პოზიტიური ფსიქოლოგია


პირადი გეოგრაფია

ჯვარედინი მიზნების დაწყობის სემინარზე,  Greg Amundson–ი საუბრობს ჩვენი ფიქრებისა და სიტყვების ძალაზე. რასაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვფიქრობთ მკვეთრად ზემოქმედებს ჩვენი ცხოვრების ფორმირებაზე.თუკი ჩვენ ეს ვიცით, არ ნიშნავს, რომ ადვილია ამის გამოყენება. ჩვენთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს ნეგატიური აზრები. რთულია ერთ დღეს გადაწყვიტო და ეს ნეგატიური აზრები უბრალოდ ჩაანაცვლო პოზიტიურით. ეს არის სერიოზული გადაწყობა ჩვენი არსენალისა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ პიროვნების გეოგრაფიული ცვლილება.

გეოგრაფიის დეფინიცია არის ნებისმიერი კომპლექსური ერთობლიობის მოწყობა.  ჩვენი ფიზიკური გეოგრაფია შედგება იმისგან, თუ როგორ ავაწყობთ ჩვენ საკუთარ თავს. ვზივართ თუ ვდგავართ? რას გამოვხატავთ სახით?რა არის ჩვენი ფიზიკური პოზა? რას ვაკეთებთ ჩვენი ხელებით? ვმოძრაობთ თუ არა? როგორ ვათავსებთ ჩვენს სხეულს სივრცეში? სად ვართ ოთახში? რას ვეხებით ან არ ვეხებით? ვისთან ვურთიერთობთ და ვისთან არა ჩვენს გარშემო?

ჩვენი პიროვნების გეოგრაფია არ ცნობიერდება. ეს არის გარეგანი გამოხატულება იმისა, რაც ხდება შიგნით. ეს ყველა ქცევა ხორციელდება ჩვენი ფიქრებისგან დამოუკიდებლად. თუმცა რასაც ჩვენ ასევე ვერ ვაცნობიერებთ არის ის, რომ ამ გარეგნული ცვლილებებით ჩვენ შეგვიძლია ცვლილება შევიტანოთ შიგნით. ანუ ამ შემთხვევაში შინაგანმა კი არ განაპირობოს გარეგნული სახე, არამედ გარეგნულმა წყობამ გამოიწვიოს შინაგანი მდგომარეობა.


სცადეთ ეს სავარჯიშო:


  • დაჯექით, ჩამოყარეთ მხრები, თავი ჩაქინდრეთ, წარბები შეჭმუხნეთ, ზერელედ ისუნთქეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით. დააკვირდით როგორ გრძნობთ თავს? რა ტიპის  ფიქრები მოგაწვათ? ახლა იფიქრე იმ მიზნებზე და ოცნებებზე, რაც შენ გსურს, რომ მიიღო და დააკვირდი როგორ მოახერხებ ამას.
  • ახლა ადექი, გადაშალე მხრები, თავი მაღლა ასწიე, გაიღიმე და ღრმად ისუნთქე. დარჩი ამ პოზიციაში რამდენიმე წუთით. დააკვირდი როგორ გრძნობ თავს? რა ფიქრები მოგივიდა? ახლა იფიქრე იგივე მიზნებსა და ოცნებებზე და დააკვირდი რა განსხვავებაა შეგრძნებებს შორის.
ასე რომ შეცვალეთ ხელოვნურად გარეგნული გეოგრაფია, რათა შეიცვალოს შინაგანი. ეს არის საშუალება ნებისმიერ დროს, როცა ჩვენ თავს ვგრძნობთ დაშვებულად. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ თავს ასე გრძნობთ, მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ გეორგაფიას და შეცვალეთ ის. რაც მეტად გავაკეთებთ ამას და მეტ პრაქტიკას მივიღებთ, მით მეტად გახდება ეს პოზიცია ავტომატური და გაგვხდის წარმატებულებს. 

პირველი ნაბიჯი ამ ძალის გამოყენებისა არის ყურადღების მიქცევა. ორივე შემთხვევაში, როცა თავს ვგრძნობთ კარგად ან ცუდად, შეგვიძლია დავაკვირდეთ ჩვენს ფიზიკურ განლაგებას, თუ როგორ გამოყურება ის. როცა დაკვირვება ხდება შენს მიერ  მუშაობის პროცესში შეიძლება გამოისახოს ორი მდგომარეობა: ერთი შინაგანი, როცა ზონაში ხარ თვითონ და გარეგნული. შენ შეგიძლია სთხოვო ვინმეს დაგეხმაროს, რათა ზუსტად ასახო გეოგრაფიული მდგომარეობა. როდესაც უკვე გვეცოდინება რა გეოგრაფიული მონაცემი რას განსაზღვრავს, შემდეგ ადვილად შეძლებთ მის კონტროლსაც.

როდესაც მენტალურად ვართ მოშვებულები, გამოვიყენოთ გონება ამის შესაცვლელად რთულია. გონების ვარჯიში არ არის მარტივი. ფიზიკური ვარჯიში კი ბევრად უფრო მარტივია. გონება მოქმედებს სხეულზე და სხეული მოქმედებს გონებაზე. გონება და სხეული განუყოფელია–სადაც ერთი მიდის, მეორე მიყვება. ამიტომაც არის, რომ პერსონალურ გეოგრაფიაზე ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანი საკითხია მენტალობისთვის. 



რა არის პოზიტიური ფსიქოლოგია


„ფსიქოლოგია ეს არის არა მხოლოდ სისუსტეებისა და სირთულეების შესწავლა, არამედ ეს არის აგრეთვე მეცნიერება პოზიტიური ხარისხისა, როგორიცაა მედეგობა, უნარიანობა და მიღწევები.“_მარტინ სელიგმანი.

პოზიტური ფსიქოლოგია ეფუძნება რწმენას იმის შესახებ, რომ ადამიანებს უნდათ იმაზე მეტი, ვიდრე ტანჯვის დასასრულია. ადამიანებს სურთ სრულყოფილი და მნიშვნელოვნებით სავსე ცხოვრება. უნდათ თავი მოუყარონ იმას, რაც საუკეთესოა მათ გარშემო. სურთ მიიღონ გამოცდილება სიყვარულში, საქმიანობაში. პოზიტიური ფსიქოლოგიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ვუმკურნალოთ ფსიქოლოგიურ დაზიანებებს, არამედ ავაშენოთ ჯანსაღი  და ძლიერი ფსიქიკა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის საუკეთესო მიღწევებს ცხოვრებაში.
პოზიტიურ ფსიქოლოგიას აქვს სამი ცენტრალური კონცეფცია: პოზიტიური ემოციები, პოზიტიური ინდივიდუალური თვისებები და პოზიტიური ინსტიტუციები. პოზიტიური ემოციების გაგებისას იგულისხმება წარსულის კმაყოფილების, აწმყოს ბედნიერების და მომავლის იმედის  შესწავლა. პოზიტიური ინდივიდუალური თვისებების შესწავლისას ვგულისხმობთ ძლიერებასა და ღირსებებს, როგორებიცაა სიყვარულის და მუშაობის უნარი, სიმამაცე, თანაგრძნობა,  მედეგობა, შემოქმედებითობა, ცოდნისმოყვარეობა, პატიოსნება(პირდაპირობა), საკუთარი თავის შეცნობა, ზომიერება, თვითკონტროლი და კეთილგონიერება. პოზიტიური ინსტიტუციების გაგება მოიცავს იმ ძლიერი მხარეების შესწავლას, რომელიც ხელს უწყობს უკეთესი გაერთიანებების ჩამოყალიბებას.ესენია: პასუხისმგებლობის ქონა, მოქალაქეობრივი ვალდებულებები, მშობლის როლი, სამუშაო ეთიკა, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, მიზნები, ტოლერანტობა, სამართლის განცდა, აღზრდა.
მეცნიერება პოზიტიური ფსიქოლოგიის შესახებ მხარს უჭერს:
  •   ოჯახებს და სკოლებს, რომლებიც ნებას რთავენ ბავშვებს, რომ „გაიფურჩქნონ"
  •   სამუშაო ადგილებს, რომლებიც ხელს უწყობენ მაღალ პროდუქტიულობასა და ადამიანის სამუშაო ხარისხით დაკმაყოფილებას
  • საზოგადოებებს, რომლებიც მომართულია სამოქალაქო საქმიანი შეხვედრების დანიშვნაზე
  • თერაპევტებს, რომლებიც წინა პლანზე ამოწევენ და წრთვნიან კლიენტების (პაციენტების) ძალას
  •  პოზიტიური ფსიქოლოგიის შესწავლას
  •  პოზიტიური ფსიქოლოგიის გავრცელებას ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში


მეცნიერები დღეს უკვე აღარ დაობენ იმაზე, რომ სტრესი და უარყოფითი ემოციები ცუდ გავლენას ახდენს სხეულზე, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.  პოზიტიური ემოციები ეხმარება ადამიანს მოახდინოს სხეულის რელაქსაცია და შეინარჩუნოს თავისი ფსიქოლოგიური  ბალანსი. დადებით განწყობას შეუძლია დროთა განმავლობაში  ხელი შეუწყოს შემოქმედებითი მხარის  განვითარებასა და გაფურჩქვნას.
პოზიტიური აზროვნება  შეისწავლის  ადამიანის უნარს გააცნობიეროს საკუთარი ემოცია და ჯანსაღად თარგმნოს ქცევები და სიტუაციები.  პოზიტიური ფსიქოლოგიის ტექნიკები გვეხმარება ვიპოვნოთ ახალი გზები, რომ განვავითაროთ ტვინის მუშაობა,რაც თავისთავად შეგვიწყობს ხელს ვიყოთ ისეთები, როგორებიც გვინდა , რომ ვიყოთ.
პოზიტიური ფსიქოლოგიის ასპექტების ძიებაში აღმოჩენილია 6 მთავარი ღირსება, რომელიც საჭიროა ჯანსაღი ფსიქიკისთვის: 
     1.  კეთილგონიერება და ცოდნა; 2. გამბედაობა; 3. სიყვარული და ჰუმანურობა; 4.  სამართლიანობა; 5. თავდაჭერილობა; 6. სულიერება (მარტინ სელიგმანი).

სელიგმანმა გამოყო პოზიტიური ფსიქოლოგიის ოთხი ძირითადი მიზანი:
     1.      წინასწარი თადარიგის  ხელშეწყობა  პრობლემასთან შეჯახებამდე
     2.      თერაპიის ტექნიკების და ტრენინგის საშუალებით პიროვნების იდენტობის გაძლიერება და ძლიერი მხარეების მკაფიოდ და სისტემურად აღდგენა
     3. სხვადასხვაგვარი მსხვერპლის როლების შემცირება
     4. ფსიქოლოგიის(ფსიქიკის) გადაყვანა ეგოცენტრულიდან საქველმოქმედოსკენ

რას შეისწავლის პოზიტიური ფსიქოლოგია?
·         გაფურჩქვნა და ელასტიურობა
·         შეაბრუნო სიტუაცია, როგორც განვითარების საშუალება
·         ოპტიმიზმი
·         მნიშვნელოვნება, პერსონალური მიზნები, ღირსება/სათნოება
·         ურთიერთობები
·         შემოქმედებითობა და გენია
·         ალტრუიზმი
·         შენს თავზე მაღლა დგომა (მორალისა და ღირსების მშვენიერება)

აყვავება ან გაფურჩქვნა განიმარტება, როგორც ცხოვრების მნიშვნელობის რეკონსტრუქცია ცხოვრების ყველაზე დესტრუქციული გამოვლინებების საპასუხოდ. გაფურჩქვნა მოიცავს აღდგენას რწმენისა, ენერგიისა, ნდობისა, იმედისა და კავშირისა...ეჭვის, ცინიზმის, შიშის, დაღლილობისა  და შეშლილობის საპირისპიროდ. პოზიტიური ფსიქოლოგია  არის დახმარება, რომ იცხოვრო სრულად და მხიარულად , გაიზარდო ცხოვრების ცვლილებებთან ერთად. პოზიტიური ფსიქოლოგია გვასწავლის როგორ „შევიგრძნოთ ცხოვრება, და არა როგორ ვებრძოლოთ სტრესით სავსე მსოფლიოს“.
პოზიტიური ფსიქოლოგია ედავება ფსიქოანალიზს და მის იდეას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ მიჯაჭვულნი წარსულთან. ანუ სიამოვნების ძიებას ვახდენთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ტკივილი, და რომ პოზიტიური ქმედებებიც კი გარკვეულწილად დაკავშირებულია წარსულის კომპენსირებასთან. პერშალი ამბობს, რომ „ფსიქოლოგია  უშვებს, რომ რაღაც მოხდა არასწორად, ჩვენ დავეცით და ვბრძოლობთ რომ ავდგეთ ფეხზე.“ ეს მოიაზრებს, რომ რაღაც შინაგანი სისუსტეები და მავნე ნარცისიზმი დამალულია ზედაპირის მიღმა. ის ჯერ კიდევ ეყრდნობა ზიგმუნდ ფროიდის იდეას, რომ ჩვენ ვიმართებით „იდი“–ს(ინსტიქტები, აკრძალული სურვილები) მეშვეობით, რომელსაც აკონტროლებს მყიფე „ეგო“.(Pearall, 2003). პათოგენური ფსიქოლოგია უარესს ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად ვართ  ეგოისტური ქმნილებები, ცხოველური ინსტიქტებით  დახუნძლულნი, რომელსაც ძვირფასი საზოგადოებისთვის თავაზიანობის თხელი ფენა აკრავს გარს. პოზიტიური ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ სიამოვნების განცდის ასეთი პრინციპი პათოლოგიურია. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ტკივილის არიდების მიზნით შექმნილი. სიამოვნება და ბედნიერება არის მეტი, ვიდრე ტკივილისგან გაქცევა.

„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ფსიქოლოგიას, როგორც ფართო ცვლილებას ფსიქოლოგიის რაკურსისა, სწავლებიდან „ცხოვრებისეული ტანჯვებისა“, „რა ხდის ცხოვერებას ღირებულს“ სწავლებამდე. ჩვენ არ ვხედავთ პოზიტიურ ფსიქოლოგიას, როგორც ჩანაცვლებას აქამდე მიმდინარე მოვლენებისა ფსიქოლოგიაში, არამედ მის დამატებასა და გაფართოებას. (Seligman, 2002, pp. 266-267).

 პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ–ერთი ასპექტი გახლავთ აღმაფრენა. ეს არის გამოცდილება რაც პროცესს ხდის სასიამოვნოს. მას ხანდახან უწოდებენ „ზონაში ყოფნას“  ან „ექსტაზს“ ან „ესთეტიკურ აღტაცებას“. როდესაც ჩვენ ვართ აღმაფრენაში ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ფსიქიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვართ ბედნიერნი, რადგან რომ განიცადო ბედნიერება, უნდა ფოკუსირდე შინაგანზე, რაც მოადუნებს ყურადღებას იმ ამოცანაზე, რაც ხელში გვიჭირავს. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგი. მაგალითად, კლდეზე მცოცავი. მას დაავიწყდება მოძრაობა, თუკი იგრძნობს ბედნიერებას მოძრაობის მომენტში.

შემდეგი მნიშვნელოვანი იდეა,მდგომარეობს იმაში, რომ ალტრუიზმი ჩვენთვის კარგია. სელიგმანი ფიქრობდა, რომ უბედური ადამიანები უფრო მეტად არიან ალტრუისტები, რადგან მათ მეტად ესმით სხვა უბედური ადამიანების, მაგრამ სელიგმანი გაოცდა, როცა კვლევებმა აჩვენა პირიქით. ანუ ბედნიერი ადამიანების მახასიათებელი გახლდათ ალტრუიზმი და არა უბედურებისა. (2002). ეს ნიშნავს, რომ ალტრუიზმი ეხმარება ადამიანებს იყვნენ ბედნიერნი?ამის შესახებ კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.

„ადამიანები, რომლებიც სწავლობენ შინაგანი გამოცდილების გაკონტროლებას, შეეძლებათ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების ხარისხი.“ (Csikszentmihalyi, 1991, p. 2). სელიგმანი გვირჩევს: „თუ ადამიანს უნდა თავიდან აიცილოს ყოველდღიური გაღიზიანება და დეპრესია, დამოუკიდებელი უნდა გახდეს სოციალური გარემოსგან.“, ამით ის შეცვლის დამოკიდებულებას  საზოგადოების ჯილდოების და დასჯის მიმართ. ჩვენ უნდა დავსახოთ საკუთარი მიზნები და ჯილდოებიც დავაწესოთ თავად. საუკეთესო გზა თავი დააღწიო სოციალურ კონტროლს არის უნარი იპოვნო ჯილდო ყველა ქცევაში, რომელსაც ახორციელებ ყოველდღიურად. ამიტომაც არის „აღმაფრენა“ ასეთი მნიშვნელოვანი. როცა ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვიამოვნებს და რაც იკავებს ჩვენი ყურადღების მაქსიმუმს, ხდება „აღმაფრენა“. აღმაფრენასთან ერთად ჩვენ გვაქვს თვითკონტროლი, რათა არ ჩამოვვარდეთ. რითაც ადამიანები იღებენ სიამოვნებას არ არის საზოგადოების კონტროლის ქვეშ ყოფნა, არამედ ის, რომ ისინი თავად ავარჯიშებენ კონტროლის უნარს რთულ სიტუაციებში.

მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვაკონტროლებთ ჩვენს ბედნიერებას. სელიგმანი წარმოგვიდგენს ბედნიერების კონტროლის ორი სტილის  კრიტერიუმებს: მუდმივობა და გავრცელებულობა. მუდმივობა განსაზღვრავს თუ შენ როგორ მიგაჩნია კონკრეტული სიტუაცია მუდმივია თუ წუთიერი. მაგ–ად „ბოსი ნაგავია“ (მუდმივია). „ბოსი ცუდ ხასიათზეა“ (დროზე დამოკიდებული). გავრცელებულობა  განსაზღვრავს სიტუაცია ზოგადია თუ სპეციფიკური. მაგ–ად: „მე ვერასდროს ვიპოვნი ჩემს გზას“(ზოგადია). „მე დავკარგე გზის მოცემული გასაღები(სპეციფიკური). ადამიანებს შეუძლიათ განიხილონ სიტუაციის მიზეზები სხვადასხვაგვარად. მაგ–ად ოპტიმისტი დადებით ფაქტებს მიაწერს თავის თავს, შინაგან ლოკუს კონტროლს და უარყოფითს გარეგანს, როცა პესიმისტი ამას პირიქით აკეთებს. სელიგმანმა პესიმიზმი და დეპრესია შეადარა და აღნიშნა, რომ დეპრესია ეს არის პესიმიზმი სავსე ფორმით.

პოზიტიური ფსიქოლოგია ამბობს, რომ თუ შენ აღმოაჩენ შენს თავს მდგარს მყუდროდ ცხოვრების ავტოსადგომზე, მცირედი ზედაპირული სიამოვნებით, მინიმალური დაკმაყოფილებითა და მნიშვნელობის არარსებობით, ე.ი. შენ აცდი ცხოვრების მთავარ გზას. ეს გზა ვერ მიგიყვანს  სიამოვნებების და დაკმაყოფილებების  მაქსიმუმთან, არამედ მხოლოდ ქალაქგარეთ, რომელიც განსხვავდება იმ ძლიერი ქალაქისგან, სადაც შეგიძლია მიაღწიო მწვერვალებს, იცოდე ცხოვრების საზრისი და მიზანი.

პოზიტიური ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიის ცალკე მიმდინარეობა ახლო წარსულით თარიღდება. თუმცა მას ღრმა წარსულშიც ჰყოლია ბევრი თანამოაზრე, რომელთა მოსაზრებების ჩამოთვლა ცალკე სტატიას მოითხოვს. ის პარალელებს პოულობს სხვადასხვა თეორიასთან.

როგორც დავინახეთ პოზიტიური ფსიქოლოგია არ განიხილება, როგორც მხოლოდ ბედნიერების შეგრძნების ან მხოლოდ დადებითი ემოციების პოსტულატი. ის სხვადასხვა უნარისა და თვისების გავარჯიშებას და წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს. ასევე დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გარკვეულ ცვლილებებს გვთავაზობს. ის ამბობს, რომ ჯანსაღი ფსიქიკა ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია ხართ თუ არა მზად გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და მიიღოთ მაქსიმუმი ცხოვრების შემოთავაზებებისგან. დაფიქრდით არის თუ არა ყველა ზემოთჩამოთვლილი მახასიათებელი თქვენი ცხოვრების შემადგენლობაში. თუ არა, მაშინ რაღას უცდით, დაიწყეთ ცვლილებები.

Positive Psychology: Making the most of our lives

[Elaine Cook]   November 21, 2004;
[Martin Seligman] 
Authentic Happiness Newsletters.



No comments: