მამაკაცებისთვის

5 მიზეზი რატომ არ მოსწონთ ქალებს პასიური მამაკაცები

...ანუ როგორ მოხიბლოთ სასურველი ქალი...

Add caption


რა სურთ ქალებს? თუ ეს არ გაინტერესებთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არ არის. მაგრამ როდესაც ნამდვილი მამაკაცი რჩეულ ლედის შეხვდება, აქ მართლაც საჭიროა ამ საკითხით დაინტერესება. ზოგ თანამედროვე მამაკაცს სწამს, რომ არშიყობა და რაინდობა წარსულს ჩაბარდა და ძველმოდურია. ფიქრობენ, რომ ეს აღარ არის საჭირო სასურველი ქალის მოსახიბლად. ამიტომ ისინი პასიურები ხდებიან თავიანთ მოქმედებებში. თუკი ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს მას აკმაყოფილებს მცირედიც. ის ფიქრობს, რომ მეტს არც იმსახურებს. ამან კი კაცის პასიურობა შეიძლება უფრო გაზარდოს.

ბატონებო: თუ თქვენ ეძებთ თქვენს ლედის და იპოვნით, როგორ აპირებთ აგრძნობინოთ,  რომ ის გამორჩეულია თქვენთვის?ან როგორ გეგმავთ შეინარჩუნოთ ის?

გთავაზობთ იმ 5 მიზეზს, რის გამოც ქალებს არ მოსწონთ პასიური მამაკაცები:

1. მათი აზრით, მამაკაცები არ აფასებენ ადვილად მიღწევად ქალებს
რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, თანამედროვე მამაკაცი შეიძლება არც იღწვოდეს ქალის გულის მოსაგებად, მაგრამ ამავდროულად არც დააფასოს ადვილად მოსაპოვებელი ქალი. ქალმა შეიძლება აპატიოს მამაკაცს პასიურობა და მაინც დასთანხმდეს მასთან ურთიერთობას. ის მხოლოდ იმით დაკმაყოფილდეს, რომ გრძნობს მისგან სიმპათიებს. თუმცა მამაკაცმა ამ დროს შეიძლება დაკარგოს ინტერესი ქვეცნობიერად, რადგან ეს ძალიან ადვილად მოხდა. ვინ არის ამ დროს წამგებიან სიტუაციაში? ალბათ ორივე, რადგან ქალის თავმოყვარეობა შელახულია, მამაკაცი კი ინტერეს დაკარგული. ქალმა თავი რომ იგრძნოს ნამდვილ ლედად, სჭირდება თავმოყვარეობის შენარჩუნება. მამაკაცს, თავი რომ იგრძნოს ნამდვილ მამაკაცად სჭირდება ინტერესი და მისწრაფება ქალისაკენ. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ვინ არის წაგებული ამ სიტუაციაში.

2. ქალებს სურთ ლიდერი მამაკაცი
ესეც ალბათ ძველმოდურად გამოიყურება, მაგრამ ქალის ყურადღებას ის მამაკაცი იპყრობს, რომელიც თვითონ იღებს სადავეებს და ყურადღებით ექცევა ქალს. ქალები არ უარყოფენ, რომ მოსწონთ გამოდევნება. ასევე ისეთი მამაკაცი, რომელიც ნაცვლად კითხვების დასმისა გეგმავს და აკეთებს განაცხადებს, როდესაც სიტუაცია მოითხოვს. მაგალითად, ქალს ურჩევნია აქტიურად და პირდაპირ შესთავაზოთ – „გნებავს დღეს 7 საათისთვის საცეკვაოდ წასვლა?“, ვიდრე პასიურად – „ჰეი, რისი სურვილი გაქვს დღეს, გაქვს რაიმე იდეა?“

3. თანამედროვე ქალები დღესაც დნებიან რაინდ მამაკაცებზე
რატომ არის რაინდობა პრაქტიკულად მკვდარი? ალბათ იმიტომ, რომ თანამედროვე საშუალებებით შეიძლება ტექსტურად გააგზავნო რომანტიული სიტყვები. უთხრა ქალს, თუ როგორ გენატრება და გაუგზავნო კომპლიმენტები. ამით მამაკაცი ახერხებს ქალის კაუჭით დაჭერას და მომგებიან სიტუაციაშია. თუ მამაკაცი გწერთ რომ ენატრებით და მოსწონხართ, მაგრამ ამას რეალობაში არ ამტკიცებს ქცევით, ეს იმ ტიპის მამაკაცია, რომელიც ალბათ მალე ამ მესიჯებსაც შეწყვეტს. მას მაშინ აქვს შენთან კონტაქტი, როდესაც მას მოესურვება. ის უბრალოდ ცერა თითს აამოძრავებს. ნამდვილი რაინდობა უფრო რთულად გამოიყურება.თუ მამაკაცი ზრუნავს ქალზე, მას უნდა, რომ ქალი იყოს ბედნიერი და გაბრწყინებული, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს. ქალსაც სურს იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი და სასურველია თავისი მეწყვილესათვის. ასე რომ მამაკაცებო, დაგეგმეთ ლამაზი საღამოები და შეხვედრები.

4. ქალი არის მამაკაცის გამოხატულება
როდესაც ქალი დაფასებულია და მამაკაცი არ იშურებს ძალისხმევას, რომ ქალს აგრძნობინოს როგორი მნიშვნელოვანია ის მისთვის, ეს აისახება ქალის აურაზე. დაფასებული ქალი ანთებულია და გაბრწყინებული. ის ბედნიერია, ვნებიანია, ორიენტირებულია მამაკაცზე. თუ ქალს გვერდით პასიური და ზარმაცი მამაკაცი ჰყავს ქალის თვით–პატივისცემა, თვითშეფასება ეცემა და თავმოყვარეობა ილახება.

5. ქალი აფასებს მამაკაცს მისი ძალისხმევის მიხედვით
მამაკაცი შეიძლება ფიქრობდეს „რა კარგია, ადვილად მოვიპოვე“, თუმცა ასეთი მამაკაცები მხოლოდ ისეთ ქალებს „კერავენ“, რომელთაც დაბალი თვითშეფასება და თვითპატივისცემა გააჩნიათ. ასეთი ქალები ფიქრობენ, რომ მეტს არც იმსახურებენ მამაკაცისგან. თუ ქალი მნიშვნელოვანია მამაკაცმა ნამდვილი ზრუნვა უნდა გამოამჟღავნოს. ავად ყოფნის დროს, ნაცვლად მესიჯის გაგზავნისა „იმედია მალე გამოჯანმრთელდები“, ჯობს მივიდეს და მოინახულოს ის. ოთხშაბათს დაგეგმოს უქმეები ქალთან ერთად და არ დაელოდოს როდის ჩაივლის შაბათ–კვირა.

ამის მსგავსი მცირე ნაბიჯებიც კი შეცვლის სამყაროს თქვენს ირგვლივ და გახდის თქვენს ურთიერთობას მყარს. ასე რომ თუკი იპოვნით თქვენთვის სასურველ ქალს, ნუ დაიხევთ უკან და ნუ დაკარგავთ მას!


"რაც ყველა დაქორწინებულმა მამაკაცმა უნდა იცოდეს"...


მოტივაციის საკითხებზე მომუშავე, ჯერალდ როჯერსი, რომელიც 16 წლის თავზე დაშორდა მეუღლეს, აქვეყნებს რჩევებს მამაკაცებისათვის სათაურით „რჩევები დაქორწინებული მამაკაცებისათვის, რომლებიც კარგი იქნებოდა  მეც მქონოდა მანამდე“.

ის აღნიშნავს, რომ მან ეს ნიუანსები გვიან დააფიქსირა და დააგვიანა. მას სურს გაუზიაროს ეს სიბრძნე სხვებს, რომ დაეხმაროს მათ ჯანსაღი, ბედნიერი და მოსიყვარულე ურთიერთობების შენარჩუნებაში.

ეს სია შედგება 20 საკითხისგან. ის აღნიშნავს, რომ თუმცა ეს რჩევები მამაკაცებისთვისაა, ქალების როლიც დიდია ამ საკითხების შესრულებისას.


აი სიაც:

1.   არასდროს შეწყვიტო კეთილგანწობის მოპოვება. არასდროს შეწყვიტო პაემნები და არასოდეს ჩათვალო ქალი გარნტირებულად. როდესაც შენ მას სთხოვ ხელს, ამით შენ პირდები,რომ  იქნები ის ადამიანი, რომელიც დაიპყრობს მის გულს და დაიცავს მას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდათა წმინდა განძი, სადაც ნდობა არ უნდა დაკარგო. მან შენ აგირჩია. არასოდეს დაივიწყო ეს და ნურასოდეს იქნები ზარმაცი სიყვარულში.

