ბავშვები (მათი ფსიქიკა)

იცით როგორ აღზარდოთ თქვენი შვილი? – დაუმატეთ თქვენს ცოდნას სიახლე...


პრაქტიკა...

მიეცით ბავშვს საშუალება თავად გააკეთოს ის, რისი გაკეთების უნარიც აქვს. მაგალითად, თუ ის არის 2 წლის და წაქცევის შემდეგ შეუძლია თავად ადგეს, ნუ მივარდებით მას წამოსაყენებლად. თუ ის არის 4 წლის და სურს დაგეხმაროთ ნამცხვის გამოცხობაში, ნუ ეტყვით მას, რომ  ის ნელა აკეთებს საქმეს და ამდენი დრო არ გაქვთ. თუ ის არის 6 წლის, ნუ ეტყვით მას, რომ ისვრება კარაქის წასმის დროს. მიეცით საშუალება თავად წაისვას კარაქი პურზე.

როდესაც ჩათვლით, რომ ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია ჩაცმა, დაუთმეთ ეს საქმე მას. ნებისმიერ საკითხში, როდესაც ბავშვს მცირედ მაინც შეუძლია გააკეთოს რამე, მიუშვით ის. განსაკუთრებით კი გააკეთებინეთ ის საქმე, რაც მას ეხება.

შედეგი: ბავშვს უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა. როდესაც ის დამოუკიდებლად აკეთებს იმ საქმეს, რასაც მანამდე უფროსები აკეთებდნენ მისთვის, ეს ზრდის მისი კომპეტენტურობის გრძნობას და თვითშეფასებაც მაღლდება. (ბავშვი ფიქრობს: მე შემიძლია). ზრდასრულ ასაკში ასეთი ბავშვი მეტად ინიციატორის ამღებია. ნაკლებად აქვს შიში და გაუბედაობა საქმის დასაწყისში.

პატივისცემა

პატივი ეცით ბავშვს ნებისმიერ ასაკში. ეს მნიშვნელოვანია 5–6 წლის ასაკის ზემოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი  გარდატეხის ასაკშია. პატივისცემა გამოიხატება მისი სურვილების გათვალისწინებაში. მისი აზრისა და გადაწყვეტილებების პატივისცემაში. ეს არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ეთანხმებოდეთ მას. ეს ნიშნავს მოისმინოთ მისი აზრები ღიად და უპირობოდ. თუმცა საკუთარი აზრიც დაუფიქსიროთ ამა თუ იმ საკითხზე.

შედეგი: ეს მოგცემთ საშუალებას მეტად მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ შვილთან. მეტად გახსნილი იყოს თქვენი ურთიერთობა. ზრდასრულ ასაკში კი ბავშვი მეტად  დამოუკიდებლად მოაზროვნე გახდება. ექნება უნარი გააკეთოს არჩევანი და გადაწყვეტილება მიიღოს თავად. ამასთან ამ ნაბიჯით თქვენ შეძლებთ გააღვიოთ თქვენს შვილში თვით–პატივისცემა, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მხარდაჭერა

ზოგი მშობელი(განსაკუთრებით  დედა) ფიქრობს, რომ მათ გარდა ბავშვს არავინ არ სჭირდება. ისინი ძალიან ცდებიან.  რაც მეტი მოსიყვარულე ადამიანი ჰყავს ბავშვს ირგვლივ, მით უფრო კარგია ეს მისთვის. გახსენით საზღვრები და მიეცით ბავშვს ურთიერთობების საშუალება სხვა მოსიყვარულე და მზრუნველ ადამიანებთან. ეს თქვენთვისაც დიდი მხარდაჭერაა.

შედეგი: ბავშვი ისწავლის ურთიერთობას სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. ამასთან მრავალფეროვანი ურთიერთობები მას მეტ გამოცდილებას მოუტანს. ბევრი მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი ადამიანი მას სიმყარის გრძნობას გაუღვივებს და თავადაც უფრო კეთილგანყობილი იქნება სამყაროს მიმართ. და ყველაფერთან ერთად მას ექნება მაღალი სოციალური ცნობიერება, რაც ემოციური ინტელექტის ერთ–ერთი შემადგენელი კომპონენტია.

დაისვენეთ!

დედები, რომლებიც კვებავენ შვილებს ბუნებრივად, მეტად ისვენებენ, რადგან არ სჭირდებათ ბოლომდე გამოღვიძება ბავშვის გამოსაკვებად. დედები, რომლებსაც ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ ბავშვი, მინიმუმ ბოთლის გათბობისთვის უწევთ ღამე ადგომა. თუმცა დასვენების დრო ყოველთვის უნდა გამოინახოს.

გაიხსენეთ, როდესაც თვითმფრინავში განგაშია მგზავრებს შემდეგი ტექსტი მიეწოდება: უპირველესაც თავად ჩაიცვით ჟილეტები და გაიკეთეთ ჟანგბადის ბალიში და შემდეგ გაუკეთეთ ეს ბავშვს. რატომ აცხადებენ ასე? თუკი თქვენ არ გაიკეთებთ ჟანგბადს, შესაძლოა გაითიშოთ და ვინღა მიხედავს შემდეგ თქვენს შვილს?

დაიმახსოვრეთ, თქვენს შვილს სჭირდებით დასვენებული და ჯანმრთელი მშობელი, ამიტომ მიეცით თქვენს თავს მოდუნების საშუალება.

ზოგ მშობელს აქვს შეგრძნება, რომ მის შვილს სჭირდება ის მუდმივად და ზოგჯერ ისინი მაშინაც კი არ ისვენებენ, როდესაც ბავშვს სძინავს. ეს შეიძლება გაგრძელდეს არა მცირე ასაკში, არამედ მაშინაც, როდესაც ბავშვი არის დაახლოებით 6–7 ან 8–9 წლის. რა თქმა უნდა ეს არანორმალურია.

თუ მშობელი არ უთმობს დროს საკუთარ თავს – შედეგი:  მშობელს ნაკლებად გააჩნია საკუთარი ცხოვრება. მისი ცხოვრება გაწყობილია  მხოლოდ მისი შვილის ცხოვრების პარალელზე. ამასთან არაადექვატურად ღელავს შვილის ყოველ მოქმედებაზე, ცხოვრებისეულ სიტუაციაზე.  შვილი კი მასზეა მიჯაჭვული. თუ ეს დამოკიდებულება არ შეწყდა, შესაძლოა შვილს ზრდასრულ ასაკშიც კი  არ გააჩნდეს საკუთარი ცხოვრება მშობლის „კუდის“ გარეშე.
ეს ის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალია, რაც გამოგადგებათ აღზრდის პროცესში. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების  გაცნობიერება გაგიადვილებთ აღზარდოთ ფსიქიკურად მეტად ჯანსაღი პიროვნება. გახადოთ ის  მეტად დამოუკიდებლი. ასევე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე  და ადექვატურად თავდაჯერებული ადამიანი.




როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოწესრიგებულობა



ბავშვის სურვილი გააკეთოს ყველაფერი ის, როგორც მას თავად სურს მშობლებს დიდ დისკომფორტს უქმნის. ხშირად  მშობლები ჩივიან იმაზე, რომ მუდმივად უხდებათ ბავშვისთვის შეხსენება სხვადასხვა ქცევის გასაკეთებლად. 
მაგ-ად: დაიბანე ხელები, ჩარეცხე ტუალეტი, გაიხეხე კბილები, გაიხადე ფეხსაცმელი. ასეთ ყოველდღიურ წვრილმანებში მშობელს თითქმის ყოველდღე უწევს გაუმეოროს ბავშვს ეს ფრაზები. 

გასწავლით ხერხს, რომლის საშულებითაც შეგიძლიათ ნელ-ნელა ბავშვს გადაულოცოთ თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა.

შექმენით ოჯახის წესები ფორმალურად.

ყველა ოჯახს აქვს თავისი წესები. წესი შეიძლება იყოს ის, თუ რომელ საათზე იღვიძებს ოჯახი, რა პერიოდში იღებენ სტუმარს, ელოდებიან ერთმანეთს სადილობისას თუ ცალ-ცალკე სადილობენ. ასეთი მოვლენები ოჯახში არაფორმალურად ყალიბდება და ამას ოჯახის ყველა წევრი ასე თუ ისე ასრულებს. ამ წესებზე გამოყოფილად და ფორმულირებულად არავინ საუბრობს. ამიტომ სანამ ბავშვი ამ წესებს ჩვევაში გადაიტანს უჭირს მათი შესრულება. 

ბავშვს წესები რომ ჩვევაში გადაუვიდეს შექმენით ოჯახის წესები ფორმალურად. 

მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1:  წინასწარ ჩამოწერეთ 5-6 წესი, რომელიც გსურთ, რომ ბავშვმა შეასრულოს. (მხოლოდ თქვენთვის ცალკე). აუცილებელია პოზიტიური ფორმულირება(მაგ-ად: "სახლში მოსვლისთანავე ვიხდით ფეხსაცმელს") და არა "არ დავდივართ სახლში ფეხსაცმლით". ასევე აქცენტი  უნდა გაკეთდეს "ჩვენ"-ზე და არა "შენ"-ზე. 

ნაბიჯი 2: ბავშვს აუხსენით მიზანი - ბავშვს უთხარით, რომ გსურთ შეიმუშაოთ ოჯახის წესები, რომელსაც ყველა წევრი დაიცავს. აუხსენით, რომ ეს საჭიროა ოჯახში პოზიტიური და მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად. უთხარით ყველა ის მიზანი, რისთვისაც გსურთ ამის გაკეთება, რომ ბავშვში გააღვივოთ მოტივაცია. მხოლოდ ისეთი მიზნები დაუსახეთ, რაც მისთვის მიმზიდველად გამოიყურება. 

ნაბიჯი 3: სთხოვეთ ბავშვს პირველმა თქვას წესი - ამით ბავშვს აგრძნობინებთ, რომ პატივს სცემთ მის აზრს და დაინტერესებული ხართ მისი შეთავაზებით. ასევე ამ ხერხით თქვენ გაიგებთ რა უქმნის მას დისჰარმონიას ოჯახში და რისი მოწესრიგება სურს. 

ნაბიჯი 4: მიაღწიეთ შეთანხმებას -  მისი წამოყენებული წესი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს თქვენთვის(მაგალითად - "კომპიუტერთან შეიძლებოდეს ჯდომა მთელი დღით"). მაგრამ პირდაპირ უარს ნუ ეტყვით. მიაღწიეთ შეთანხმებას ისე, რომ იგრძნოს პატივს სცემთ მის აზრს. თუმცა თუ თქვენთვის მიუღებელია ნუ დაეთანხმებით სრულად. მონახეთ ოქროს შუალედი, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იყოს. 

ნაბიჯი 5: მიაწოდეთ თქვენი წესები - ბავშვის მოწოდებული ერთი ან ორი წესის შემდგომ უკვე შეგიძლიათ თქვენი წინასწარ შემუშავებული წესებიც გააჟღეროთ. მხოლოდ სათითაოდ. შუალედებში კიდევ შეეკითხეთ ბავშვს რაიმე წესი ხომ არ მოაგონდა. თუ ვერაფერს მოიფიქრებს შემდეგ მიაწოდეთ მეორე და ა.შ. 
თუ რომელიმე წესზე სრული უარი განაცხადა, შეახსენეთ როგორ წახვედით დათმობაზე კომპიუტერის წესთან დაკავშირებით. ისევ მიდით შეთანხმებამდე. დაანახეთ როგორ უთმობთ, იმისთვის, რომ თავად ისწავლოს დათმობა. 

შეეცადეთ წესების რაოდენობა 10-ს არ ასცდეს, რადგან ბავშვისთვის რთულია დაიმახსოვროს მეტი. 

ნაბიჯი 6: სანქცია - თითოეულ წესს შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუწესეთ "ჯარიმა". შეეცადეთ მაქსიმალურად თემატურად შეესაბამებოდეს სანქცია წესს. მაგ-ად: თუ დააწესებთ, რომ "კომპიუტერის ჩართვა შეიძლება დღეში 2 საათით" და ვინმე ამ წესს დაარღვევს, სანქცია შეიძლება იყოს "მას ჩამოერთმევა კომპიუტერი ერთი დღით". 

ნაბიჯი 7: გადაიტანეთ წესები დიდ ფურცელზე - ეს პროცესი სასურველია ხალისით და შემოქმედებითად შესრულდეს. ჩართეთ ბავშვი მაქსიმალურად. გადაიტანეთ წესები დიდი და ფერადი ასოებით. გააფორმეთ ფურცელი ლამაზად. მიეცით ბავშვს საშუალება მაქსიმალურად იყოს ჩართული.

ნაბიჯი 8: გადაიტანეთ სანქციები იგივე ფურცელზე - თითოეული წესის ქვეშ მიაწერეთ სანქცია ფრჩხილებში. (შედარებით მცირე ზომის ასოებით).

ნაბიჯი 9: ყოველთვის შეასრულეთ სანქცია - არ გაატაროთ და არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ სანქციების ზედმიწევნითი პრინციპული შესრულება მიგიყვანთ შედეგამდე. აქ დათმობა დაუშვებელია. 

