ღალატი



ღალატი _იქნებ უკეთესიცაა?


წარმოუდგენელია, მაგრამ საინტერესო, რომ ღალატის შემდეგ ქორწინების არა თუ გადარჩენაა შესაძლებელი, არამედ მეტი სარგებლის მიღება ამ საკითხზე მუშაობის შემდეგ. მე არ მინდა ხელი დავაფარო იმ ტკივილსა და იმედგაცრუებას, რაც ღალატს შეუძლია მოიტანოს. და ეს ხდება ბევრი ოჯახის შემთხვევაში, ფაქტობრივად ქორწინებების 50% ასახავს ღალატის პრობლემას. მაგრამ თუ წყვილი გადაწყვეტს, რომ დარჩეს ერთად და იმუშაონ ერთად ამ საკითხის მოწესრიგებაზე, გამოიკვლევენ რა იყო მათ ურთიერთობაში მტკივნეული და შეასწორებენ ამას, ეს წაიყვანს მათ უფრო ძლიერი და უფრო ბედნიერი ოჯახის მშენებლობისკენ. თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ხართ მსგავს სიტუაციაში და არ იცით რა გააკეთოთ, მე გირჩევთ მიყვეთ შემდეგ ექვს ნაბიჯს, რომ შეინარჩუნოთ ქორწინება.

      1. გაიგო ეს, როგორც ერთმანეთის ემოციური საჭიროებების შეუთანხმებლობა.  კვლევამ ცხადყო, რომ ღალატის 95% გამოწვეულია ერთი ან ორივე მხარის შეგრძნებით თითქოს ისინი არ არიან გაგებულნი, დაფასებულნი ან არ უყვართ. ეს არ ეხება უშუალოდ სექსს. რომანი ეს არის გრძნობების კავშირი, ემოციური კვანძების თანხვედრის საკითხი. ერთმა ან ორივემ  უნდა შეწყვიტოს ამ კავშირის გარეთ ძიება და დაეყრდნონ ერთმანეთს.
    2. უნდა შეწყვიტო ღალატი, რომ წინსვლა ჰქონდეს ქორწინებას. წყვილი, რომელსაც აქვს ჩადენილი ღალატი, უნდა შეაჩეროს ნებისმიერი ქმედება, რაც აკავშირებს გარე პერსონასთან. ეს მოიცავს: პირისპირ შეხვედრებს, ელ–ფოსტის გაგზავნას, ტელეფონით კავშირს,ფეისბუკს, ჩეთს ან ნებისმიერი სხვა სახის კავშირს. შენ შეგიძლია წინ წახვიდე ქორწინების გადარჩენის საკითხში, თუ ყველანაირ კავშირს გარე პარტნიორთან მთლიანად დატოვებ წარსულში.
   3. ორივემ უნდა აიღოთ გარკვეული პასუხისმგებლობები. ეს არის რთული ადამიანებისთვის. მაგრამ ორივემ უნდა გაიაზროს, რომ ისინი ორივენი პასუხისმგებელნი არიან შექმნილ სიტუაციაზე. მინდა აღვნიშნო მათთვის, ვისაც ჯერ  არ გქონიათ მსგავსი შედეგი, რასაც ქვია ღალატი. მინდა გავიმეორო, ყველა ქორწინებას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები დაუცველია ღალატისგან. აიღო რაიმე პასუხისმგებლობა შენს თავზე, ეს ძალიან ძნელია დაზარალებული მხარისთვის, თუმცა ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წინ იაროთ. მართალია ერთ–ერთმა თქვენთაგანმა გადააბიჯა ხაზს, იმ მიზეზით, რომ ორივე გამოთიშული იყავით კავშირს და არ უთანხმებდით ერთმანეთს მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. ამიტომაც თქვენი ქორწინება გახდა დაუცველი. პასუხისმგებლობა კი ორივეს გეკისრებათ. 
   4. მიეცი გულნატკენ მხარეს დაწყნარების საშუალება. დაზარალებულ მხარეს სჭირდება დრო აღსადგენად. მან განიცადა ტკივილი და იმედგაცრუება, რაც ღალატმა გამოიწვია და პარტნიორი, რომელიც მონაწილეობდა ამ რომანში, უნდა იყოს  გამგები იმისა, რომ მისცეს პარტნიორს დრო ძალების აღსადგენად. ნდობა უნდა დაბრუნდეს. საჭიროა აზარალებული მხარის მიზანი  იყოს პატიების უნარი.
      5. გააანალიზო, რომ შენი ქორწინება აღარ იქნება ისეთივე, როგორიც იყო ადრე.  მაგრამ ეს კარგია, რადგან შენ გაქვს შესაძლებლობა გახადო ის უფრო უკეთესი, ვიდრე იყო ადრე. თქვენ გჭირდებათ ამ საკითხებზე ერთად მუშაობა, რომ შექმნათ ახალი და უკეთესი ქორწინება და მომავალი. როგორც მე ადრე ვთქვი, არსებობს ბევრი ოჯახი, რომელიც უფრო მყარი ხდება ღალატის შემდგომ, რადგან წყვილები აცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს და ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია შეინარჩუნონ კავშირი, დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და გაძლიერდნენ ერთად.
      6. შეისწავლე ურთიერთობის უნარები, რომ ააშენო ახალი, ჯანსაღი და ძლიერი ქორწინება. იყო წარმატებული ქორწინებაში არის დასწავლადი და მოითხოვს ერთ რამეს, ჩვენს ინტერესსა და მონდომებას ამ მიმართულებით. თუ თქვენ გსურთ იყოთ წარმატებული საქმიანობაში, ითვისებთ სხვადასხვა უნარებს, თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ ოჯახს გარე ურთიერთობებში ძალ–ღონეს არ იშურებთ, ეძებთ და არჩევთ ყველაზე საუკეთესო გზებს, რომ იურთიერთობოთ საზოგადოებასთან. რატომ გავიწყდებათ, რომ პარტნიორთან ურთიერთობა არანაკლებ შრომას მოითხოვს? დაფიქრდით ამაზე. თქვენ გაქვს ამის უნარი, რომ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თუკი შენ ხარ მსგავს სიტუაციაში, მთავარია დასვა კითხვა, ხართ ორივე მზად გადადგათ ეს ნაბიჯები? თუ ასეა, არის იმედები ოჯახის შენარჩუნების. დავამატებ, თუ თქვენ გყავთ შვილები, ვფიქრობ ორივე იპოვით ძალას თქვენს გულებში, რომ ასე მოიქცეთ.
მაგრამ კითხვაზე „ირღვევა ოჯახი ღალატის შემდეგ?“– პასუხი არის ცალსახად არა. აბსოლიტურად არა. ქორწინება ღალატის მერეც შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი ორივე მიაღწევთ პატიების შეთანხმებას, მიიღებთ საჭირო განათლებას და იმუშავებთ თქვენი ოჯახის მშენებლობისთვის. ფაქტიურად, მეტიც. ეს იქნება  უკეთესის შესაძლებლობა.

[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]




6 comments:

Anonymous said...

galatis shemdeg kvelaperis tavidan dackeba arc ise advilia,magram shesadzlebeli,upro metic,chems shemtxvevashi kvelaperi tavidan daicko,titkos tavidan shegvikvarda ertmneti,radgan galatze mtkivneuli imis gapikrebaa rom arpatiebit sakvarel adamians samudamod dakargav.

merkviladze.marita@gmail.com said...

ძალიან დიდი მადლობა Abigail თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. ძალიან სასიამოვნოა :)

Anonymous said...

ჩვენ შემთხვევაში დადგა დრო როცა ორივემ ერთად ვაღიარეთ "შეცდომები".თითქოს ყველაფერი კარგად წავიდა მის მერე,მაგრამ ნდობა ისე ვერ აღვადგინეთ,როგორც საჭიროა.ამ აღიარებაში და პატიებაში იყო კარგიც და ცუდი შედეგებიც.ბევრია დამოკიდებული წყვილის ასაკზე,ვფიქრობ.მთავარი კი სიყვარულია

ninia said...

ღალატს რომ იგებ თითქოს ცხოვრება ჩერდება და კვდები.მერწმუნეთ საშინელი გრძნობაა მაგრამ როცა გიყვარს არ გინდა მისი დაკარგვა და პატიობ. ასეთ სიტუაციაში ვარ,ვებრძვი ჩემ თავს ამოვიგდო თავიდან ფაქტები და ვაპატიო რადგან მისი დაკარგვით მართლამოვკვდები

Anastasia said...

ჩემი აზრით ღალატი არსებობს იქ სადაც გრძნობებია და არა მხოლოდ იქ სადაც ქორწინებაა ან სხვა სოციალური პასუხისმგებლობები, იმის თქმა მინდა რომ შეიძლება ცოლთან ან ქმართან ურთიერთობით ღალატობდე იმ ადამიანს ვის მიმართაც სინამდვილეში გაქვს გრძნობები და არა პირიქით, ამიტომ ერთგავრი პანიკა ქორწინების შესანარჩუნებლად ჩემი აზრით მცდარია.

Anonymous said...

ჩემი აზრით პატიება შეიძლება და თუნდაც ახალი ცხოვრების დაწყება მაგრამ ნამდვილად დარწმუნებულები უნდა იყოთ რომ აღარ განმეორდება ..... სჯობს აპატიო ვიდრე მოკვდე