ქალებისთვის

რძალ–დედამთილის პოზიტიური ურთიერთობისთვის


წყვილის ურთიერთობაზე ხშირად დიდ გავლენას ახდენს მესამე პირის ჩართვა. მითუმეტეს თუ ეს ავტორიტეტული მშობელია. თუმცა არსებობს სხვადასხვა საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთობები ჯანსაღად შევინარჩუნოთ პარტნიორთანაც და მის მშობლებთანაც. აქ წარმოდგენილია რამდენიმე სიტუაცია და მაგალითი რძალ–დედამთილის ურთიერთობისთვის. თუმცა თქვენ ნათლად დაინახავთ, რომ იგივე საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ მამამთილთან, სიმამრთან თუ სიდედრთან ურთიერთობისას. 

1. მოიხსენით დაძაბულობა – ფიქრეთ მასზე, რომ ის არის ჩვეულებრივი ნაცნობი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა შეიძლება არის თბილი, ნუ დაუძახებთ მას დედას (მამას). ის არ არის თქვენი  მშობელი და ეს გარკვეულწილად გულწრფელ ურთიერთობას დაგაცილებთ. უწოდეთ მას თავისი სახელი. ამით თქვენ მის პიროვნებას სცემთ პატივს და არა მის სტატუსს.

2. გაერკვიეთ ძირითად პრობლემაში – მრავალი ფაქტორია იმისა, თუ რატომ უჭირთ დედამთილებს მისი შვილის ახალი, საყვარელი ადამიანის მიღება. ეს შეიძლება იმიტომ ხდებოდეს, რომ ის ნაკლებად მნიშვნელოვნად გრძნობს თავისი შვილისთვის თავს. ან იქნებ ჯერ ვერ აღიქვამს საკუთარ შვილს პარტნიოთან ერთად. ან შეიძლება სრულიად განსხვავებული ღირებულებების და აღქმების მქონე  პიროვნებაა თქვენგან. მიზეზების გაგება, თუ რატომ გაქვთ დაძაბული ურთიერთობა, გაგიიოლებთ მასთან კავშირს. 

3. გააკეთეთ ფიზიკური დისტანცია – ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაიკარგოთ. არა, უბრალოდ ნუ წახვალთ ყველა ოჯახურ შეკრებაზე. მისაღებია, რომ თქვენი მეუღლე ხანდახან მარტო წავიდეს, თქვენს გარეშე. მხოლოდ იშვიათად. ეს გარკვეულწილად კომფორტულია თქვენი დედამთილისთვის, რადგან მას ექნება თავის შვილთან კონტაქტის მეტი შესაძლებლობა. მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხოთ, რომ არ გამოიწვიოთ მეუღლის უკმაყოფილება. 

4. ზოგჯერ სჯობს მოერიდოთ – თუ თქვენი დედამთილი გაკრიტიკებთ, საუბრობს თქვენს ზურგს უკან და სხვანაირად მიაქვს თქვენი ნათქვამი სხვებისთვის, მაშინ სჯობს მოერიდოთ. ნაკლებად ისაუბრეთ მასთან თქვენი ცხოვრების სიღრმეებზე. 

5. ნუ დაიგროვებთ ემოციებს – თუკი რაიმე საკითხი გაღიზიანებთ, გამოთქვით ის კორექტულად და გულწრფელად. არ არის აუცილებელი ტკბილი ენით ან გაღიზიანებულმა ისაუბროთ. შეარჩიეთ საშუალო ტონი და გაუზიარეთ თქვენი აზრები და გრძნობები თქვენს დედამთილს. ისაუბრეთ რაციონალურად. 

6. განიარაღდით დანაშაულის გრძნობისგან – თუ თქვენი დედამთილი გაგრძნობინებთ თავს დამნაშავედ და ამით მანიპულირებს, შეეკითხეთ მას: „შენ გინდა თავი დამნაშავედ ვიგრძნო, ასეა? – შეძლება მან უარყოს ეს, მაგრამ შეამცირებს ამის გაკეთებას. 

7. განსაზღვრეთ საზღვრები – საზღვრების არსებობა საჭიროა როგორც პარტნიორულ, ისე დედამთილ–რძლის ურთიერთობაშიც. ნებისმიერი ქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც გიქმნით თქვენში შემოჭრის გრძნობას არღვევს პიროვნულ საზღვრებს. მაგალითად: თუ თქვენ აფასებთ ვიზიტის წინასწარ შეთანხმებას, მაშინ დაუგეგმავი ვიზიტი შეგიქმნით სწორედ ასეთ გრძნობას. ურთიერთობა, რომელიც ასეთ გრძნობას ქმნის არ არის ჯანსაღი. თუ თქვენი დედამთილი გესტუმრათ მაშინ, როდესაც თქვენ ორნი აპირებდით სავახშმოდ გასვლას, ეს შექმნის დისკომფორტს, რადგან სტუმარი შემოიჭრა თქვენს საზღვრებში არასასურელ დროს. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „მიხარია შენი ნახვა. მე უბრალოდ ვისურვები წინასწარ დაგერეკა, რადგან ჩვენ ვაპირებდით სავახშმოდ გასვლას და რომ გვცოდნოდა მოდიოდი, სახლში დავგეგმავდით ვახშამს.“ – ასეთი ფორმულირება არ გამოიწვევს დაძაბულობას, თუმცა შემდეგში მას ეცოდინება, რომ წინასწარ დარეკვა საჭიროა. 

8. გაახმოვანეთ თქვენი საზღვრები – თუ არაფერს იტყვით, დედამთილი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, რა გაღიზიანებთ თქვენ. პირველ რიგში გაანდეთ ეს თქვენს მეუღლეს, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყოს.  მხოლოდ ემოციების გარეშე. შემდეგ კი დედამთილისთვისაც გახადეთ ნათელი. თუ თქვენი დედამთილი გექცევათ, როგორც პატარა ბავშვს და ეს არ გსიამოვნებთ. მაგრამ მიუხედავად ამისა  მთელი ცხოვრება ჩუმად ხართ, შეიძლება სერიოზულად არც აღიქვან თქვენი განცხადება და გარკვეული გაოცება გამოიწვიოს თქვენმა „ალაპარაკებამ“. მაგრამ შეინარჩუნეთ პოზიცია და დააფიქსირეთ თქვენი სურვილები.

9. გაამყარეთ თქვენი საზღვრები – ზემოთ აღწერილის შესრულების შემდეგ თქვენი „ვალია“ გაამყაროთ ეს საზღვრები. თუ თქვენი სიტყვები არ იმოქმედებს და უყურადღებოდ დარჩება, შეგიძლიათ გამოიყენოთ წერილობითი სახეც. მაგ–ად: თუ ის იქექება თქვენს ჩანთაში, ჩადოთ წერილი ჩანთაში „გთხოვ შემდეგში მკითხე და ისე  გახსენი ჩემი ჩანთა. ეს ჩემი ჩანთაა“. 

გარდა იმ ურთიერთობისა, რაც თქვენ პირადად გაქვთ თქვენს დედამთილთან, არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი მეუღლე, როგორც მხარდამჭერი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან აუცილებლად რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს. ნუ ჩააყენებთ მას ასეთ მდგომარეობაში. აქ საუბარია იმაზე, რომ გაუზიაროთ მას სიტუაცია. 

1. გამოხატერთ თქვენი გრძნობები – თქვენს ქმართან. შეატყობინეთ თქვენს ქმარს თუ ხართ გულნატკენი. ნუ გააკრიტიკებთ დედამთილს, გახსოვდეთ ის მისი დედაა. უბრალოდ გააკეთეთ მსგავსი განცხადება – „დედაშენი ალბათ ვერ ხვდება, რას აკეთებს ამით, მაგრამ მე ეს გულს მტკენს. მე ძალიან დავაფასებ, თუ შენ დაელაპარაკები და აუხსნი მას ამას“. 

2.მიიღეთ პარტნიორის მხარდაჭერა – თუ თქვენ გრძნობთ პარტნიორის მხარდაჭერას, ურთიერთობა დედამთილთან უფრო მარტივდება. თუ ორივე წყვილი გაიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი აზროვნება და ნუკლეალურ (ბიოლოგიურ) ოჯახთან გარკვეული გამოცალკევება, მაშინ პრობლემები საგრძნობლად შემცირდება. თქვენ როგორც წყვილმა უნდა შეძლოთ საზღვრების დაცვა. (ემოციური, გადაწყვეტილებების, დამოუკიდებლობის, ოჯახის მართვის, ფინანსური, არჩევანის და სხვა).

3. საკუთარი ოჯახის მართვის დამოუკიდებლობა – გააცნობიერეთ ორივე წყვილმა, რომ თქვენ დამოუკიდებლები ხართ თქვენი წინარე ოჯახებიდან და აიღეთ  მართვის „სადავეები“ თქვენს ახალ, საკუთარ ოჯახში.  თუ ეს უკვე გაცნობიერებული გაქვთ, დაეხმარეთ თქვენს წყვილს გაიაზროს ეს თავადაც. თუ თქვენ წარუძღვებით პირად საკითხებს, მაშინ თავიდან აიცილებთ თქვენს საზღვრებში სხვა ადამიანების შემოჭრას. ეს კი საგრძნობლად შეამცირებს კონფლიქტებს და დაძაბულობას. 



რა სურს მამაკაცს? 

რა სურს ქალს? – ეს კითხვა გვესმის ძალიან ხშირად.   ალბათ იმიტომ, რომ ქალი სტერეოტიპულად მეტად იდუმალ არსებად არის მიჩნეული. თუმცა საინტერესოა გავიგოთ რა სურს მამაკაცს და რამდენად შეუძლია ქალს მისი სურვილების შესრულება. განვიხილოთ რამდენიმე საკითხი, თუ რა სურს  მამაკაცს:

·  ალალი ურთიერთობა უპირველესი პრიორიტეტია მამაკაცისთვის.  მას სურს პირდაპირი და გაბედული კომუნიკაცია, ყოველგვარი საიდუმლოებების გარეშე. მამაკაცს არ სურთ ქალის სურვილები მინიშნებებით წაიკითხოს.  ასევე მამაკაცს სურს ისეთ ქალთან ურთიერთობა, რომელიც არის ნაკლებ კრიტიკული მის მიმართ და აფასებს მის დადებით მხარეებს.
·  მამაკაცს სურს, რომ იყოს სასურველი  და საჭირო პარტნიორი, რომელსაც ქალი დაეყრდნობა და მიენდობა, თუმცა ამასთანავე უნდა რომ ქალმა შეინარჩუნოს თავისი იდენტურობა. მამაკაცს უნდა ისეთი ქალი, რომელიც არის აქტიური და დამოუკიდებელი, რომელსაც ჰყავს თავისი საკუთარი მეგობრები და აქვს  საკუთარი ინტერესები.
·  მამაკაცს სურს ერთგული და თავდადებული პარტნიორი. ერთგულება აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ურთიერთობისთვის.
·  მამაკაცს სურს ურთიერთობის პრობლემებზე ვალდებულება ორივე პარტნიორს  ეკისრებოდეს. ისეთი პარტნიორი სურს გვერდით, ვინც ხედავს თავის ვალდებულებებს ურთიერთობაში, ფლობს თავის მოვალეობებს და მუშაობს მისი განვითარებისთვის. ის უნდა იყოს ემოციურად სტაბილური.  მამაკაცს  სურს ურთიერთობა იმდენად სწრაფად, რამდენადაც მზად არიან ამისთვის.
·  მამაკაცს უნდა ქალი, რომელსაც შეუძლია იუმორით შეხედოს და ძლიერად შეხვდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს. მამაკაცს სჭირდება ქალი, რომელიც ანვითარებს თავის პიროვნებას და ვინც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ემოციებზე.
·  მამაკაცს სჭირდება ქალი, რომელიც დაფასებს მას, პატივს სცემს და ეყვარება ის. თუმცა არცერთ მამაკაცს არ სურს ამ ყველაფერს ქალი აკეთებდეს საკუთარი თავის დამცირების თანხლებით.

·  მამაკაცს სურს ისეთი ქალი, რომლიც მოტივაციას აძლევს მას კარიერის შექმნაში. როდესაც ქალს სჯერა მამაკაცის წარმატების და წინსვლის, მამაკაცის მოტივაცია –  მიაღწიოს დასახულ მიზნებს – ძლიერდება. ეს მას ეხმარება დარჩეს ორიენტირებული; მითუმეტეს რომ ეს მიზანი ემსახურება ოჯახის უზრუნველყოფასა და კეთილდღეობას.
·  მამაკაცს სურს ქალი, რომელსაც ეყვარება სიახლეები და თავგადასავლები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სასიამოვნოა რუტინა, ის მაინც იძლევა  მოწყენის საშუალებას. მშვენიერია ისეთი პარტნიორი, რომელიც შეძლებს მამაკაცისთვის ახალი სამყაროების გახსნას.
·  ასევე მნიშვნელოვანია  მამაკაცისთვის მისი პარტნიორის დამოკიდებულება მისი მეგობრებისადმი. ყველა მამაკაცს სურს ქალმა მიიღოს მისი მეგობრები და კარგი ურთიეთობა ჩამოაყალიბოს მათთან.  ეს დიდი გამარჯვებაა მამაკაცისთვის.
·  მამაკაცს სურს ისეთი ქალი, რომლისგანაც იგრძნობს მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში. 
·  მამაკაცს სურს, რომ მისი პარტნიორი კარგად გამოიყურებოდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სუპერმოდელს უნდა ჰგავდეს. ერთადერთი, რაც მამაკაცს სურს იცოდეს, არის ის, რომ ქალი ძალ–ღონეს არ იშურებს შეინარჩუნოს თავისი მომხიბვლელობა და ამას ის მისთვის აკეთებს.
·  მამაკაცს სურს რომანტიკა და ფლირტი დაოჯახების შემდეგაც. არ აქვს მნიშვნელობა როდის და რაში გამოიხატება ეს. თუნდაც ავიღოთ მაგალითი: როცა ის მიდის მარკეტში და ქალიც მოისურვებს მასთან ერთად წასვლას, თუნდაც იმიტომ, რომ მასთან ერთად გაისეირნოს.  ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ეს კი მსუბუქი და არც ისეთი მსუყე მაგალითია.  

კიდევ ბევრი რამ არის აღსანიშნავი, რაც შეიძლება სურდეს მამაკაცს, მაგ
რამ ამ სტატიაში ამით შემოვიფარგლოთ.



·  Lauren Otis 
·  Jim Burns HomeWord



3 comments:

Unknown said...

ქალბატონებს რჩევები არ სჭირდებათ. მათ ისედაც ყველაფერი იციან? :)

merkviladze.marita@gmail.com said...

გიორგი, რა თქმა უნდა სჭირდებათ :) ახლო მომავალში დავამატებ სტატიებს :)

Anonymous said...

ველოდები რჩევებს...