2.  დაიცავი შენი საკუთარი გული. თუ შენ ხარ მისი გულის ერთგული მცველი, ასეთივე ელეგანტურობით უნდა დაიცვა შენივე გული. სრულიად შეიყვარე საკუთარი თავი და ღიად შეიყვარე სამყარო. თუმცა შენს გულში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინე მას, სადაც სხვა ვერავინ შემოვა. მუდმივად ამყოფე გული მზად მიიღოს ის და გამორიცხე ვინმე სხვამ დაიკაოს ეს ადგილი.

3.  გახდი შეყვარებული ისევ და ისევ და ისევ თავიდან... თქვენ სრულიად შეიცვლებით. ვერ იქნებით ისეთივე, როგორებიც დაქორწინების დღეს იყავით. ცვლილებები მოვა და თქვენ ყოველდღიურად უნდა მიიღოთ ცვლილებები ერთმანეთში. შენი ცოლი არ არის ვალდებული დარჩეს შენთან. შენ თუ არ გაუფრთხილდები მის გულს, მან ეს გული შეიძლება დაუთმოს ვიღაც სხვას, სრულიად ამოგაგდოს გულიდან  და შენ ვერასდროს შეძლებ მის უკან დაბრუნებას. ყოველთვის შეეცადე იბრძოლო მისი სიყვარულისთვის სწორედ ისე, როგორც ამას თავის მოწონების პერიოდში აკეთებდი.

4.   ყოველთვის შეამჩნიე საუკეთესო მასში. ფოკუსირდი მხოლოდ იმაზე, რაც შენ გიყვარს მასში. ეს სულ უფრო აგავსებს სიყვარულით და ეჭვის გარეშე გეცოდინება, რომ  შენ ხარ ყველაზე იღბლიანი მამაკაცი დედამიწაზე, რადგან ეს ქალი არის შენი ცხოვრების თანამგზავრი.

5.  ეს არ არის შენი გასაკეთებელი შეცვალო ან გამოასწორო შენი ცოლი– შენი საქმეა გიყვარდეს ის, მისი შეცვლის ყველანაირი სურვილის გარეშე. და თუ ის შეიცვლება,  შეიყვარე ის, რაც ახალია მასში.

6.  აიღე სრული პასუხისმგებლობა შენს ემოციებზე: შენი ცოლის სამუშაო არ არის შეგიქმნას შენ კარგი განწყობა ან გაგახადოს ბედნიერი. ეს ორივეს საქმეა და ურთიერთობა და სიყვარული მოგიტანთ ამას.

7.     არასოდეს დაადანაშაულო შენი ცოლი თუ შენ ხარ იმედგაცრუებული  ან გაბრაზებული. ეს შენში  აისხლიტა რაღაცამ და გააკონტროლე ემოციები. ეს შენი ემოციებია და შენ უნდა აიღო მასზე პასუხისმგებლობა.

8.    ნება მიეცი შენს ცოლს, უბრალოდ იყოს ის რაც არის. თუ ის არის ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი, ეს არ არის შენი გასაკეთებელი, რომ გამოუსწორო მას ხასიათი.  უბრალოდ შეგიძლია მოეხვიო და აგრძნობინო, რომ ყველაფერი კარგად არის. მიახვედრე, რომ შენ უსმენ მას, რომ ის მნიშვნელოვანია შენთვის და რომ შენ ხარ ის სვეტი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია მიეყრდნოს. არ გაიქცე, როცა ის გაბრაზებულია. აგრძნობინე, რომ  შენ  სტაბილურად დგახარ და არსად არ აპირებ წასვლას.  კარგად გაარკვიე რისი თქმა სურს სიტყვებითა და ემოციებით.

9.    იყავი სულელი... ნუ იქნები მუდმივად სერიოზული. გაიცინე  და გააცინე ისიც. სიცილი ყველაფერს უფრო მარტივს ხდის.

