს გავითვალისწინებ.  თუკი გსურთ თქვენი კითხვა კონფიდენციალური დარჩეს, მომწერეთ პირადად. 


ბედნიერებას გისურვებთ!