ნაბიჯი 10: ოჯახის ჩართულობა - თუ წესები დგება ოჯახისთვის, მაშინ ოჯახის ყველა წევრი უნდა ემორჩილებოდეს ამას. თუ ვინმე წესს დაარღვევს და მასზე სანქცია არ იმოქმედებს ბავშვი ამას გააპროტესტებს. ამიტომ ოჯახის ჩართულობა აუცილებელია. თუ ფიქრობთ, რომ ოჯახის ჩართულობის პრობლემა იქნება  თავიდანვე გააკეთეთ სხვაგვარი ფორმულირება. შეიმუშავეთ მხოლოდ ბავშვის ქცევის წესები. 

ნაბიჯი 11: გამოაკარით წესების ფურცელი თვალსაჩინო ადგილას - უკვე გამზადებული, გალამაზებული წესების ფურცელი გამოაკარით თვალსაჩინო ადგილას. შეიძლება ბავშვმა ყოველდღე არ წაიკითხოს წესები, მაგრამ მისი დანახვა შეახსენებს მას თავის პასუხისმგებლობებს. 


ამასთან გაითვალისწინეთ იმისათვის, რომ წესები ჩვევაში გადავიდეს და მიიღოთ შედეგი საჭიროა დრო და შესაბამისად მოთმინება. 

თუ თვლით, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი ხერხია ბავშვის ჩვევების გამოსამუშავებლად, მიყევით თქვენს ძველ მეთოდებს და დაუზიანეთ ბავშვს ფსიქიკა ყოველდღიური ქილიკით, უპატივცემულო მოპყრობით, კრიტიკით და ემოციური მითითებებით. 

მათ კი ვისაც გსურთ ბავშვის განვითარება, მისთვის ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნება , მეგობრული და წესების ენით საუბარი, გამოიყენეთ ეს ხერხი. 


 წარმატებას გისურვებთ!!




















როგორ აღვზარდოთ ბავშვი?

როგორ აღვზარდოთ ბავშვი?

ბავშვის მიმართ სხვადასხვა განწყობის და დამოკიდებულების შედეგები!

ბავშვის აღზრდა სიყვარულის და სინაზის გარეშე/შედეგები
Aღზრდის დროს ბავშვის მიმართ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ფსიქიკური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისთვის. მშობლების ბუნებრივი სინაზე და ალერსი ბავშვის მიმართ თუ არასაკმარისად ვლინდება ეს სერიოზულ საფრთხეს ქმნის ბავშვის განვითარებისთვის. ბავშვი იმდენად გულქვა ყალიბდება, რომ სიყვარულის გამოცნობისა და მისი სათანადოდ გამოყენებისათვის უუნარო ხდება. რამეთუ სინაზის მისი ინსტიქტი ვერა და ვერ განვითარდა. უსიყვარულო ოჯახში გაზრდილი ბავშვისთვის ძნელია ვინმესადმი სინაზის გამოხატვის სწავლება. ასევე ისეთი ბავშვისთვის, რომლის ოჯახშიც არ არის მიღებული  სიყვარულის გარეგნული გამოხატვა. მისი ცხოვრებისეული პოზიცია ესკაპიზმი ხდება, სიყვარულისგან და შეთვისებისაგან გაქცევა.

იგივე შეიძლება მოხდეს, თუ უგნური მშობლები, მასწავლებლები ან სხვა მოზრდილი ადამიანები ბავშვს ასწავლიან ჩათვალონ, თითქოს სიყვარული და სინაზე სასაცილოა ან არავაჟკაცურია. მაგალითად, ბევრ ბავშვს შთააგონებენ , რომ სინაზე - ეს სისუსტეა. მსგავსი ესკაპიზმი განსაკუთრებით იმ ბავშვებთან გამოიხატება, რომლებიც დაცინვის სამიზნე ხშირად იყვნენ. ასეთი ბავშვები ემოციების გამოვლინების წინაშე ნამდვილ შიშს განიცდიან.

ბავშვის აღზრდა სიმკაცრით/შედეგები
მკაცრი აღზრდის შედეგად, როდესაც სინაზის ნებისმიერი გამოვლინება ფერხდება და ითრგუნება, ბავშვი გარემომცველი სინამდვილიდან მიდის და ნელ-ნელა კარგავს კავშირებს, რომელთაც განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ. შემდეგ ასეთ ბავშვს შეიძლება საზოგადოება არ „ემეგობრებოდეს“. და თუ ვინმე მისცემს ამ ადამიანს დაახლოების შანსს, ის მთლიანად ეკედლება და ეთვისება მას. იმის ახსნაც კი არ ღირს, რომ მსგავსი ინდივიდუუმებისთვის განვითარება უაღრესად გართულებულია.

მეტისმეტად მკაცრ უღელქვეშ გაზრდილ ბავშვებს იზოლაცია ემუქრებათ. მათთვის გარემომცველი სამყარო - უკმეხი და უგულო ადგილია, რამეთუ მისგან მხოლოდ ცუდს ელოდებიან. მათ ან ხმის ამოუღებლად გადააქვთ ტანჯვა, ან ჯვაროსნებივით ებრძვიან მტერს. ისინი თავის პატარა სამყაროს იცავენ და ცდილობენ არავინ შეუშვან იქ. მათთვის შეუძლებალია საკუთრი თავის რეალიზება და ბედნიერად ცხოვრება, თუკი თავისი არასწორი ქცევის წესის შეცვლის ხერხს ვერ მოძებნიან.


ბავშვის აღზრდა მეტისმეტი სინაზით/შედეგები
მეტისმეტი სინაზით აღზრდაც ისევე მავნებელია, როგორც ყოველგვარი სინაზის გარეშე აღზრდა. განებივრებულ ბავშვს არანაკლები პრობლემები აწუხებს, ვიდრე ათვალწუნებულს. განებივრებულ ბავშვს უვითარდება სიყვარულის უზომო და გაუმაძღარი წყურვილი. შედეგად ის ვინმეს ეთვისება და თვლის, რომ თითქოსდა მისი სიყვარული მას გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს. ასეთი ბავშვი ეუბნება მშობლებს: „მიყვარხართ, ე.ი. ესა და ეს უნდა შემისრულოთ“.

განებივრებულ ბავშვებს არასდროს აძლევენ საშუალებას რაღაცაზე თავად აიღონ პასუხისმგებლობა. ამით ართმევენ მას მოზრდილობის ცხოვრებისთვის მომზადების ყოველგვარ შესაძლებლობას. ასეთი ბავშვები ცხოვრებისათვის საერთოდ არ არიან მომზადებულნი, რამეთუ მათ არასდროს არ მიცემიათ შანსი პრაქტიკა გაეარათ სირთულეების დაძლევაში. საკმარისია მათ დატოვონ თავისი სასათბურე ატმოსფერო, სადაც ისინი - "პატარა მეფეები" არიან და მათ აუცილებლად ელით წინ დიდი დამარცხებები და მწარე იმედგაცრუებები, რომელთა მიზეზი ერთია: მათ არ შეუძლიათ ისეთი ვინმეს პოვნა, რომელიც მათზე ჯეროვნად იზრუნებს და მათ დაიცავს. ყველა ამ ზემოთხსენებულ მოდელებს ბავშვი გარკვეულ იზოლაციამდე მიჰყავს.


ყველა მშობელი სასურველია ბუნებრივად გამოხატავდეს ბავშვის მიმართ სიყვარულს. ამასთან ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვმა თავი ერთადერთ განსაკუთრებულ არსებად არ იგრძნოს და არ გათამამდეს. სიმკაცრე ბავშვს თავის თავში ჩაკეტვის საშიშროებას უქადის.
ზომიერების დაცვა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. დაფიქრდით, ხომ არ მიეკუთვნებით რომელიმე მოდელს და თუ ასეა დაიწყეთ ცვლილებისკენ სვლა დღესვე. გადადგით ეს ნაბიჯი თქვენი შვილის უკეთესი მომავლისთვის. 




 ადოლფ ადლერის მიხედვით(წყარო: "როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ბუნება")





 რა გავლენას ახდენს წყვილთა შორის ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე?


ბავშვი მშობლებისათვის, დიდ სიხარულთან ერთად, საკმაო სტრესსაც წარმოადგენს. ამ სტრესმა კი შესაძლოა ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს, გამოიწვიოს გაღიზიანება იმდენად, რომ სრულყოფილად ვერ შეასრულოთ მშობლის როლი და ვერ დაარეგულიროთ ურთიერთობა ბავშვთან.

ბავშვის „კარგად ყოფნაზე“ მიმართული ლიტერატურა ხშირად საუბრობს თუ როგორ უნდა მიუდგეს თითოეული მშობელი ბავშვთან ურთიერთობას. აღნიშნავს ბავშვის მშობელზე მიჯაჭვულობის დადებით ასპექტებს. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთან კონტაქტი და ემოციური ურთიერთობები მის განვითარებაზე. მაგრამ ძალიან მცირეა ნათქვამი იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ერთ მშობელს მეორესთან და ამასთან რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე მშობლებს შორის ურთიერთობა.

ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით მშობლებს შორის ურთიერთობას და მის გავლენას ბავშვის განვითარებაზე. იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ისევ ბავშვისთვის მშობლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა. 

ყველა ბავშვი სამყაროსადმი ღია და მიმღებლური იბადება. ღიაობა ბავშვებში სამყაროს შეცნობის საშუალებას იძლევა. ბავშვს განსაკუთრებით მოქმედი აქვს შეგრძნებითი და ენერგეტიკული მხარე. ამიტომ თქვენ კიდევაც რომ მალავდეთ პრობლემებს ურთიერთობაში, მალავდეთ ემოციებს, ამას ყველა ბავშვი არაჩვეულებრივი უნარით აღმოაჩენს. თუმცა არა მარტო აღმოჩენით ამოიწურება ყველაფერი. ბავშვი ექცევა ამ ენერგიების გავლენის ქვეშ და ეს ურთიერთობა ხდება მისი სამყაროს აღქმის საფუძველი, საკუთარი თავის აღქმის საფუძველი. უსაფრთხოების შეგრძნებას, სტაბილურობას ბავშვი მაშინ განიცდის, როდესაც ემოციები პოზიტიურია და არა მარტო მის მიმართ, არამედ მის მშობლებს, მასზე მზუნველ ადამიანებს შორისაც. სწორედ მშობლების ურთიერთობის საფუძველზე ექმნება მას ურთიერთობებზე აზრი. ასევე ამაზე დაყრდნობით აყალიბებს ბავშვი სიახლოვის, ინტიმურობის, ემოციების გამოხატვის, სქესთაშორის პატივისცემის ხატებსა და სქემებს, რომელთაც შემდგომ იყენებს.

კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებს შორის ინტენსიური უთანხმოება კავშირშია ბავშვის განვითარების პრობლემებთან. ასეთ ბავშვებს აქვთ ურთიერთობის პრობლემები, ანტისოციალური ქცევა, დაბალი თვითშეფასება, ქცევის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, სირთულეები თანატოლებთან და ავტორიტეტულ ფიგურებთან, აკადემიური და წარმატების მიღწევის პრობლემები.

მშობლებო, ეს არც ისე მცირე და უმნიშვნელო სიაა და ღირს დაფიქრებად.

აქვე მოდით განვიხილოთ რა გავლენას ახდენს წყვილთაშორისი კონფლიქტი დედა–შვილისა და მამა–შვილის ურთიერთობებზე.

დედა–შვილი: ასეთი დედა ნაკლებად თბილი და ემპათიურია შვილის მიმართ. მეტად უწუნებს ბავშვს ქმედებებს, არის ახირებული და სასტიკი დისციპლინის დაცვისას. ასევე მეტად არის სადამსჯელო ტექნიკებზე მიმართული, ვიდრე წყვილთან კონფლიქტის არმქონე დედა.

მამა–შვილი: მამა მეტად ცდილობს თავი აარიდოს მამის მოვალეობების შესრულებას. არის დეპრესიული, რაც ხელს უშლის მას, როგორც მამის, ისე სხვადასხვა ოჯახური როლებისა და ფუნქციების შესრულებაში.

დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი ყველაფერს გრძნობს. თუკი შედეგები გეცოდინებათ ალბათ მეტად მოინდომებთ პრობლემის გამოსწორებას. აქ კი „ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს!“



პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვთან (დაბადებიდან 4 წლამდე)



მშობლის და ბავშვის ურთიერთობა დაბადებიდან ყალიბდება. ბავშვი პირველივე თვეებიდან იწყებს თავის მზრუნველის ძიებას და მიჯაჭვულობას ამყარებს მასთან. ამ კავშირის ჩამოყალიბებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ასაკში როგორ ვახდენთ ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გთავაზობთ საკითხებს, თუ რაზეა ყურადღება გასამახვილებელი ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

0–1 წლამდე
  • აიყვანეთ ბავშვი ხელში და გაუღიმეთ
  • ურთიერთობისას უყურეთ ბავშვს
  • ესაუბრეთ ბავშვს, თქვენი ხმა მისთვის მნიშვნელოვანია
  • უმღერეთ სხვადასხვა დამამშვიდებელი მელოდიები
  • გაიმეორეთ ის ხმები, რასაც პატარა გამოსცემს
  • დროულად დაუკმაყოფილეთ მოთხოვნილებები (კვება, ჰიგიენა, ძილი და ა.შ.)
  • რეაგირება მოახდინეთ მის სიგნალებზე
  • ნაზად მოეფერეთ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე: თავზე, კისერზე, ხელებზე და ფეხებზე.
1–2 წლამდე
  • აიყვანეთ ხელში ან დაუჯექით მისთვის მისაწვდომ, ხელსაყრელ ადგილას
  • მხარი დაუჭირეთ მის ნებისმიერ ახალ აქტივობას
  • დაუთმეთ განსაზღვრული დრო მასთან თამაშს
  • წარმატებით განხორციელებული სასურველი აქტივობა წაახალისეთ სიტყვიერად(შეაქეთ) და ფიზიკურად (მოეფერეთ)
  • სასურველია თქვენსა და თქვენს შვილს შორის დიდი მანძილი არ იყოს
  • ესაუბრეთ ბავშვს, არაუშავს, თუ ის პასუხს ვერ გაგცემთ
2 – 3 წლამდე
  • მზერა მიმართეთ ბავშვისკენ
  • ეთამაშეთ. სასურველია თქვენს შორის იყოს ახლო დისტანცია.
  • წაახალისეთ წარმატების შემთხვევაში
  • განსაზღვრული დრო დაუთმეთ მასთან თამაშს
  • წაუკითხეთ ან უამბეთ საბავშვო ზღაპრები და ლექსები. შემდეგ სთხოვეთ, რომ გიამბოთ
  • უმღერეთ სხვადასხვა საბავშვო მელოდია
  • უსმინეთ რას გეკითხებათ და შეეცადეთ უპასუხოთ მის ყველა კითხვას
  • უნარების მიხედვით ჩართეთ ის სახლის საქმეში. მაგალითად სთხოვეთ მოგაწოდოთ რაიმე
  • ეცადეთ მისცეთ კარგი მაგალითი–ის ზუსტად მიბაძავს თქვენს ქცევას
  • აწარმოეთ მასთან სწორი კომუნიკაცია. აუხსენით, როდის იქცევა კარგად. შეაქეთ, როდესაც კარგად მოიქცევა
  • ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება იმ ქცევებს, რაც არ მოგწონთ. ანუ ყურადღება გაამახვილეთ და შეაქეთ სასურველი ქცევები
  • მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება წინასწარ შერჩეულ შეზღუდვასთან ერთად. მაგალითად ჰკითხეთ მას: პარკში გასეირნება სურს თუ ბებოსთან წასვლა. ნუ ჰკითხვათ მას – სად წავიდეთ?
  • უთხარით ბავშვს რა გსურთ რომ მან გააკეთოს და არა ის რაც არ გსურთ, რომ გააკეთოს.
  • არ აიძულოთ ბავშვს რამე გააკეთოს, როცა ის დაღლილია
3 – 4 წლამდე

  • შეეცადეთ განსაზღვრული დრო დაუთმოთ თქვენს შვილთან ურთიერთობას, ამ დროს თქვენ მისი აქტივობის მხარდამჭერი უნდა იყოთ
  • როცა „არა“–ს იძახის შეეცადეთ შეცვალოთ საგანი ან მიმართულება
  • ეცადეთ შეიმუშავოთ წესები და არასდროს დაარღვიოთ შემუშავებული წესები (წესის მაგალითი – შეთანხმება: „როცა ცუდ სიტყვას იტყვი, შეხვალ და დაჯდები შენს ოთახში“)
  • შეეცადეთ რეალური იყოს თქვენი შენიშვნები და მოთხოვნები
  • ეცადეთ მოურიგდეთ ხოლმე, მაგალითად, „თუ მიალაგებ შენს ნივთებს, წავალთ პარკში“
  • შეარჩიეთ დრო, როდესაც ბავშვი არ არის დაკავებული და მაშინ სთხოვეთ მას რაიმე. (მაგალითად, მომაწოდე წიგნი).
  • შეაქეთ ბავშვი დამსახურებულად და აგრძნობინეთ მას , რომ რაღაც კარგად გააკეთა
  • პატივი ეცით ბავშვის აზრებსა და გრძნობებს, თავი შეიკავეთ შეფასებისგან.
  • ცადეთ „არ შეიძლებას“ მაგივრად უთხრათ სხვანაირად. მაგალითად „არ აიღო ჭიქა“–ს მაგივრად. „დადგი ჭიქა მაგიდაზე“. „არ შეიძლება გზაზე სიარული“–ს ნაცვლად, „შეეცადე იარო ტროტუარზე“.
  • იქონიეთ იუმორის გრძნობა. თუ თქვენმა ბავშვმა თქვენი ახლადნაყიდი ტანსაცმელი ჩაიცვა, თქვენ გაიცინეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ აუხსნათ და სთხოვოთ მას, რომ ეს აღარ გაიმეოროს.
მშობლის და ბავშვის ურთიერთობა დაბადებიდან ყალიბდება. ბავშვი პირველივე თვეებიდან იწყებს თავის მზრუნველის ძიებას და მიჯაჭვულობას ამყარებს მასთან. ამ კავშირის ჩამოყალიბებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ასაკში როგორ ვახდენთ ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გთავაზობთ საკითხებს, თუ რაზეა ყურადღება გასამახვილებელი ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

0–1 წლამდე
  • აიყვანეთ ბავშვი ხელში და გაუღიმეთ
  • ურთიერთობისას უყურეთ ბავშვს
  • ესაუბრეთ ბავშვს, თქვენი ხმა მისთვის მნიშვნელოვანია
  • უმღერეთ სხვადასხვა დამამშვიდებელი მელოდიები
  • გაიმეორეთ ის ხმები, რასაც პატარა გამოსცემს
  • დროულად დაუკმაყოფილეთ მოთხოვნილებები (კვება, ჰიგიენა, ძილი და ა.შ.)
  • რეაგირება მოახდინეთ მის სიგნალებზე
  • ნაზად მოეფერეთ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე: თავზე, კისერზე, ხელებზე და ფეხებზე.
1–2 წლამდე
  • აიყვანეთ ხელში ან დაუჯექით მისთვის მისაწვდომ, ხელსაყრელ ადგილას
  • მხარი დაუჭირეთ მის ნებისმიერ ახალ აქტივობას
  • დაუთმეთ განსაზღვრული დრო მასთან თამაშს
  • წარმატებით განხორციელებული სასურველი აქტივობა წაახალისეთ სიტყვიერად(შეაქეთ) და ფიზიკურად (მოეფერეთ)
  • სასურველია თქვენსა და თქვენს შვილს შორის დიდი მანძილი არ იყოს
  • ესაუბრეთ ბავშვს, არაუშავს, თუ ის პასუხს ვერ გაგცემთ
2 – 3 წლამდე
  • მზერა მიმართეთ ბავშვისკენ
  • ეთამაშეთ. სასურველია თქვენს შორის იყოს ახლო დისტანცია.
  • წაახალისეთ წარმატების შემთხვევაში
  • განსაზღვრული დრო დაუთმეთ მასთან თამაშს
  • წაუკითხეთ ან უამბეთ საბავშვო ზღაპრები და ლექსები. შემდეგ სთხოვეთ, რომ გიამბოთ
  • უმღერეთ სხვადასხვა საბავშვო მელოდია
  • უსმინეთ რას გეკითხებათ და შეეცადეთ უპასუხოთ მის ყველა კითხვას
  • უნარების მიხედვით ჩართეთ ის სახლის საქმეში. მაგალითად სთხოვეთ მოგაწოდოთ რაიმე
  • ეცადეთ მისცეთ კარგი მაგალითი–ის ზუსტად მიბაძავს თქვენს ქცევას
  • აწარმოეთ მასთან სწორი კომუნიკაცია. აუხსენით, როდის იქცევა კარგად. შეაქეთ, როდესაც კარგად მოიქცევა
  • ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება იმ ქცევებს, რაც არ მოგწონთ. ანუ ყურადღება გაამახვილეთ და შეაქეთ სასურველი ქცევები
  • მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება წინასწარ შერჩეულ შეზღუდვასთან ერთად. მაგალითად ჰკითხეთ მას: პარკში გასეირნება სურს თუ ბებოსთან წასვლა. ნუ ჰკითხვათ მას – სად წავიდეთ?
  • უთხარით ბავშვს რა გსურთ რომ მან გააკეთოს და არა ის რაც არ გსურთ, რომ გააკეთოს.
  • არ აიძულოთ ბავშვს რამე გააკეთოს, როცა ის დაღლილია
3 – 4 წლამდე


  • შეეცადეთ განსაზღვრული დრო დაუთმოთ თქვენს შვილთან ურთიერთობას, ამ დროს თქვენ მისი აქტივობის მხარდამჭერი უნდა იყოთ
  • როცა „არა“–ს იძახის შეეცადეთ შეცვალოთ საგანი ან მიმართულება
  • ეცადეთ შეიმუშავოთ წესები და არასდროს დაარღვიოთ შემუშავებული წესები (წესის მაგალითი – შეთანხმება: „როცა ცუდ სიტყვას იტყვი, შეხვალ და დაჯდები შენს ოთახში“)
  • შეეცადეთ რეალური იყოს თქვენი შენიშვნები და მოთხოვნები
  • ეცადეთ მოურიგდეთ ხოლმე, მაგალითად, „თუ მიალაგებ შენს ნივთებს, წავალთ პარკში“
  • შეარჩიეთ დრო, როდესაც ბავშვი არ არის დაკავებული და მაშინ სთხოვეთ მას რაიმე. (მაგალითად, მომაწოდე წიგნი).
  • შეაქეთ ბავშვი დამსახურებულად და აგრძნობინეთ მას , რომ რაღაც კარგად გააკეთა
  • პატივი ეცით ბავშვის აზრებსა და გრძნობებს, თავი შეიკავეთ შეფასებისგან.
  • ცადეთ „არ შეიძლებას“ მაგივრად უთხრათ სხვანაირად. მაგალითად „არ აიღო ჭიქა“–ს მაგივრად. „დადგი ჭიქა მაგიდაზე“. „არ შეიძლება გზაზე სიარული“–ს ნაცვლად, „შეეცადე იარო ტროტუარზე“.
  • იქონიეთ იუმორის გრძნობა. თუ თქვენმა ბავშვმა თქვენი ახლადნაყიდი ტანსაცმელი ჩაიცვა, თქვენ გაიცინეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ აუხსნათ და სთხოვოთ მას, რომ ეს აღარ გაიმეოროს.

მშობლის და ბავშვის ურთიერთობა დაბადებიდან ყალიბდება. ბავშვი პირველივე თვეებიდან იწყებს თავის მზრუნველის ძიებას და მიჯაჭვულობას ამყარებს მასთან. ამ კავშირის ჩამოყალიბებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ასაკში როგორ ვახდენთ ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გთავაზობთ საკითხებს, თუ რაზეა ყურადღება გასამახვილებელი ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

0–1 წლამდე
  • აიყვანეთ ბავშვი ხელში და გაუღიმეთ
  • ურთიერთობისას უყურეთ ბავშვს
  • ესაუბრეთ ბავშვს, თქვენი ხმა მისთვის მნიშვნელოვანია
  • უმღერეთ სხვადასხვა დამამშვიდებელი მელოდიები
  • გაიმეორეთ ის ხმები, რასაც პატარა გამოსცემს
  • დროულად დაუკმაყოფილეთ მოთხოვნილებები (კვება, ჰიგიენა, ძილი და ა.შ.)
  • რეაგირება მოახდინეთ მის სიგნალებზე
  • ნაზად მოეფერეთ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე: თავზე, კისერზე, ხელებზე და ფეხებზე.
1–2 წლამდე
  • აიყვანეთ ხელში ან დაუჯექით მისთვის მისაწვდომ, ხელსაყრელ ადგილას
  • მხარი დაუჭირეთ მის ნებისმიერ ახალ აქტივობას
  • დაუთმეთ განსაზღვრული დრო მასთან თამაშს
  • წარმატებით განხორციელებული სასურველი აქტივობა წაახალისეთ სიტყვიერად(შეაქეთ) და ფიზიკურად (მოეფერეთ)
  • სასურველია თქვენსა და თქვენს შვილს შორის დიდი მანძილი არ იყოს
  • ესაუბრეთ ბავშვს, არაუშავს, თუ ის პასუხს ვერ გაგცემთ
2 – 3 წლამდე
  • მზერა მიმართეთ ბავშვისკენ
  • ეთამაშეთ. სასურველია თქვენს შორის იყოს ახლო დისტანცია.
  • წაახალისეთ წარმატების შემთხვევაში
  • განსაზღვრული დრო დაუთმეთ მასთან თამაშს
  • წაუკითხეთ ან უამბეთ საბავშვო ზღაპრები და ლექსები. შემდეგ სთხოვეთ, რომ გიამბოთ
  • უმღერეთ სხვადასხვა საბავშვო მელოდია
  • უსმინეთ რას გეკითხებათ და შეეცადეთ უპასუხოთ მის ყველა კითხვას
  • უნარების მიხედვით ჩართეთ ის სახლის საქმეში. მაგალითად სთხოვეთ მოგაწოდოთ რაიმე
  • ეცადეთ მისცეთ კარგი მაგალითი–ის ზუსტად მიბაძავს თქვენს ქცევას
  • აწარმოეთ მასთან სწორი კომუნიკაცია. აუხსენით, როდის იქცევა კარგად. შეაქეთ, როდესაც კარგად მოიქცევა
  • ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება იმ ქცევებს, რაც არ მოგწონთ. ანუ ყურადღება გაამახვილეთ და შეაქეთ სასურველი ქცევები
  • მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება წინასწარ შერჩეულ შეზღუდვასთან ერთად. მაგალითად ჰკითხეთ მას: პარკში გასეირნება სურს თუ ბებოსთან წასვლა. ნუ ჰკითხვათ მას – სად წავიდეთ?
  • უთხარით ბავშვს რა გსურთ რომ მან გააკეთოს და არა ის რაც არ გსურთ, რომ გააკეთოს.
  • არ აიძულოთ ბავშვს რამე გააკეთოს, როცა ის დაღლილია
3 – 4 წლამდე

  • შეეცადეთ განსაზღვრული დრო დაუთმოთ თქვენს შვილთან ურთიერთობას, ამ დროს თქვენ მისი აქტივობის მხარდამჭერი უნდა იყოთ
  • როცა „არა“–ს იძახის შეეცადეთ შეცვალოთ საგანი ან მიმართულება
  • ეცადეთ შეიმუშავოთ წესები და არასდროს დაარღვიოთ შემუშავებული წესები (წესის მაგალითი – შეთანხმება: „როცა ცუდ სიტყვას იტყვი, შეხვალ და დაჯდები შენს ოთახში“)
  • შეეცადეთ რეალური იყოს თქვენი შენიშვნები და მოთხოვნები
  • ეცადეთ მოურიგდეთ ხოლმე, მაგალითად, „თუ მიალაგებ შენს ნივთებს, წავალთ პარკში“
  • შეარჩიეთ დრო, როდესაც ბავშვი არ არის დაკავებული და მაშინ სთხოვეთ მას რაიმე. (მაგალითად, მომაწოდე წიგნი).
  • შეაქეთ ბავშვი დამსახურებულად და აგრძნობინეთ მას , რომ რაღაც კარგად გააკეთა
  • პატივი ეცით ბავშვის აზრებსა და გრძნობებს, თავი შეიკავეთ შეფასებისგან.
  • ცადეთ „არ შეიძლებას“ მაგივრად უთხრათ სხვანაირად. მაგალითად „არ აიღო ჭიქა“–ს მაგივრად. „დადგი ჭიქა მაგიდაზე“. „არ შეიძლება გზაზე სიარული“–ს ნაცვლად, „შეეცადე იარო ტროტუარზე“.
  • იქონიეთ იუმორის გრძნობა. თუ თქვენმა ბავშვმა თქვენი ახლადნაყიდი ტანსაცმელი ჩაიცვა, თქვენ გაიცინეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ აუხსნათ და სთხოვოთ მას, რომ ეს აღარ გაიმეოროს.




მშობლის სხვადასხვა სტილი

ავტორიტეტული მშობელი - ასეთი მშობელი არის მზრუნველი და თბილი, კვეთავს ბავშვის საჭიროებებს.  აკეთებს მითითებებს და სასჯელს წინასწარ შემუშავებული  წესების მიხედვით. ის მიმართავს ინდუქციურ დისციპლინას, როდესაც ახსნილია წესების მიზეზები, მისი დაცვის მნიშვნელოვნება. მას აქვს ღიაობა ამ წესების  განხილვის და ცვლილებების მიმართ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ასეთი სტილით გაზრდილი ადამიანები გამოირჩევიან მაღალი ბრძოლიუნარიანობით, არიან სოციალურად კომპეტენტურები და აწყდებიან ნაკლებ ცხოვრებისეულ პრობლემებს.

ავტორიტარული მშობელი- ეს მშობელი ახორციელებს კონტროლს საკუთარი ძალაუფლების მიხედვით. მეტად მკაცრი და არარეალური მოთხოვნები აქვს  შვილების მიმართ და სასჯელსაც თვითნებურად და სპონტანურად იგონებს. ხშირად ეს სასჯელი ძალიან სასტიკია.  ხშირად მას მიაჩნია, რომ შვილები უნდა იყვნენ დაქვემდებარებულ როლში და დამოუკიდებლობა და ავტონომია მაქსიმალურად შეზღუდული უნდა ჰქონდეთ. ასეთი მშობელი შეიძლება ნაკლებად პასუხობდეს ბავშვის საჭიროებებს. შეიძლება ასეთი მშობელი ან მცირედ ან სულ არ ავლენდეს სითბოს შვილის მიმართ. ბავშვი, რომელიც აღზრდილია ავტორიტარული სტილით, ამჟღავნებს სოციალური კომპეტენციების დაბალ დონეს, დაბალ თვით– რწმენასა და  ბრძოლისუნარიანობის არ ქონას. ბავშვი გაუცხოებულია მშობლისგან და თავს არიდებს მასთან ურთიერთობას.  

შემწყნარებელი (დამთმობი) მშობელი - ასეთი მშობელი  პასუხისმგებელია   შვილზე, მაგრამ არ უწესებს მას რაიმე მოთხოვნას ან შეზღუდვას. მშობელს სჯერა, რომ სრული ნდობა და მინიმალური შეზღუდვები ყველაზე მომგებიანია მშობელი–შვილის ურთიერთობაში.   ასეთი ოჯახის ბავშვები აჩვენებენ მაღალ იმპულსურობას და მიზანდასახულობის სიმცირეს, მათ აქვს ბევრი ქცევითი პრობლემა. აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში. მათ სოციალური კომპეტენცია მეტი აქვთ, ვიდრე ავტორიტარული და უგულებელყოფილი სტილით გაზრდილ ბავშვებს.

უგულებელმყოფელი მშობელი - ასეთი მშობელი არის უპასუხისმგებლო  თავისი შვილის საჭიროებების, გრძნობებისა და მოქმედებების მიმართ. ის ძალიან მცირე კონტროლს ახორციელებს  ბავშვზე და თავს არიდებს  ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობას. ასეთი მშობელი ნაკლებად არის  ჩართული ბავშვის ცხოვრებაში, ნაკლებ დროს უთმობს მასთან ურთიერთობას, ნაკლებად ზრუნავს ბავშვის საჭიროებებზე. ასეთ ბავშვებს მეტი გადაცდომები აქვთ სკოლაში, უჭირთ ურთიერთობების ჩამოყალიბება. მომავალში მეტად მიდრეკილნი არიან ნარკოტიკების მოხმარებასთან, დანაშაულის ჩადენასთან. არიან ნევროტული, შფოთიანები, დეპრესიულები და აქვთ სომატური ჩივილები.  სოციალურად ნაკლებ კომპეტენტურები არიან, არიან თვითკმარები, დაბალ შეფასებას აძლევენ საკუთარ თავს. 

  ავტორიტარული
  ავტორიტეტული
   დამთმობი
ბავშვების მახასიათებლები








            1. ჩაკეტილი
             2. ენთუზიაზმის ნაკლებობა
       3. მორცხვობა/      მტრული  დამოკიდებულება
      (გოგონები/ბიჭები)
       4.  მიღწევის მოთხოვნილების            დაბალი მაჩვენებელი
        5. კომპეტენციის შეგრძნების დაბალი  მაჩვენებელი(უნარი)
           1. გამტანი/მიმწოლი
            
      2. დამოუკიდებელი
      3. მეგობრული    4.   ანამშრომლობითი 
     5. მაღალი მიღწევები,
         მიზანდასახული/მოტივაციის მაღალი მაჩვენებელი
6.მაღალი კომპეტენცია
   
           1. იმპულსურობა
           2. ნაკლები თავდაჯერებულობა. საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა
           3. დაბალი თვით–კონტროლი
           4. ინფანტილურობა/ბავშვური ქცევები
            5. აგრესიულობა             6.პასუხისმგებლობების სიმცირე

  ავტორიტარული
  ავტორიტეტული
   დამთმობი
კონტროლი
       მაღალი
მაღალი
      დაბალი
ურთიერთობის გამჭირვალობა
       დაბალი
მაღალი
      მაღალი
წესების მოთხოვნა
        მაღალი
მაღალი
      დაბალი
მზრუნველობა
       დაბალი
მაღალი
      მაღალი





დამხმარე ბავშვთან ურთიერთობისას


1.      დაჯილდოვება ჩახუტებით
უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ რაც მეტად მიაქცევთ ყურადღებას მის კარგ ქცევას, კარგი ქცევის ინტენსივობა გაიზრდება.
როდესაც მუდმივად უკმაყოფილო ხართ, ორიენტირებული ხართ დასჯაზე, მუდმივად უნდა ელოდოთ ბავშვის ცუდ ქცევას. ყველაზე კარგი გზა დაალაგებინოთ ბავშვს თავისი ოთახი არის საკუთარი მაგალითი და ასევე მისი შექება იმ დროს, როცა მას დალაგებული აქვს ოთახი.
თუმცა ბავშვი უნდა შევაქოთ  კონკრეტული  საკითხის გამო. ეს ძალიან კარგად უნდა იქნას გამოყოფილი, რისთვის იქნა ის შექებული/დაჯილდოვებული. მაგ: „ მე ძალიან მომწონს, რომ ასე წყნარად ზიხარ სკამზე,“ (როდესაც ბავშვი პრობლემურია ამ საკითხში ზოგადად).
შექებისას გაითვალისწინეთ, რომ ჩახუტება მეტად აგრძნობინებს ბავშვს თქვენს პოზიტიურ დამოკიდებულებას მის მიმართ.

2.      გავუკეთოთ იგნორი 
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ზოგჯერ სჯობს დავაიგნოროთ ისეთი მცირე დარღვევები, რომელიც არ არის „სახიფათო“. თუნდაც საჭმლის ძირს დაყრა, ან და–ძმასთან მცირე კამათი. ეს იმისთვის, რომ არ ვიქცეთ მისთვის კრიტიკოსად და არ გაუფასურდეს ჩვენი მითითებები.
 ასევე იგნორი კარგი ქცევის სასწავლებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, როდესაც ბავშვი ყვირილით ითხოვს რამეს, გავუკეთოთ ამას იგნორი და მხოლოდ მაშინ მივაქციოთ ყურადღება, როდესაც წყნარად მოითხოვს რაიმეს მიღებას. ამით ის ისწავლის, რომ მშვიდი საუბარი მეტად მისაღებია.

3.      შეისწავლეთ ბავშვის განვითარების საფეხურები
სასურველია, როდესაც მშობელი გათვითცნობიერებულია ბავშვის განვითარების საფეხურებში და ესმის თითოეული ასაკისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები. ხშირად ბავშვი  მშობლის აზრით ცუდ საქციელს სჩადის, მაგრამ ეს არ არის დასაძრახი. მაგ–ად: ბავშვი ისვრება ჭამისას. ეს იმის ბრალია, რომ ბავშვი სწავლობს ჭამის პროცესს, ითვისებს ახალ უნარებს.
მშობლები, რომლებმაც იციან, რას შეიძლება ელოდნენ კონკრეტულ ასაკში, ნაკლებად ხდებიან იმედგაცრუებულნი და აგრესიულები.

4.    მიეცით ბავშვს ტაიმ–აუტის უფლება
როდესაც ბავშვი აგრესიულია ან გაჯიუტებულია, ნუ გაჯიუტდებით თქვენც.  ნუ აგრძნობინებთ, რომ უფროსი ხართ და ამიტომ უნდა დაგემორჩილოთ. მიეცით მას დრო, რომ დამშვიდდეს. უთხარით, რომ მას აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია 10 წუთის განმავლობაში გადაწყვიტოს როგორ ურჩევნია. მისი პიროვნების პატივისცემით მოიგებთ მის გულს.
5.    ცუდი ქცევის პრევენცია
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, (John Lutzker,  PhD) რომ  არ იქნება ტაიმ–აუტი საჭირო, თუკი იქნება ქცევის წინასწარი პრევენცია. როცა ბავშვს ზუსტად და კონკრეტულად ეცოდინება, რომელ ცუდ ქცევას რა შედეგი და რეაქცია შეიძლება მოჰყვება.

6.    იზრუნეთ პირველ რიგში  თქვენს თავზე
„მშობლები იღებენ ყველაზე სწორ რჩევას, როდესაც ისინი სხედან თვითმფრინავში და უსმენენ ინსტრუქციას: თუ შეიქმნება ავარიის საფრთხე და საჭირო გახდება ჟანგბადის ნიღბის მორგება, ეს ჯერ თავად მოირგეთ და შემდეგ უშველეთ თქვენს ბავშვს“.–“Palmiter”.
მრავალი კვლევა ადასტურებს რამდენად უარყოფითად რეაგირებს მშობლების სტრესი ბავშვებზე. გარდა ემოციური პრიბლემებისა Child Development-ის კვლევებმა დაადასტურეს, რომ მშობლების სტრესი ბავშვში  გენეტიკურ ცვლილებებსაც იწვევს.

საკუთარი სტრესის შემცირებით ბავშვის რთული ქცევის შემცირებაც შესაძლებელია.

მნიშვნელოვანია, როდესაც მშობელს სასიამოვნო ურთიერთობები აქვს მეგობრებთან, კოლეგებთან, მეზობლებთან. ეს მაგალითიცაა ბავშვისთვის და გარკვეული შემავსებელი ენერგიის წყაროც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობა იმდენად ხშირი იყოს, რომ ამით ბავშვს მოაკლდეს ყურადღება.

7.    დაუთმეთ დრო
ალბათ მშობლების უმრავლესობა კვირაში ერთი საათით მაინც ახერხებს ბავშვთთან მარტო დარჩეს. ამ დროს შეიძლება ბავშვს არც ვესაუბროთ და არც ვეკონტაქტოთ, მაგრამ მის მიმართ მიქცეული ყურადღება, ღიმილი და პოზიტიური ფიქრების და გრძნობების გამოხატვა ძალიან ღირებულია ბავშვის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა მეტად ეფექტური ხდება ურთიერთობა, როდესაც ბავშვის შექება ხდება  ან უფრო მოზრდილ ასაკში პირად თემებზე საუბარი და მისი ცხოვრებით დაინტერესება.
ერთად თამაში კი ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ურთიერთობისთვის და რაც მთავარია ამ დროს იზრდება  და ვითარდება ჰიპოკამპუსი და ბავშვის კოგნიტური უნარები. 


    Amy Novotney
American Psychological Association





3 წლამდე ბავშვის განვითარება

ბავშვის ძირითადი აღმზრდელი დედაა, რომელსაც ბავშვი იცნობს ჯერ კიდევ ჩანასახიდან. ის წარმოადგენს უსაფრთხო საფუძველს მისი არსებობისთვის, რომელიც ეხმარება სამყაროს შეცნობაში. დედასთან ან სხვა შემთხვევაში, ძირითად აღმზრდელთან დამყარებულ კავშირს გავლენა აქვს ადამიანზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში. კვლევები აჩვენებენ, რომ ის ადამიანები, რომელთაც კავშირი მეტად ჰქონდათ დედ–მამასთან და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდნენ, მეტ წარმატებას აღწევდნენ, იყვნენ მეტად ჯანმრთელები, ჰქონდათ დადებითი ურთიერთობები თანატოლებთან და უფროსებთან, მეტად გამძლეები იყვნენ სტრესულ სიტუაციაში, ჰქონდათ მაღალი თვითშეფასება, იყვნენ ურთიერთობების ინიციატორები და დადებითად რეაგირებდნენ სხვების ინიციატივებზე, ასევე გამოხატავდნენ თანაგრძნობას მათ მიმართ, ვინც განიცდიდა სტრესს ან ტკივილს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 3 წლამდე ბავშვისთვის აუცილებელია კავშირები, რომელიც მოიცავს საუბრებს, მოფერებას, ხელში აყვანას, გაღიმებას, ჩახუტებას. ეს ყველაფერი ბავშვს მუდმივად ესაჭიროება. ამ პერიოდის არ გამოყენება იწვევს ბავშვის განვითარების შენელებას ბევრ სფეროში, მათ შორის ურთიერთობების დამყარების უუნარობას.

ბავშვები გვაძლევენ სიგნალებს, როდესაც მათ რაიმე ესაჭიროებათ. სიგნალზე დროული რეაგირება თავიდან აგვარიდებს ბავშვის განვითარების შეფერხებებს მრავალ სფეროში. 

თუ გაინტერესებთ რამდენად უნარიანი მშობელი/აღმზრდელი ხართ, გადახედეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

      1.      გაქვთ ბავშვისგან  მინიშნების(სიგნალის) მიღების უნარი
      2.      გაქვთ ამ მინიშნების სწორად აღქმის უნარი (ემპათია ანუ ბავშვის თვალებით   
            სამყაროს დანახვის უნარი) 
      3.      შეგიძლიათ ბავშვის სიგნალზე ადეკვატური რეაგირება
      4.      რეაგირებთ სწრაფად

ეს ყველა კომპონენტი აუცილებელია, რათა ბავშვს ნდობა ჩამოუყალიბდეს მშობლის მიმართ და თავი იგრძნოს უსაფრთხოდ.

ტვინის განვითარება
პირველი 3 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ვითარდება ადამიანის ტვინი და აღწევს უფროსი ადამიანის ტვინის 75%–ს. სტრესის და ძლიერი ემოციების დროს, როცა ბავშვს არ უკმაყოფილდება მოთხოვნილებები ან უგვიანდება მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ლიმფური სისტემა გადარჩენის მიზნით თავის თავზე იღებს კონტროლს. როდესაც მოთხოვნილების შესაბამისი უსაფრთხო გარემო ბრუნდება (მიიღო საკვები, ჩააცვეს, ხელში აიყვანეს, გაუღიმეს, ჩაეხუტნენ), ტვინის ქერქი ჩართავს მშვიდ და ლოგიკურ აზროვნებას. ამიტომაც როდესაც ბავშვების სიგნალები ხშირად არის უგულებელყოფილი, ტვინის მუდმივი დაძაბულობა იწვევს ტვინის უჯრედების ზრდის შეზღუდვას. უძლიერესი მექანიზმი, რაც ხელს უწყობს ტვინის განვითარებას  არის თვალებით კონტაქტი და მშობლის/აღმზრდელის სახის გამომეტყველება, დადებითი ემოციების გამოხატვა.

ასოციაცია "ჩვენი სახლი საქართველო" 
www.polskapomoc.gov.pl
Polska Pomoc


 





მშობელი – საუკეთესო მაგალითი














ადამიანი ნებისმიერ ასაკში ჩვეულებრივი ადამიანია. რა მნიშვნელობა აქვს იქნება ის ახალდაბადებული, ორი კვირის, თხუთმეტი წლის თუ სამოცდათხუთმეტი წლის? ყველა ადამიანს აქვს გრძნობები და ემოციები. მშობელს იმაზე მეტი აქვს საერთო შვილთან, ვიდრე ის ფიქრობს. მაგალითად ზრდასრული ადამიანი იმედგაცრუებულია და გრძნობს ტკივილს, როდესაც კარგავს სამსახურს. არანაკლებ განიცდის ბავშვი, როცა ის კარგავს თავის საყვარელ სათამაშოს. იმედგაცრუებისა და ტკივილის გრძნობა ერთია ყველა ასაკისათვის. არ არსებობს ბავშვის ისეთი გრძნობები,რაც მშობელს არა აქვს განცდილი.

ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია აღზრდის პროცესში.
საკვანძო სიტყვები: ინდივიდუალური, დამოუკიდებელი, გამზიარებელი, გრძნობებისა და ემოციების გამომხატველი, რეალისტური და პასუხისმგებელი.

ბავშვში უპირველესად მნიშვნელოვანია ინდივიდუალურობის გამოვლენის ხელშეწყობა, რადგან ის პირველი გასაღებია თვითღირებულებისა და მაღალი თვითშეფასების. ინდივიდუალურობის გარეშე ადამიანები მონები არიან სხვისი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში. მშობლებს შორის განსხვავებები უპირველესი მაგალითია ბავშვისთვის.  რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ყველა ადამიანი მაინც ერთნაირია, მაგრამ თავისი უნიკალურობაც გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს.


მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ზოგიერთ მშობელს სჯერა მითის, რომ თუ ის არ გამოხატავს ემოციებსა და გრძნობებს ბავშვთან, ისინი იქნებიან ავტორიტეტულები მისთვის. თუ მშობელი ასეთ გზას აირჩევს, მაშინ ის დარჩება შეუცნობელი ბავშვისთვის და შესაბამისად არარაობა. თუ ასე იქცევით, იმედია შეცვლით ქცევას. ბავშვები მეტად ენდობიან გახსნილ და გამომხატველ  ადამიანებს. უნდობლობის შემთხვევაში კი იკეტებიან თავიანთ თავში და იზოლაციაში იმყოფებიან. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვმა შესაძლოა თქვენგან აიღოს ემოციების გამოხატვის მოდელი და გაუჭირდეს კომუნიკაციების დამყარება საზოგადოებაში. ემოციების გამოხატვა და ემოციური ინტელექტი ხომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარებისთვის.
ხშირად ბავშვს ეუბნებიან: შენ ხომ ბიჭი ხარ,  რა გატირებს? გოგოები არ ბრაზდებიან! ეს ფრაზები ემოციების შეკავებას იწვევს, რაც შესაძლოა ემოციების გამოხატვის პრობლემად იქცეს ბავშვში.


ასევე ბავშვს უნდა ვაცადოთ იმ ქმედების განხორციელება, რაც თვითონ სურს, რომ გააკეთოს და ამასთანავე გარკვეულწილად შეუძლია ამის გაკეთება. ეს მას დამოუკიდებლობას მიანიჭებს. დამოუკიდებლობის შეგრძნება კი თავისთავად თავდაჯერებულობას მოუტანს. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომლის მაგივრადაც ყველაფერს მშობელი ასრულებს. რას გრძნობს ამ დროს ბავშვი? უსუსურობასა და უუნარობას. ფიქრობს, რომ არ შეუძლია ხარისხიანად რაიმეს გაკეთება და ნელ–ნელა ინიციატივასაც კი აღარ გამოხატავს რაიმეს გასაკეთებლად. ყოველთვის უნდა ვეცადოთ არ ჩავახშოთ ბავშვის ინიციატივები, თუნდაც ამით რაიმე ფუჭდებოდეს (თეფშის გატეხვა, რაიმეს დასვრა და ა.შ.). რა არის ბავშვის თვითშეფასებაზე ძვირფასი?
პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის ფსიქო–ემოციური განვითარებისთვის. პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება ადამიანს ეხმარება იცხოვროს სრულფასოვნად. როცა ადამიანი საკუთარ თავსა და თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებელია  ის ფლობს საკუთარ ცხოვრებას. ბავშვმა უნდა ისწავლოს თავის თავზე აიღოს ყველაფერი, წარმატება იქნება ეს თუ მარცხი.


მშობლებო უბრალოდ დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ, როგორც მაგალითებს ბავშვისთვის, არ გახასიათებთ ეს ყველაფერი, არ არის გვიანი შეისწავლოთ და განავითაროთ თქვენში. თუმცა ნუ მოსთხოვთ ბავშვს იმას, მანამდე, სანამ თქვენ თვითონ არ იქნებით მისი მაგალითი.


Virginia Satir - "Peoplemakong"


ბავშვი, რომელიც ახალშობილზე ეჭვიანობს

კითხვა: როგორ გავართვათ თავი ეჭვიანი ბავშვის რთულ ქცევას, როდესაც ის ახალდაბადებულზე ეჭვიანობს?
პ ა ს უ ხ ი:
დაფიქრდით: სანამ ახალი ბავშვი გამოჩნდება ოჯახში, თქვენ ეუბნებოდით უფროსს, რომ „მალე შენი ძამიკო დაიბადება და თქვენ მერე ერთად ითამაშებთ“. ახალშობილის გამოჩენით უფროსი ბავშვი საგონებელში ვარდება: „ნუთუ ეს წითელლოყება ითამაშებს ჩემთან, რომელიც ვერც დადის?“ და შემდეგ უფროსი იწყებს მასთან თამაშს მხოლოდ იმ წესებით რაც თვითონ იცის. ის ესვრის სათამაშოებს პატარას, ეთამაშება დახუჭობანას, ხდის საბანს ახალშობილს. თუმცა ყოველთვის იღებს საპასუხოდ თქვენს ყვირილსა და ჩხუბს.  ის ეხუტება მას, თუმცა თქვენ ეუბნებით, რომ ფრთხილად იყოს. არის რაიმე გასაკვირი იმაში, რომ უფროსი ბავშვი დაბნეულია?

ასწავლეთ: შენი პირველი მიზანია დაიცვა ახალშობილი. მეორე მიზანია, ასწავლო უფროს შვილს ახალშობილთან ურთიერთობის შესაფერისი გზები. შენ შეგიძლია ასწავლო მას ეს ისევე, როგორც ასწავლი სხვა რამეს: ესაუბრე ამაზე, გამოუსახე ქმედებით, მართე პროცესი და წაახალისე ის. თუკი ჩათვლი, რომ მეორე მიზანი მიღწეული გაქვს, ეს არ გაძლევს უფლებას მარტო დატოვო ისინი ერთად, რადგან  გარანტიების მოცემა შეუძლებელია.

იყავით იქვე:  როდესაც ბავშვები არიან ერთად, იტრიალე ახლომახლო. თუ შეამჩნევთ, რომ უფროსი რაღაცას უხეშად აპირებს, აიყვანეთ ახალშობილი და უფროსს გადაატანინეთ ყურადღება სხვა რამეზე: უმღერეთ, სათამაშო აჩვენეთ, საჭმელი შესთავაზეთ ან მოიმოქმედეთ ისეთი ქცევა, რაც მას გადაატანინებს ყურადღებას. არ აქვს კონკრეტულად მნიშვნელობა რა იქნება ეს. ეს აგაცილებთ  თავიდან უფროსის მიერ ახალშობილზე აგრესიის გამოხატვას.

ასწავლეთ ფაქიზი შეხება: ასწავლეთ უფროს შვილს როგორ დაუზილოს ზურგი პატარას. უთხარით მისი ასეთი კეთილი შეხება როგორ სიამოვნებს მის და/ძმას. და რა თქმა უნდა შეაქეთ ის საქმის კარგად შესრულებისთვის. ეს გაკვეთილი ასწავლის ბავშვს, როგორ გახდეს პოზიტიური მისი ფიზიკური კონტაქტი ახალშობილთან.

იმოქმედეთ სწრაფად: ყოველთვის, როდესაც დაინახავთ, რომ უფროსი უხეშად ექცევა პატარას, იმოქმედეთ სწრაფად. თქვენ შეგიძლიათ ოფიციალურად გამოაცხადოთ: „შეწყდეს დარტყმები, ვაცხადებ შესვენებას“. დასვით ახალშობილი შორს მისგან და განუმარტეთ: “ შენ შეგეძლება ახვიდე მასთან, როდესაც შეძლებ ხელების სწორად გამოყენებას“. მიეცით მას ნება, რომ ავიდეს ჩვილთან, თუკი ამას იმ წუთშივე მოგთხოვთ. მხოლოდ მანამდე, სანამ მოიქცევა ფრთხილად და ზრდილობიანად. ეს არ არის დასჯა. ეს უბრალოდ დახმარებაა მისთვის ისწავლოს, რომ უხეში ქცევები არ არის დაშვებული.

დემონსტრაცია: ბავშვები სწავლობენ იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ. თქვენ ხართ მისთვის მაგალითი და ქვენი ქცევებიდან სწავლობს ის ქცევის წესებს. თქვენ ხართ მისი ყველაზე  მნიშვნელოვანი მასწავლებელი. თქვენ დემონსტრაციას აკეთებთ ყველაფერისა და თქვენი შვილი უბრალოდ იმეორებს ამას.

შეაქეთ: როგორც კი დაინახავთ, რომ თქვენი უფროსი შვილი ფრთხილად ეპყრობა ახალშობილს, გაუკეთეთ პოზიტიური კომენტარი. დიდი გამოთქმით აღნიშნეთ „უფროსი ძმის“ მნიშვნელობა და ჩაეხუტეთ მას.  უთხარით თუ როგორ ამაყობთ მისით.

დაუკვირდით თქვენს სიტყვებს: ყველაფერს უფროს ბავშვს ნუ დააბრალებთ. ხშირად ჩვენივე სიტყვებით ვიწვევთ მას ასეთი ქცევისკენ. „ჩვენ არ შეგვიძლია პარკში წასვლა, პატარას სძინავს“. „ჩუმად იყავი, ბავშვს გააღვიძებ“. „ბავშვს გამოვუცვლი და შემდეგ დაგეხმარები“. ასეთი განცხადებების ხშირი მოსმენით, უფროსი შვილი ისე ღიზიანდება, რომ შეეძლოს გაყიდდა ახალშობილს! გთავაზობთ ალტერნატიულ მოდელებს: „ჩემი ხელები დაკავებულია ახლა“. „ჩვენ წავალთ სადილის შემდეგ“, „სამ წუთში დაგეხმარები“.

იყავით მხარდამჭერი: გაახმაურეთ თქვენი შვილის გამოუთქმელი გრძნობები, როგორიცაა „რაღაცეები შეიცვალა, რაც ახალი ბავშვია სახლში“. გააკეთეთ კომენტარები რბილად და ზოგადად. ნუ იტყვით: „მე დაგენიძლავები, შენ გძულს ახალშობილი“. ამის მაგივრად თქვით „ძნელია ასეთი დედა გყავდეს, რომელიც ამდენ დროს ატარებს ახალშობილთან“.ან „დაგენიძლავები ჩვენ ახლა შევძლებთ პარკში გასეირნებას, არ მოგვიწევს ლოდინი, სანამ ბავშვი გაიღვიძებს“. როდესაც ბავშვმა იცის, რომ შენ გესმის მისი გრძნობების, მას ნაკლებად დასჭირდება აქტივობები შენი ყურადღების მისაპყრობად.

მიეცით მას განსაკუთრებული სიყვარული: გახადეთ სიყვარულის გამოხატვა უფრო დემონსტრაციული. უთხარით სპეციალურად, მე შენ მიყვარხარ. გაზარდე დღის განმავლობაში ჩახუტებები და გამონახეთ დრო წიგნის წასაკითხად ან სათამაშოდ. დროებითი რეგრესიები და ქცევის პრობლემები ნორმალურია. შეგიძლიათ შეამციროთ სიყვარულის სპეციალური გამოხატვის დოზებით და ყურადღებით.

ჩართეთ საქმეში: ასწავლეთ უფროს შვილს როგორ დაგეხმაროთ ის ბავშვის მოვლაში და როგორ გაართოს იგი. მიეცით ნება უფროს ბავშვს გახსნას პამპერსი, დაიხმარეთ ის ბავშვის ჩაცმა–გახდისას. გადაუღეთ ვიდეო და სურათები ერთად. ასწავლეთ როგორ მიაწოდოს საწოვარა პატარას. ნება მიეცით მიაყაროს პუდრა დაბანის შემდგომ. შეაქეთ ის  და წაახალისეთ როგორც შეგიძლიათ.

დაგეთანხმებით იმაში, რომ შრომა მოგიწევთ. ღრმად ამოისუნთქეთ და დამშვიდდით. ყველაფერი შესაძლებელია.   


Elizabeth Pantley, mother, author, speaker and parenting expert.



"რთული ბავშვი"

როდესაც ლაპარაკია „რთულ ბავშვზე“ , ყოველთვის უნდა გავიგოთ რა ხდება ოჯახში. ბავშვები გამოხატავენ თავიანთ სათქმელს და გრძნობებს ქცევაში. ამიტომ, საჭიროა მშობლებს ავუხსნათ, ვასწავლოთ და დავეხმაროთ, რომ გააცნობიერონ ეს. თქვენ იტყვით, რომ ეს ხომ ისედაც ნათელია. მაგრამ დამიჯერეთ არსებობს დეტალები, რომელსაც მშობელი ვერ აგნებს და რაც მხოლოდ ემპათიის საშუალებით მიიღწევა.
ნარცისი მშობლების ქვაკუთხედში ნაკლებია ემპათია და უპირობო სიყვარული. ნარცისი მშობლები ნაკლებად ერთვებიან ბავშვის ემოციურ სამყაროში და არ აქვთ კავშირი ბავშვთან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნარცისი მშობლები მეტად დარდობენ იმაზე, რას აკეთებს ბავშვი, ვიდრე იმაზე, ვინ არის ბავშვი. ისინი ბავშვის საქციელს მიიჩნევენ საკუთარ ანარეკლად.
ნარცისებს არ აქვთ კავშირი საკუთარ გრძნობებთან, ამიტომ ბავშვში ცდილობენ მოათავსონ ეს გრძნობები. ამ დროს ბავშვი არეულია და გაურკვევლობაშია: „ჩემი ბრალია, რომ ჩემი მშობელი არ არის ბედნიერი?“ „რატომ არ ვუყვარვარ მშობლებს?“
სანამ დამტვრეული ძვლები, ქამრის გადაჭერა და სხვა ფიზიკური ძალადობა იჩენს თავს, უნდა განვიხილოთ და დავარწმუნოთ  მშობლები, რომ  უგულვებელყონ ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციონალური ძალადობა.  ნარცისი მშობლების ბავშვებს ხშირად უჭირთ სრულფასოვნად იგრძნონ თავი და იტანჯებიან მშობლების სიყვარულის ნაკლებობის გამო. ბავშვებს სურთ სიყვარული უპირობოდ და არა მათით სარგებლობა. მათ სურთ მშობლებისგან უპირობო სიყვარული, მაგრამ ნარცის მშობელს არ შეუძლია მისცეს ბავშვს ის, რაც თვითონ არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რომ მას აქვს მაგარი ველოსიპედი, მაგრამ არ  იცის ტარება. ბავშვი კი დაბნეული, მაგრამ იმედით ელოდება მას, რომ ეგებ შეძლოს და გაატაროს ველოსიპედი.

ეს მინდა, რომ ხმამაღლა განვაცხადო:  მშობლობა არ ნიშნავს საჭმელს, ტანსაცმელს და თავშესაფარს!!! ეს ყველაფერი მას ობოლთა თავშესაფარშიც შეიძლება ქონდეს. მშობლის მოვალეობა არის ბავშვის ემოციური კეთილდღეობა და მათ გრძნობებსა და ფიქრებზე ზრუნვა. საჭიროა შენიშნოთ ვინ არიან ისინი სინამდვილეში და ხელი შეუწყოთ მათ ინდივიდუალური  „მე“–ს განვითარებას.  ეს ბევრად უფრო შრომატევადია და მნიშვნელოვანი, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი  სხვა დანარჩენი აქტივობები. ბავშვებს უბრალოდ სურთ მოუსმინოთ და დაინახოთ ისინი.
„რთული ბავშვები“ არ არსებობენ. ყველა „რთულად მიჩნეულ“ ბავშვს აქვს მოსაყოლი ოჯახის ‘რთული“ ისტორია. ჩვენ ბევრი ისტორია გვსმენია ბავშვზე მშობლის ძალადობაზე და თუ გვსურს ამის შეცვლა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მშობლის ნარცისიზმზე.
ნარცისიზმის საპირისპირო მხარეა ემპათია. ემპათიის მქონე მშობელი უზრუნველყოფს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას.

„ემპათია“ – ემპათია შემდეგი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს „მომეცი შენი თვალი, რომ შენი თვალით შევხედო სამყაროს“. ემპათია ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მგრძნობიარედ და ზუსტად  რეაგირებს მეორე ადამიანის გრძნობებზე, თითქოს ეს საკუთარი განცდები იყოს.


Let’s talk about parental narcissism instead!
Published on November 12, 2012 by Karyl McBride, Ph.D. in The Legacy of Distorted Love



რა სურს მოზარდს და როგორ შევინარჩუნოთ მასთან ურთიერთობა?



მოზარდების მშობლები ხშირად არ არიან მოზარდთან კომფორტულ ურთიერთობაში. კარის მიბრახუნების სცენები, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, არჩეული მეგობრებით უკმაყოფილება, გარეთ გატარებული დროის შეზღუდვა, გვიან დაძინება და დილით გაღვიძების პრობლემა. ყველაფერი ამის კრიტიკა  ტოვებს განცდას, რომ კამათი უშედეგოა. რომ მოზარდი ერთ ყურში უშვებს თქვენს სიტყვებს და მეორიდან გამოუშვებს. 

რაც უფრო მეტად ებრძვის მშობელი მოზარდს, მით ნაკლებად  ღებულობს შედეგს.

რა ხდება „თინეიჯერობის“ პერიოდში, რატომ ხდება მოზარდი ურჩი? ნაწილი მიზეზისა შეიძლება იყოს ის, რომ მოზარდის ტვინში ინფორმაცია მუშავდება სხვანაირად, ვიდრე ეს ზრდასრულებში ხდება(ნეიროფსიქოლოგიური კვლევა Deborah Todd-Yurgelun, PhD, of Harvard University's McLean Hospital Cognitive Neuroimaging and Neuropsychology Laboratory). გარდა ინფორმაციის გადამუშავების განსხვავებებისა, მოზარდთა ტვინი უფრო იმპულსურია, რაც იწვევს ქცევებს, რომელზეც საზოგადოება უარყოფითად რეაგირებს. ასევე გასათვალისწინებელია ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ფიზიოლოგიური ცვლილებები.

მაგრამ ახლა ჩვენ ფიზიოლოგიურ მიზეზებს არ განვიხილავთ. ჩვენ გვაინტერესებს რა ფსიქოლოგიური ასპექტები განსაზღვრავს მოზარდის ქცევას.

მოზარდები ეკამათებიან მშობლებს, რადგან უნდათ მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება. მათ უნდათ საკუთარ ცხოვრებაზე მეტი ინიციატივის აღება  და აპროტესტებენ წესებსა და ლიმიტებს,რაც ზღუდავს მათ თავისუფლებას.

ბავშვობის პერიოდში ადვილია მშობლის მიერ  ავტორიტეტის დამკვიდრება. (8–9 წლამდე). თუმცა რთულია შეინარჩუნო ეს უკვე მოზარდობის ადრეულ პერიოდში(9–13).

რა არის მშობლის ავტორიტეტი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მშობლის ავტორიტეტი ეყრდნობა ორ ფაქტორს: ლიდერობის ძალას, როცა ბავშვი აკეთებს იმას, რაც სურს მშობელს და მწვრთნელის ძალას, ასწავლოს ბავშვს ის, რაც მიაჩნია სწორად.

მშობლები მიისწრაფვიან გავლენა იქონიონ ბავშვის არჩევანზე. მათ სურთ ამ ზეგავლენის შენარჩუნება. მათ სურთ დაუფასდეთ ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და შრომა, რაც მათ შვილის ყოველდღიურ მოვლასა და ზრუნვაში ჩადეს.

მშობლები შემდეგი ფრაზებით ჩივიან:

„ჩემი შვილი საერთოდ აღარ მიწევს ანგარიშს. პატივს აღარ მცემს“.
„რასაც ვეუბნები, ყველაფერს უგულებელყოფს“.
„მაშინ გააკეთა, როცა თვითონ მოისურვა“.

ამ დროისთვის მშობლებს ესმით შემდეგი ფრაზები:“რატომ უნდა გავაკეთო?“ „ეს ჩემი ცხოვრებაა და არა შენი“, „შენ არ ხარ მსოფლიოს მბრძანებელი“. შეიძლება მოზარდმა მოიშოროს მშობელი შემდეგი ფრაზებით „ჯერ არ მინდა“ „მერე გავაკეთებ“. ესეც გარკვეული წინააღმდეგობაა.

მშობლები უნდა შეეგუონ, რომ  მოზარდისგან ხშირად ვერ მიიღებენ  იმას რაც სურთ, როგორც სურთ და როდესაც სურთ და ეს ნორმალურია. რაც მეტად იზრდება მოზარდი, მით მეტად უგულებელყოფს მშობლის ავტორიტეტს.

რჩევა მშობლებს: გაიხსენეთ  თქვენი მოზარდობის პერიოდი და ყველაფერს უფრო ადვილად შეხედავთ.

თუ ახალგაზრდა, რომელიც შესრულდება ოცი წლის, მუდმივად ცხოვრობდა მშობლის თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გაუჭირდება. ეს არის სწორედ მშობლის გადაჭარბებული კონტროლის შედეგი.

მშობელზე დამოკიდებულების შემთხვევაში მოზარდი გადაწყვეტილებებს იღებს მშობლების თვალსაზრისის მიხედვით. ყალიბდება  ცხოვრების გადაწყვეტილებებში ავტომატური მოკარნახე, „რა მოეწონებოდათ მშობლებს“. ან მეორე ვარიანტი, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად მშობლებს მიმართავ, რადგან მათ „უკეთ იციან“ ან შეიძლება, ეკითხები როგორ მოიქცე, რადგან  არ გინდა, რომ აწყენინო.

აქვე მინდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება მოზარდი არ იყოს ურჩი და გეთანხმებოდეთ ყველაფერში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგად გრძნობს თავს. მას შეიძლება განუვითარდეს დეპრესია, კვებითი დარღვევები,  გახდეს აგრესიული ან  მწეველი/ნარკოტიკზე დამოკიდებული და სხვა.

ბავშვობის პერიოდში, მშობლის უპირატესობა იმაშია, რომ ის აძლევს ბავშვს ცხოვრების სტრუქტურას და მითითებებს – მშობლები ადგენენ წესებს რა გააკეთო, რა არ გააკეთო, რა არის სწორი, რა არასწორი, რა მუშაობს, რა არ მუშაობს. ეს არის მინიშნებები, რისი მიხედვითაც ბავშვი აკეთებს არჩევანს და სწორედ ეს არის საფუძველი მისი მომავალი გადაწყვეტილებებისა. ბავშვს სჭირდება ეს საფუძველი უსაფრთხოდ და ჯანსაღად ფუნქციონირებისათვის.

ბავშვობაში მშობელსა და შვილს შორის კავშირი მყარია. ურთიერთობა სიყვარულს, მზრუნველობასა და კონტროლს ერთობლივად ადვილად იტანს. ყველაფერი იცვლება, როცა მოზარდობა იწყება (9–13).
როდესაც მოზარდობა იწყება, რთულდება ურთიერთობა  და გარკვეულწილად ირღვევა კავშირი მშობელსა და შვილს შორის.

  •     ადრეულ მოზარდობაში(9–13) ბავშვი იწყებს დამოუკიდებლობის ძიებას და მშობელი ვეღარ იმორჩილებს მას.
  •    მეორე ეტაპზე(13–15) მოზარდი  მეტად ამყარებს ურთიერთობებს გარეთ, იძენს მეგობრებს. ახლა ორმაგი ცხოვრება იწყება მისთვის. თანატოლებთან სოციალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, მოზარდები დისტანციას იჭერენ მშობლებთან. ამ დროს შეიძლება მშობლის იგნორირებაც კი მოხდეს.  მშობლები გარკვეულწილად ახერხებენ ამის დარეგულირებას, როდესაც ისინი იწვევენ შვილის მეგობრებს სახლში და მეგობრულად ექცევიან მათ.
  •   მოზარდობის მესამე ეტაპზე(15–18) ძველი აკრძალვები გარეთ ყოფნასთან დაკავშირებით თანდათან იკლებს. მოზარდები  მეტ უფლებებს იძენენ და მეგობრებთანაც მეტ დროს ატარებენ. მშობლებმა იციან საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება მოზარდს გარეთ  შეემთხვას (ნარკოტიკების მოხმარება, სექსუალური კავშირები, თავგადასავლების რისკი, ძალადობა). ეს ყველაფერი გარესამყაროს გავლენებთან ასოცირდება. ერთადერთი გზა რჩება მშობელს, კარგად აუხსნას ამ რისკების შესახებ,ეს მშობლის მოვალეობაცაა. მხოლოდ შერჩეული უნდა იქნას მეგობრული ტონი.
  •     მოზარდობის მეოთხე ეტაპი (18–23) მოითხოვს მოზარდის მეტ თავისუფლებას. აქ მშობელმა სრულიად უნდა დათმოს მართვა და მხოლოდ მრჩევლის როლი აირჩიოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ჰკითხავს მოზარდი. თუ მშობლები პატივს სცემენ შვილის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, შვილებიც დააფასებენ იმ ცოდნას, რაც მშობლებს ცხოვრების მანძილზე შეუძენიათ და ადვილად მიიღებენ მათ რჩევებს.

გაითვალისწინეთ:

1.მოზარდს სჭირდება სიყვარული და მხარდაჭერა. შეაქეთ ის, როცა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და პატივი ეცით მის არჩევანს.
2.    აზარდეთ
კომუნიკაცია. მოზარდისთვის სივრცის მიცემა თავისუფლებისთვის არ ნიშნავს კომუნიკაციის შემცირებას. მოზარდი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მშობლებს ესმით მისი წუხილი, იმის შესახებ, რა გზასაც ის გადის.  მას სჭირდება თქვენთან კავშირი განვითარებისთვის და ასევე თქვენ გჭირდებათ ეს კავშირი იმისთვის, რომ ფლობდეთ ინფორმაციას მისი ცხოვრების შესახებ, რათა დაეხმაროთ აუცილებელ შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აკონტროლოთ ის.
3.    შეამცირეთ წესები და რეგულაციები. თუ გსურთ თქვენი მოზარდის ქცევა შედარებით პოზიტიური იყოს, აღარ გაუმეოროთ ის წესები, რაც ბავშვობაში უკვე გაიარა. მან ისედაც კარგად იცის ამ წესების შესახებ და აუცილებლად გამოიყენებს მათ.

       მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები თავისუფლებისთვის იბრძვიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ სჭირდებათ სიყვარული და მყარი კონტაქტი მშობლებთან. კომუნიკაციის განსავითარებლად, მშობელმა უპირობოდ უნდა მიიღოს შვილი და გაითვალისწინოს, რომ მას საკუთარი ინტერესები და მოლოდინები შეიძლება გააჩნდეს. კონტროლის დაკარგვა არ ნიშნავს კავშირის გაწყვეტას. მიეცით მოზარდს საშუალება მყარი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენთან, მაგრამ ნუ შეუზღუდავთ დამოუკიდებლობას. მას აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.



მშობლის სტილი, რომელიც მუშაობს

ბავშვთა ფსიქოლოგთა მოსაზრებები აღზრდის საუკეთესო სტილთან დაკავშირებით. რას ურჩევენ ისინი მშობლებს:

    1.    შექება.
„მარტივად რომ ვთქვათ, ყურადღების მიქცევა არასასურველ ქცევაზე ზრდის არასასურველ ქცევას. ხოლო  სასურველ ქცევაზე ყურადღების გამახვილება, ზრდის სასურველ ქცევას. თუკი ხდება საყვედური, გაკიცხვა ან სხვა სახის დასჯა, სასურველ  შედეგს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ასე  შენ ვერ მიიღებ იმ სასურველ ქცევას, რისთვისაც იღწვი“.ამბობს ალან კაძინი (Alan E. Kazdin, PhD) იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და პროფესორი და იელის ბავშვთა ქცევის კლინიკის დირექტორი.  საუკეთესო გზა ბავშვს დავალაგებინოთ ოთახი ან დავაწერინოთ დავალება, არის თქვენივე მაგალითი,  მოიქცეთ შესაბამისად. ასევე  წაახალისეთ ის, თუკი სასურველ ქცევას განახორციელებს“.
მაგრამ მშობლებმა არ უნდა წაახალისონ ბავშვი დაუმსახურებლად, ამბობს შეილა, ეიბერგი (Sheila Eyberg, PdH,Florida University professor. researcher of parent-child relationship).  ის რეკომენდაციას უწევს მშობლებს უზრუნველყონ მათი შვილები „დადებითი იარლიყის“ მინიჭებით, რომელიც ზუსტად მიუთითებს ბავშვს, რა გააკეთა მოსაწონი მშობლისთვის. მაგალითად „ მე ნამდვილად მომწონს, როგორ წყნარად ზიხარ სკამზე“. მის წყნარად ჯდომას სკამზე  აღვნიშნავთ, რადგან  ზოგადად  ბავშვი არის მოუსვენარი. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას შენიშვნა, როცა მოუსვენრად არის, როგორც ამას ბევრი მშობელი აკეთებს, არამედ საჭიროა პოზიტიური ქცევის შენიშვნა.  კვლევებმა ცხადყო(Karen Budd, PhD), რომ „შექების იარლიყის“ გამოყენებამ სკოლამდელ ბავშვებში, გააუმჯობესა ურთიერთობები ბავშვებსა და მასწავლებელს შორის, რაც დაეხმარა მასწავლებელს უკეთ მართოს ბავშვთა ქცევა. (Education and Treatment of Children, 2010).
კადინი ასევე აღნიშნავს, რომ ეს შექება უნდა განხორციელდეს ღიმილით ან მეგობრული შეხებით და კავშირი უნდა იყოს გულწრფელი. „ცოტა ხნის წინ ვიყავი გოგონათა ფრენბურთის თამაშზე, სადაც ხდებოდა თავისამატკივებელი შექება გოგონებისა, რომლებიც ვერ თამაშობდნენ კარგად. მსგავსი სიტუაცია ხშირად ბავშვს ართმევს შესაძლებლობას სწავლისა, რომელიც შეცდომებზე უნდა ააგოს“.ამბობს დავით პალმიტერი.(David J. Palmiter Jr., PhD).
შეხედეთ სხვა მხრიდან ბავშვის ქცევას. მშობლებმა უნდა ისწავლონ  უმნიშვნელო არასასურველი ქცევის იგნორი, რაც არ არის სახიფათო, მაგალითად ნუ მიუთითებთ როდესაც თავის დას ან ძმას გამოართმევს სათამაშოს. შეაქეთ ის, როდესაც თამაშის პროცესში გაუზიარებს და–ძმას სათამაშოს. ან ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ყვირილს და შეაქეთ ის, როდესაც ის თავაზიანად გთხოვთ რაიმეს. ამით ბავშვი სწავლობს, რომ რაიმეს მოთხოვნა უკეთესია ზრდილობიანად, რადგან ეს უფრო საიმედო გზაა ყურადღების მისაქცევად.


    2.    გაეცანით ბავშვის განვითარებას
მშობლები მეტად ეფექტურები ხდებიან, როცა ეცნობიან იმ არასასურველი ქცევის ჩამონათვალს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ხშირად, როდესაც ბავშვი იწვევს არეულობას კვების პროცესში და იქცევა ისე, რომ მშობლებს ეს არ მოსწონთ, ამ დროს ბავშვი სწავლობს ახალ უნარებს. „ თუ მშობლებს ესმით, რომ ბავშვი შეგნებულად არ ურევს კვების პროცესს, არამედ ცდილობს ისწავლოს მოტორული ქცევა, როგორიცაა ჩანგლის ხელში ჭერა, კოვზით ჭამა და ა. შ. ისინი უნდა ფიქრობდნენ შეაქონ ბავშვი ყოველ წარმატებულ ნაბიჯზე. „ ამბობს ეიბერგი(Eyberg). თუკი მშობელმა იცის რას ფიქრობს, გრძნობს და იგებს ბავშვი სხვადასხვა ასაკში და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, უფრო რეალისტურად შეხედავს მოსალოდნელ ქცევებს. რასაც ნაკლები იმედგაცრუება და აგრესია მოყვება.

     3.    არასასურველი ქცევის თავიდან აცილება 

  •              დაგეგმეთ თავიდანვე, რომ აიცილოთ ბავშვის არასასურველი ქცევა.
  •     ასწავლეთ ბავშვებს როგორ მიიღონ სასურველი შედეგი და გაუმკლავდნენ   სიტუაციას შესაბამისად. დაეხმარეთ ბავშვებს იყვნენ ჩართულები პროცესში, დაკავებულნი და აქტიურნი თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მიეცით საშუალება განახორციელონ ინიციატივები დამოუკიდებლად. სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ შემაწუხებელნი და წესრიგის დამრღვევნი. 
  •    „კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად ახერხებენ მშობლები საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას, ბავშვიც მორგებულია მათი პრობლემის გადაწყვეტის სტილს“. (John Lutzker, PhD).
    4.     პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარ თავზე
თუკი მშობელს სურს მიიღოს საუკეთესო რჩევა, როგორ იყოს საუკეთესო მშობელი, უნდა მოუსმინოს თვითმფრინავის გამცილებელს. „თუ სალონი დაკარგავს წონასწორობას, თქვენ ჯერ თვითონ ირგებთ ჟანგბადის ნიღაბს და მხოლოდ ამის შემდეგ არგებთ მას  თქვენს შვილს“.
თითქმის ყველა სახლში ხდება ერთი და იგივე. ჟანგბადის მთელი რესურსი აქვთ ბავშვებს. ალბათ ხვდებით რაზეა საუბარი. კვლევამ გამოარკვია, რომ ბავშვები ნეგატიურად რეაგირებენ მათი მშობლების სტრესზე.  69%  გამოკითხული მშობლებისა  ადასტურებს, რომ მათი სტრესი გავლენას ახდენს მათ შვილებზე და მხოლოდ 14% ბავშვებისა ამბობს, რომ მშობლების სტრესი მათზე არ მოქმედებს.
ამიტომ მშობლის მიერ მიწოდებულ  სტრესის გადაჭრის კარგ მაგალითს  შეუძლია ძალიან დადებითი ცვლილებები მოახდინოს ბავშვის ქცევაში. ანუ ბავშვი სწავლობს სტრესთან გამკლავებას თქვენგან.
პალმიტერი (Palmiter) ურჩევს მშობლებს გამოყონ დრო ვარჯიშისთვის, თავისი ჰობისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის და რა თქმა უნდა პარტნიორთან ურთიერთობისთვის.
„პარტნიორთან ურთიერთობის მაგალითი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, რაც შეიძლება მშობელმა მისცეს ბავშვს“.–ამბობს პილმერი. მარტოხელა მშობლებმა უნდა დაამყარონ და იქონიონ მნიშვნელოვანი და აზრიანი ურთიერთობები სხვა კონტექსტში. მაგალითად, კოლეგებთან, მეზობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან.  მაგალითი, აი რა არის მთავარი.
    5.    დაუთმეთ დრო
მშობლები მინიმუნ ერთი საათი მაინც არიან თითოეულ ბავშვთან მარტო კვირის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ისინი ძირითადად არაფერს აკეთებენ,მხოლოდ ყურადღებას აქცევენ  მას და გამოხატავენ პოზიტიურ აზრებსა და გრძნობებს მის მიმართ.
ყველაზე ეფექტური მომენტი, რაც მშობელმა უნდა გამოიყენოს არის, დრო, როცა ბავშვი აკეთებს შესაქებ ქცევას. ამ დროს მშობელმა უნდა გამორიცხოს სწავლება, შესწორებების შეტანა და ალტერნატიული გზების შეთავაზება.
პალმიტერი ამბობს, რომ თითოეული საათი რომელსსაც დაუთმობთ თქვენს შვილს პერსონალურად– იქნება ეს გასეირნება, კალათბურთის თამაში თუ სხვა ქმედება არ აქვს მნიშვნელობა,–ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლების მიერ  გამოხატული კეთილგანწყობა და სიყვარული, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვისთვის, არის ქცევის მაკორექტირებელი და ბავშვისთვის გამოხატავს მხარდაჭერას. ამას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინის განვითარებაზე და განავითაროს ჰიპოკამპუსი, რომელიც მნიშვნელოვანია შემეცნებისთვის.

October 2012, Vol 43, No. 9
Print version: page 44
Amy Novotney is a writer in Chicago




მამის მზრუნველობა და ბავშვის განვითარება

 (Ronald P. Rohner)





ბავშვები და მოზარდები მთელ მსოფლიოში–განურჩევლად რასის, ეთნიკურობის, სქესისა და კულტურისა მიმართულები არიან არსებითად ერთი გზით უპასუხონ მშობლების სიყვარულს ან გულგრილობას. უამრავი კვლევა არსებობს დედის მიერ შვილის მიღების ან უარყოფის გავლენებზე. თუმცა მამის შესაძლო გავლენა ამ მიმართულებით დღემდე იგნორირებული იყო.
Ronald P. Rohner –ის კვლევა გვიჩვენებს რა გავლენის მოხდენა შეუძლია მამის სიყვარულს  ბავშვის სოციალურ ურთიერთობებზე, ემოციონალურ და კოგნიტურ განვითარებაზე, ბავშვის მრავალმხრივ ფუნქციონირებაზე. მშობლის მიერ შვილის მიღება მოიცავს შემდეგს  :ბავშვის გამოკვება, თბილი დამოკიდებულება, მღელვარება, მხარდაჭერა, კომფორტი, ურთიერთობა/კავშირი. მშობლის მიერ შვილის უარყოფა დაკავშირებულია ზემოთჩამოთვლილ ქცევებიდან და გრძნობებიდან განსვლასთან. ის მოიცავს ისეთ გრძნობებს, როგორებიცაა ცივი დამოკიდებულება, ინდიფერენტულობა და მტრობა ბავშვის მიმართ.
აშშ–ში 1970 –იან წლებში მამის ხატის ორი კონსტრუქცია იყო გავრცელებული. ისტორიულად პირველი გამოხატავდა იმას, რომ მამები არიან არაეფექტურები, ხშირად არაკომპეტენტურნი და შეიძლება ბიოლოგიურადაც შეუფერებელნი ბავშვის აღზრდის საკითხებში.(როცა დედობრივი მიმართება ამ საკითხთან ხაზს უსვამს, რომ ქალები გენეტიკურად არიან ამისთვის შექმნილნი). მეორე ხატი ამბობს იმას, რომ მამის ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე არის უმნიშვნელო, პერიფერიული და არასწორი. (დედის ხატი აქ პირიქითაა. დედის სიყვარული და კომპეტენტური ზრუნვა აძლევს ბავშვს ყველაფერს, რაც მას სჭირდება ნორმალური, ჯანმრთელი განვითარებისთვის). რადგან აქამდე მკვლევარები ამ გავრცელებულ რწმენებს ეთანხმებოდნენ მამის როლის კვლევა იგნორირებული იყო მეოცე საუკუნემდე.’ 70–იანი წლებიდან ’90 წლებამდე რევოლუცია მოხდა მამის მნიშვნელოვნების საკითხში.



კვლევებმა დაადასტურა მამის სიყვარულის გავლენა.
კვლევებმა დაადასტურეს მყარი კავშირი მამის სიყვარულსა და ბავშვის მომავალი განვითარების ასპექტებს შორის. კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ მამასა და ბიჭ შვილს შორის არის თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობა, ბიჭები გამოდიან უფრო ვაჟკაცურები და მხნეები. ასევე დადგინდა, რომ ბავშვებს, რომელთან აქვთ მამის მიმღებლობა.მხარდაჭერა, მათგან განსხვავებით, ვისაც ეს აკლია, არიან უფრო კოგნიტურად და სოციალურად კომპეტენტურები, ნაკლებად მიდრეკილდი არიან გენდერული სტერეოტიპებისკენ, უფრო ემპათიურები და ფსიქოლოგიურად მეტად შეგუებულობას ავლენენ.
მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა ასევე ოთხი კატეგორიის შედეგის მიზეზის დასადგენად: 1).პერსონალური და პიროვნების პრობლემები, როგორებიცაა თვით–შეფასება, თვით–პატივისცემა, ემოციონალური სტაბილობა და აგრესია. 2). განხორციელების პრობლემები, განსაკუთრებით სკოლაში; 3). კოგნიტური და აკადემიური შესრულების საკითხები; და 4). ფსიქოპათოლოგიები; დადგინდა, რომ მშობლების ურთიერთობის ფორმები შვილთან ხშირად დამოკიდებულია ამ შედეგების ფორმირებაზე. (Miller, Norton and Hill -1995).
ასევე დაადგინეს, რომ მამის სიყვარული არა მარტო ქცევით და ფსიქოლოგიურ პროცესებს წარმართავს, არამედ უზრუნველყოფს ბავშვის ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას. მაგალითად Amato-მ (1994) დაადგინა, რომ დედის სიყვარულზე მეტად მამის სიყვარულია განმსაზღვრელი ბავშვის ბედნიერების, დაბალი  ფსიქოლოგიური დისტრესისა და ცხოვრებით კმაყოფილებისა.
‘90–იანი წლების მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ მამის სიყვარულის დონე იყო განმსაზღვრელი   ბავშვის მიღწევებზე. მამისა და ბავშვის კონფლიქტები (და არა დედისა და ბავშვის) მკვეთრად განსაზღვრავდა მოზარდობაში გამოვლენილ დეპრესიულ სიმპტომებს. ასევე მამის სიყვარული იყო განმსაზღვრელი მოზარდობაში დეპრესიის თავიდან აცილებისაც. ამასთან მამა–შვილის და დედა –შვილის ურთიერთობების გაზომვისას დადგინდა, რომ მხოლოდ მამასთან რთული ურთიერთობის შემთხვევაში აქვთ ბიჭ მოზარდებს ფსიქოლოგიური დისტრესი (მაღალი გაღიზიანებადობა და დეპრესია).
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ მამა არის მაღალი მიმღებლობით და დედა არა, ამ შემთხვევაში ბავშვის კოგნიტური მიღწევები დიდად არ გამოირჩევა, თუმცა თუ დედა არის მიმღებლური და მამა არა ამ შემთხვევაში ბავშვებს ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვთ კოგნიტური კომპეტენციისა. ხოლო ბავშვს იმ შემთხვევაში აქვს მაღალი მიღწევები, თუ მამის მიმღებლობას თან ერთვის დედის მიმღებლობაც. ანუ აქედან გამომდინარე დედის და მამის მიმღებლობა ერთად აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის და მიღწევებისთვის, თუმცა მამის როლი ამ შემთხვევაში მკვეთრად უმათავრესია.(Forehand and Nousiainen-1993).
რა თქმა უნდა დაინტერესდნენ იმითაც თუ რა განსხვავებები შეიძლება იყოს გენდერული თვალსაზრისითაც. აღმოჩნდა, რომ ქალიშვილის თვით–პატივისცემა დამოკიდებულია დედის ფსიქიკურ მხარდაჭერაზე(წახალისება და  საქციელის მოწონება)  და მამის ფიზიკურ მხარდაჭერაზე.(მოფერება, გულში ჩაკვრა).ბიჭების თვით–პატივისცემის ზრდა დამოკიდებული იყო დედის კომპანიონობასთან(გაზიარებული აქტივობები) და მამის მყარ და სტაბილურ კონტაქტთან(მაგ. მასთან ერთად თამაში და გართობა და დაცვა).(Barber and Thomas(1986). ასევე დადგინდა, რომ მამის სიყვარული თავდაჯერებულობის გარანტია გოგონებისთვის, ხოლო ვაჟებისთვის როლური უნარების ჩამოყალიბებისა.(Eisman-1981).
მამის სიყვარული არა მარტო ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისა და ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ფსიქოლოგიური და ქცევითი პრობლემების მოწეესრიგებასაც ემსახურება. აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ მამის, ისევე როგორც დედის როლი გადამწყვეტია ბავშვისთვის.
ბოლოს, კი უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავ მამის ნათელი გავლენისა ბავშვის განვითარებასა და ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე, ბოლომდე ცხადი მაინც არ არის, რა ძირითადი მექანიზმები წარმოშობს ამ გავლენებს. არ არის აგრეთვე დადგენილი რატომ აქვს ასეთი მძაფრი გავლენა მამის სიყვარულს მიღწევებზე და არა დედისას. რატომ არის განსხვავება ბიჭსა და გოგოს შედეგებს შორის. ალბათ ამ კითხვებზე პასუხს მომავალი კვლევები მოგვცემენ, მანამდე კი,ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიცოდეთ, რომ მამის სიყვარული ისევე მკვეთრ  ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჩამოყალიბებაზე, როგორიც დედის და ზოგჯერ უფრო მეტსაც. 



["Father Love and Child Development:
History and Current Evidence"
Ronald P. Rohner]

2 comments:

Unknown said...

საინტერესო იქნება გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების ქცევებზე თუ მოგვაწვდით ინფორმაციას. რა პრობლემები წამოიჭრება ამ პერიოდში, და რაც მთავარია, როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს ამ რთული პერიოდის მაქსიმალურად მარტივად გადალახვაში.

მადლობა

merkviladze.marita@gmail.com said...

დიდი მადლობა თემის მოწოდებისთვის დიანა. დავდებ სტატიას ამის შესახებ ახლო მომავალში.