10. იგრძენი მისი სული ყოველდღე. შეისწავლე მისი სიყვარულის ენა და სპეციფიური გზები, რასაც ის მიიჩნევს მნიშვნელოვნად და რაც ამტკიცებს მის გრძნობას. სთხოვე გააკეთოს სია იმ ჩამონათვალისა, რაც  მისთვის პრიორიტეტულია ყოველდღიურ  ურთიერთობაში.  გააკეთე ეს ყველაფერი, რათა მან თავი იგრძნოს, როგორც დედოფალმა.

11. იყავით საჩუქარი... მას არა მარტო შენი დრო დაუთმე, არამედ შენი ყურადრება და სული. გააკეთე ყველაფერი რაც თავში მოგივა და აგრძნობინე, რომ სრულად მასთან ხარ.

12. დაანახე მას შენი სურვილი და შეიპყარი შენი მასკულინური ქცევებით. დაიხარჯე და აგრძნობინე მას შენი ძალა, შეაღწიე მისი სულის ღრმა დონეებზე.

13.  ნუ იქნები იდიოტი.. შენ რა თქმა უნდა დაუშვებ  შეცდომებს და ასევე ისიც. შეეცადე დიდი შეცდომები არ დაუშვა და ისწავლე დაშვებულ შეცდომებზე. შენ შეიძლება ვერ იყო იდეალური, მაგრამ შეეცადე არ იყო იდიოტი.

14. მიეცი მას სივრცე... ქალი საუკეთესოა  საკუთარის გაცემაში. ის მუდმივად ამითია დაკავებული. ხანდახან მას სჭირდება გაფრინდეს შენი ტოტიდან და იპოვნოს ის, რაც გამოკვებავს მის სულს. თუ შენ მისცემ მას ამ სივრცეს, ის დაგიბრუნდება შენ ახალი სიმღერით და გიმღერებს. (კარგი, ცოტა პოეტურად აღვწერე, მაგრამ ალბათ მიმიხვდი რაზეა საუბარი. უთხარი, რომ დრო დაუთმოს საკუთარ თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თქვენ გეყოლებათ შვილები. მას სჭირდება ეს სივრცე, რომ განაახლოს, აღმოაჩინოს და კონცენტრირდეს საკუთარ თავზე; რომ არ დაიკარგოს თქვენს მომსახურებაში).

15.  იყავით მოწყვლადი.. გამოთქვით სურვილი, რომ გაუზიაროთ თქვენი შიშები და გრძნობები. სწრაფად გააცნობიერეთ და აღიარეთ შეცდომები.

16.თუ გინდა მოიპოვო ნდობა, უნდა გაუზიარო ყველაფერი. განსაკუთრებით ის საკითხები, რომლის გაზიარებაც არ გსურს. ეს მოიტანს მეტ გრძნობასა და სიყვარულს. ბოლომდე გახსნა გული და შეუშვა ის მასში – ეს გულადი ნაბიჯი შეაძლებინებს მას უყვარდე ბოლომდე, შენი ნათელი და ბნელი მხარეებით. მოიხსენი ნიღაბი. თუ შენ გჭირდება ნიღაბი მის გარემოცვაში და მუდმივად სრულყოფილი სახის ჩვენება გიწევს, ე.ი. შენ ვერასოდეს გამოცდი იმ უსასრულო და უზომო სიყვარულს, რასაც სრულყოფილება შეიძლება ვუწოდოთ.

17.  არასოდეს შეწყვიტოთ ერთად ზრდა... ეს იგივეა შეწყვიტოთ კუნთების ვარჯიში. ალბათ ხვდებით რა მოყვება ამას. ასევეა ურთიერთობაში. ეძებეთ საერთო მიზნები, ოცნებები და ხედვები, რომ გაიზარდოთ ერთად.

18.  არ იდარდოთ და არ იჩხუბოთ ფულზე... ფული თამაშია, მოიძებნება გზები,  რომ იმუშაოთ ერთად როგორც გუნდმა და თქვენ მას აუცილებლად მიიღებთ. ეს არ გამოდის მაშინ, როდესაც თანაგუნდელები ჩხუბობენ. გამოძებნეთ გზები, რომ გამოიყენოთ ორივე თანაგუნდელის პოტენციალი და ძალა, რომ გაიმარჯვოთ.

19. მიუტევე სწრაფად.. ნუ მისცემ წყენას საშუალებას  მძევლად აგიყვანოს. მიტევება არის თავისუფლება. ჩაუშვი მშვიდობის ღუზა და ყოველთვის აირჩიე სიყვარული.

20.ყოველთვის აირჩიე სიყვარული! ყოველთვის აირჩიე სიყვარული! ყოველთვის აირჩიე სიყვარული!!!  დასასრულს ეს არის ის ერთადერთი რჩევა, რაც შენ გჭირდება. თუ კი ეს არის  მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც შენ ხელმძღვანელობ, არაფერი დაარღვევს შენს ბედნიერებას შენს ქორწინებაში. სიყვარული ყველაფერს გაუძლებს, თუკი გაუფრთხილდები და იზრუნებ მის აყვავებაზე. 

და ბოლოს, ქორწინება მოითხოვს დიდ შრომას, რომ გაიზარდოთ ურთიერთობაში და შექმნათ ისეთი მყარი და ღირებული კავშირი, რომელიც გაუძლებს ყველა დაბრკოლებას, რაც შეიძლება ცხოვრების გზაზე შეგხვდეთ. ამ შრომაში ბედნიერებაც მოვა.





თარგმანი-მარიტა მერკვილაძე
წყარო:
Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart, co-Founders, StrongMarriageNow.com



              
                        ცოლთან კამათისას:






ქალსა და მამაკაცს თვითგამოხატვის სხვადასხვა გზები აქვთ. კამათის დროს მამაკაცთა უმრავლესობას უჭირს გაიგოს, რას გულისხმობს და რას განიცდის ქალი. მცდარი განმარტება კი ყოველთვის მიგვიყვანს გაუთავებლ კონფლიქტამდე.
კარგი ამბავი ის არის, რომ ყველა კონფლიქტი არ არის ნეგატიური. ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ  მცირე უთანხმოებების არსებობა ჯანსაღია ქორწინებაში.
წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს, რის გამოც ხდება კონფლიქტი და როგორ უნდა მიხვდნენ მამაკაცები რა ქვეტექსტებს შეიძლება მალავდეს ცოლის გამონათქვამები.

1.    ყურადღება
როცა ქალი ამბობს: „ჩვენ არასდროს გავდივართ გარეთ ერთად“– ის არ გულისხმობს ფულის დახარჯვას. ეს უბრალოდ ნიშნავს დროის ერთად გატარებას საზოგადოებაში.
ცოლთან ერთად გარეთ გასვლით შენ ატყობინებ საზოგადოებას, რომ ამაყი ხარ მისით. შენს ცოლს სჭირდება იცოდეს, რომ ის ისევ მიმზიდველია შენთვის და რომ შენ გსიამოვნებს მის კამპანიაში ყოფნა.
თუ გინდა ეს შეიგრძნოს, თვეში ერთხელ მაინც გადი მასთან ერთად. წაიყვანე ისეთ ადგილას, სადაც აქამდე არ გყოლია ან მოუწყვე რაიმე სიურპრიზი. საზოგადოებრივი კონცერტები, პატარა მყუდრო კაფეები და ახალი წერტილები ქალაქში არის შესანიშნავი საშუალება, რომ გაატაროთ ერთად დრო საზოგადოებაში. ამასთან, იყავი მოსიყვარულე. მოჰკიდე მას ხელი, აკოცე, გადახვიე ხელი და ა.შ.  ყველა ამ ქცევით შენ მიახვედრებ მას (და გარშემომყოფებსაც, ვინც შეგნიშნავთ), რომ შენ ბედნიერი ხარ, რომ მასთან ერთად ხარ იქ.

2.    ფული
თუ ის გვიან გაიგებს შენ რაში დახარჯე ფული და გაბრაზდება, ეს ფულის გამო არ ხდება. უბრალოდ მას ეშინია დაკარგოს კონტროლი ოჯახის ბიუჯეტზე.
ქალების უმრავლესობას სურს თავი იგრძნოს დაცულად, რაღაც დონეზე. შეიძლება შენმა შენაძენმა მას უსაფრთხოების დაკარგვის გრძნობა გაუჩინოს.
დააბალანსეთ ბიუჯეტი ერთად და თუ თავქარიანი გადაწყვეტილება გსურთ, დაე ორივემ იცოდეთ ამის შესახებ. შეიძლება ამ თვეში შენ გინდა ახალი საფულე. შემდეგ თვეს კი მან იყიდოს ის კაბა, რომელზეც თვალი დარჩა.

3.    ბავშვები
მიუხედავად ბავშვის აღზრდის დინამიკის მკვეთრი ცვლილებებისა, ბევრი მამაკაცი მიიჩნევს, რომ ბავშვის მოვლა პირდაპირ დედის მოვალეობაა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მაშინაც კი როცა ქალი დიასახლისია. დღის მანძილზე ის ისევე შრომობს, როგორც შენ და შენი სახლში დაბრუნებისას ის ისეთივე, თუ უფრო მეტად არა, დაღლილია, როგორც შენ. ამიტომ შენც უნდა გაინაწილო ეს საქმე. ხოლო როცა ქალიც მუშაობს, სახლში დაბრუნებისას თქვენ ერთად უნდა მიხედოთ ოჯახს.
თუ ქალი ჩივის, რომ ის აკეთებს ყველა საქმეს და შენ არ ატარებ საკმარის დროს პატარასთან, ის ალბათ მართალია.
შენ უნდა ისიამოვნო სახლის საქმეებით ისევე, როგორც სამსახურში: განაწილებული მოვალეობებით, დადგენილი ვადებით და საქმის განხორციელებით. თუ თქვენ ორივე ზრუნავთ სადილის მომზადებაზე, სახლის დალაგებაზე, ბავშვების დაძინებაზე და დილით მათ სკოლაში წაყვანაზე, თქვენი სახლი ორმაგად მშვიდი და ბედნიერი ადგილი იქნება.

4.    მეგობრები
ცოლი თუ ამბობს:“ რატომ გინდა დრო გაატარო იმ ყეყეჩებთან ერთად?“ ან „მე არ მესმის რა გინდათ ბიჭებს იმ ძველ ბარში.“ ეს ისე ჟღერს, თითქოს ის აკრიტიკებს შენს მეგობრებს, მაგრამ ის შეიძლება უბრალოდ თავს გრძნობდეს გარიყულად.
ამ ყველაფერს აქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტა. მიიპატიჟე ისიც თქვენთან ერთად! ეს არის გარანტი იმისა, რომ ის შეხვდება და გაიცნობს ადამიანებს, ვისთანაც დროს ატარებ. ასევე, მისი საზოგადოებაში გაყვანით, ის მიხვდება, რომ ამაყობთ მისით. მისი წაყვანით აჩვენებ მას, რომ საეჭვიანოც არაფერია.

5.    ინტიმურობა
თუ ის გეუბნებათ, რომ „შენთან მხოლოდ სექსი მაქვს“, შენ შეიძლება რაღაც დიდი გამოტოვე ინტიმურობის საკითხში. ინტიმურობა ფიზიკურ კონტაქტზე მეტია. სექსისთვის საჭიროა სიყვარულის გამოხატვა. „ნუ დაუდებ ცხენს ტვირთს ცხვირწინ.“
ქალს უნდა იგრძნოს კავშირი და თუ მის თვალში სექსი ჩანს, როგორც შენი სურვილების დაკმაყოფილების ქცევა და სხვა არაფერი, ეს კავშირი არ შედგება. იყავი ის მამაკაცი, ვისთანაც მას სურს ძილი და არა ნებისმიერი კაცთაგანი. მიეხმარე სახლის საქმეებში, გაუკეთე კომპლიმენტები, აგრძნობინე სიყვარული სექსის მოლოდინის გარეშეც.  დასაწყისისთვის მშვენიერია.
მნიშვნელოვანია ჰკითხოთ რა არის მისთვის ინტიმური კავშირი. რა მნიშვნელობას ანიჭებს ამას.  გაარკვიეთ მისი მოლოდინები ქორწინებაში. აღმოაჩინეთ როგორ დაუკავშირდეთ მის ემოციურ  ხაზს და იმოქმედეთ ამის მიხედვით. სექსი მოვა ბუნებრივად.
              –––––––––––
ახლა შენ უკვე იცი რა დგას ამ პრობლემების უკან. ამასთან არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ნორმალურია იშვიათად კამათიც. მთავარია გესმოდეთ ფრაზების ამოსავალი წერტილი, საიდანაც ორივე ამოდიხართ. ეს გაგება მოიტანს ღრმა კავშირებს და სიმშვიდეს თქვენს სახლში.

[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]


No comments: