ფსიქოთერაპია





წყვილთა თერაპია                                                 


რა უნდა გააკეთოს წყვილმა როდესაც მიდის წყვილის თერაპიაზე და რა დამოკიდებულება უნდა ქონდეთ მათ თერაპიის მიმართ, როცა მათ არანაირი გამოცდილება არ აქვთ მანამდე? უამრავ მტკივნეულ ისტორიებში, ფსიქოლოგები ხსნიან, რა პოზიტიური ცვლილებები შეიძლება მოიტანოს თერაპიამ, იმ წყვილებისთვისაც კი, რომლებიც მოქცეულნი არიან უიმედო ჩიხში. ისინი აღწერენ ორ ყველაზე გავრცელებულ პრობლემა– ნიმუშს:  ერთმანეთისგან განსვლას და კრიტიკული საკითხების გადაწყვეტის თავის არიდებას, ან ჩართულობა განმეორებით კონფლიქტებში, რომელიც თითოეულ  მხარეს ტოვებს გულნატკენსა და გაბრაზებულს.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილთა თერაპია წყვილებს გამოსავალს სთავაზობს,  ბევრი წყვილი (ან ერთი პარტნიორი) ხშირად წინააღმდეგია  ან ეშინია პროფესიონალური დახმარების. წყვილთა თერაპია: შესავალში შესაძლებელია ამ შიშებისა და უნდობლობის მოხსნა, რომელიც ჩამოყალიბებულია გარე ხედვიდან და ამის შემდეგ უკვე იქნას შეთავაზებული რეალობაზე დაფუძნებული წახალისება, თუ რა ცვლილებებია შესაძლებელი ურთიერთობაში. 
  
რა თქმა უნდა ფსონები მაღალია და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული უამრავ საკითხში: ფული, როდის იყოლიოთ ბავშვები, სად იცხოვროთ, ინტიმურობა და სექსი, როგორ მოვიქცეთ კანონის მიხედვით, როგორ მოვეპყრათ ბავშვებს, როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო, ფეხბურთს ვუყუროთ ტელევიზორში თუ სადილად დავპატიჟოთ მეგობრები, იქნებ დიდ დროს ვატარებთ გარეთ, ან ცოტა დროს ვატარებთ ერთად? ამ უსასრულოდ მისაღებ გადაწყვეტილებებს გამოყავს წყვილი როგორც გუნდი. ეს გადაწყვეტილებები რაოდენობრივად  ხშირია და ამასთანავე ისინი განსხვავდებიან ხარისხობრივადაც.

სამსახურში თქვენ ზუსტად იცით ვის აქვს ძალაუფლება და რა არის მოსალოდნელი როლები. სახლში, ამას სჭირდება მოლაპარაკება. ასე რომ, ოჯახებში, სადაც საკითხი დგება გადასაწყვეტი, ჩნდება კითხვები: რა ძალაუფლება მაქვს მე? რამდენად მისმენენ მე? ან ვუყვარვარ მას? მართლა ზრუნავს ის ჩემზე?  ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტია ემოცია ჩართული, მით უფრო რთულდება ერთობლივი დიალოგის წარმოების უნარი.
ასევე ყურადსაღებია უნარების განვითარება, რათა სწორად წარმართოთ ოჯახი და ურთიერთობა.  ამას აუცილებლად სჭირდება მონდომება. მაგალითად, შეიძლება ადამიანი თამაშობდეს ტენისს ყოველდღიურად, მაგრამ მისთვის სულერთი იყოს ტექნიკის დახვეწა. ხოლო მეორესთვის თამაშის მიზანი სწორედ ეს იყოს.  რა თქმა უნდა პირველის უნარები ამ მხრივ ვერ განვითარდება. ასე, რომ სურვილი აუცილებელია წინსვლისა და უნარების განვითარებისთვის.

იცხოვროთ ერთად, როგორც წყვილმა, ნიშნავს ბრწყინვალე უნართა კრებულს – უნარს კონფლიქტების მოგვარებისა,  დიალოგის და ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის უნარს, განტვირთვისა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარს,  და ასევე ემოციური თვითრეგულაციის უნარს.  ასე რომ ნაცვლად აღელვებისა და გაბრაზებისა , ადამიანებს ძალუძთ შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამოიყენონ თავიანთი უნარები მშვიდად, რომ მოაწესრიგონ ურთულესი საკითხებიც კი დამოუკიდებლად. თუმცა ამ უნარებს სჭირდება გაცნობიერება, დასწავლა და წრთვნა, რაც თერაპიის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ. 

თქვენ ალბათ გინახავთ 80 წლის მოხუცი წყვილი, რომლებიც ცეკვავენ  წვეულებაზე და ისევ შეყვარებულებივით გამოყურებიან . ეს ადამიანები გეტყვიან შენ, რომ ისინი არ ყოფილან სიგიჟემდე შეყვარებულნი ერთმანეთში ყოველდღიურად 60 წლის განმავლობაში. მეტიც, ხშირად ყოფილა მომენტები, როცა მათ უნდოდათ ფანჯრიდან მოესროლათ თავიანთი პარტნიორი! ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ ის 80 წლის ლამაზი წყვილი;  ჩვენ ყველას გვინდა ხალხმა თქვას:  „შეხედეთ მათ,  აი ასეთი ქორწინება მსურს მე“. ეს წყვილი კი გეტყვის შენ, რომ ამისათვის საჭიროა მინიმუმ ორი რამ: ვალდებულება და სურვილი იმუშაო ამაზე.

კვლევებმა ცხადყო, რომ უბედური ოჯახების 86%, რომლებიც ინარჩუნებენ ოჯახს და მუშაობენ მათი ქორწინების აღორძინებაზე ხდებიან უფრო ბედნიერნი თავიანთ ქორწინებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მოხარულები არიან, რომ ჩადეს თავიანთი ენერგია ამ საქმეში და ამაყობენ კიდევაც შედეგით.  მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ როცა წყვილები ნებდებიან ქორწინების პრობლემებს და ხდება გაყრა, მათი ფინანსური რესურსები იყოფა შუაზე, რაც სერიოზული დანაკარგია! კვლევამ  ასევე აჩვენა, რომ განქორწინებული წყვილების შვილებს აქვთ  დაბალი თვითშეფასება და შეიძლება პრობლემები შეექმნათ პირად ურთიერთობებში. და იცოდით, რომ განქორწინებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს? ეს არის ჯერ–ჯერობით ის ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა და  რაზეც შეგიძლიათ დაფიქრდეთ, სანამ განქორწინებას გადაწყვეტდეთ. 



No comments: