გაყრა


კომუნიკაცია აუცილებელია!




კომუნიკაციის სიმცირე და ნაკლებობა არის გაყრის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი. ქორწინება უფსკრულის ზღვარზეა, როცა კომუნიკაციის ძაფები წყდება. თქვენ ვერ გექნებათ ეფექტური ურთიერთობა, თუ რომელიმე თქვენთაგანი არ განიხილავს თავის გრძნობებს, არ შეუძლია ისაუბროს თავის საკითხებზე ან ზოგად თემებზე პარტნიორთან. თუ რომელიმე მხარე მალავს თავის გრძნობებს, სურვილებს, აზრებს და ელოდება პარტნიორს თავად მიხვდეს ყველაფერს,  მას უბრალოდ შეურაცყოფის დუღილი ახრჩობს და ერთი სული აქვს ყველაფერი პირში მიახალოს პარტნიორს და ბევრ საკითხში დაადანაშაულოს, ამ დროს კი პარტნიორს უბრალოდ აზრადაც არ მოსდის, რომ მისი პარტნიორი ელოდება  მისგან რეაგირებას.

კომუნიკაციის პრობლემამდე მივყავართ გაყრის შემდეგ მიზეზსაც, როცა  წყვილი იშვიათად განიხილავს თავიანთ მოლოდინებს ქორწინებამდე. ნაკლებ მონდომებულნი არიან იშრომონ ქორწინების კეთილყოფისთვის. დიახ, თქვენ არ მოგესმათ იშრომონ, რადგან სიყვარული არ არის საკმარისი ოჯახის არსებობისთვის. მას შექმნამდეც და მის შემდეგაც ძალიან დიდი შრომა  სჭირდება ჯანსაღი არსებობისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემები, რომლებიც იწვევს გაყრას არსებობს ქორწინებამდეც. ეს პრობლემები არის გაუცხოებული და დაიგნორებული, იმ იმედით, რომ  ქორწინება იქნება მისთვის უებარი წამალი.

ნურასდროს დაელოდებით კომუნიკაციის აღსადგენად თქვენს პარტნიორს. რა თქმა უნდა აღდგენის სირთულე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დონეზეა კომუნიკაცია დეფიციტში.თუმცა  ყველაფრის აღდგენაა შესაძლებელი, მთავარი მონდომებაა.თქვენ ყველაფერი გაქვთ ამისთვის. ეს არის ორი მთლიანი, რაც ქმნის ქორწინებას და არა ორი ნახევარი. იმოქმედე, რომ შენმა მთლიანმა იპოვოს კავშირი მეორე მთლიანთან. სხვანაირად თქვენ ვერ ჩაითვლებით ჯანსაღ ოჯახად.

[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]


გაყრა აუცილებელია?!

გაინტერესებთ ადამიანების ცდა რომ შეინარჩუნონ ოჯახები, რატომ არ იღებს შედეგს? რატომ  შორდება ამდენი წყვილი ერთმანეთს?  ისინიც კი, ვინც მიდიან  სიტუაციის გარკვევაზე, რატომ შორდებიან ? ნერვიულობ იმაზე, რომ ეს შეიძლება თქვენც დაგემართოთ?
უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ წყვილთა უმრავლესობა რეაგირებს დაგვიანებულად და ნებდებიან ძალიან ადრე. რა იგულისხმება ამაში: ისინი ნებას აძლევებ პრობლემებს მყარად გაიდგან ფესვები(წლების განმავლობაში!),რაც შემდეგ ხდება უაღრესად რთული, რომ გადაწყდეს. ( არა შეუძლებელი, მხოლოდ ძალიან რთული). შემდეგ, როდესაც ისინი იღებენ პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილებას, იმდენი ტკივლი და გულისწყრომაა დაგროვილი მათ შორის, რომ ისინი ნებდენიან ძალიან სწრაფად. წყვილები ხშირად მიდიან ფსიქოთერაპევტთან  კონსულტირებისთვის და თავიდანვე ამბობენ: „ჩვენ არ ვიცით, თუკი ეს იმუშავებს“.  რას ნიშნავს სიტყვა „ეს“?
აღსანიშნავია, რომ ისინი საუბრობენ საკუთარ  ქორწინებაძე, როგორც რაღაც გარეგანზე, მათგან დამოუკიდებელზე, რისი კონტროლიც მათ არ შეუძლიათ, მაგალითად, როგორც ამინდია. ამ დროს საჭიროა წყვილს შევახსენოთ, რომ „ის“ ზუსტადაც არის „თქვენ ორნი“.  თუკი გსურთ შეინარჩუნოთ ქორწინება, იმუშავეთ „თქვენ ორზე“.
თქვენზეა დამოკიდებული, რომ დაუთმოთ ამას დრო და ენერგია და ეცადოთ წარმატებული ქორწინების უნარების ათვისებას, რასაც ფსიქოთერაპევტი მოგაწვდით.
სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც შენ მაინც რჩები შენ...
რას ნიშნავს ეს?  გაიქცე ახალ ურთიერთობაში, არ გადაწყვეტს შენი პრობლემების 50%–ს, რამაც გაყრამდე მიიყვანა შენი ბოლო ურთიერთობა. ეს იმიტომ, რომ შენ შენი თავი მიგყავს ახალ ურთიერთობაში(წყვილის 50%). დარჩე და იმუშაო შენს თავზე და სხვადასხვა საკითხებზე შენს პარტნიორთან, საშუალებას მოგცემს შენ ისწავლო და ამასთან ერთად განვითარდე, როგორც უკეთესი პიროვნება, ასევე  უკეთესი პარტნიორი.

ბალახი ყოველთვის არ არის ხალასი...

და ბოლოს, როცა სიტუაცია რთულდება და ხდება მტკივნეული, ყოველთვის მარტივია გადაწყვიტო წახვიდე მეორე ნახევრისგან, რომელთანაც გაქვს პრობლემა. თითქოს ყოველთვის გელოდებათ გარეთ ის ადამიანი, რომელიც დაიკავებს მის ადგილს.  გაოცებული ვარ, როგორ შეუძლიათ ადამიანთა უმრავლესობას იფიქრონ, რომ იპოვნიან ვიღაც ახალს და ყველა მათი პრობლემა ამით გადაწყდება. მთავარი ხაზი, რაც ზემოთ აღვნიშნე არის ის, რომ, სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც შენ რჩები მსგავსი შენი თავისა. და საკითხები, რომელიც შენ გქონდა წინა ურთიერთობაში, დიდი შანსია გქონდეთ შემდგომშიც.  გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, როდესაც დაიწყება პაემნების, წინასაქორწინო და  დაქორწინების თავდაპირველი პერიოდები, თქვენ მიიღებთ ბევრ სიახლეს, რაც გამოწვეული იქნება თქვენი წყვილისგან. დიახ, ახალი ადამიანი მღელვანე და მგზნებარე გრძნობებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში  ხელახლა, მხოლოდ  ცოტა ხნით. დაფიქრდით, ნამდვილად ღირს ეს ცხოვრებისეულ გართულებებად?

[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]



   გაყრის  ძირითადი მიზეზები:
  •  კომუნიკაციის ნაკლებობა წყვილებს შორის
  • ღალატი
  •    მიტოვება
  • ქორწინებაში ვალდებულებების სიმცირე
  • დამოკიდებულება(სასმელზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე)
  • ძალადობა (ფიზიკური, სექსუალური, ემოციური)
  •  უუნარობა გადაჭრა კონფლიქტი
  •   ჩარევა მშობლებისგან ან სამართლისგან
  •   განსხვავებული მოლოდინები ქორწინებამდე
  •   განსხვავებული მოლოდინები ბავშვის ყოლასა და აღზრდაზე
  •   სიმწიფის ნაკლებობა
  •  შეუთავსებლობა (ინტელექტუალური, სექსუალური, ემოციური, თვისობრივი, კულტურული)
  •  დაჟინებულად მიეწებო ტრადიციულ როლებს და ნება არ მისცე საკუთარი პერსონის ზრდას
  • გადაყვარება
  • ფსიქიკური აშლილობა
  •  კრიმინალური ქცევა 
[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]

No comments: