ოჯახის ფსიქოლოგია

ჯანსაღი ქორწინების 9 ფსიქოლოგიური საიდუმლო 

(„ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ კვლევები)



1. ემოციური გამოყოფა საწყისი ოჯახიდან
აქ იგულისხმება ის ოჯახები, რომლებშიც წყვილი გაიზარდა. ეს არ გულისხმობს მათგან სრულ მოწყვეტას, არამედ საკმარისად იმდენად, რომ ადამიანი იდენტურად დამოუკიდებელი გახდეს მშობლებისგან და დედმამიშვილებისაგან.

2. ინტიმურობისა და საერთო იდენტობის შექმნაანუ როცა არსებობს სიტყვა „ჩვენ“. როდესაც არსებობს საერთო მიზნები, მოლოდინები, ემოციები. თუმცა აქაც საჭიროა საზღვრების დაჭერა, რომ დაცული იყოს ერთმანეთის აუტონომიურობა. არ შეიჭრათ ერთმანეთის პირად სივრცეებსა და პირად კომპეტენტურობაში. აქ იგულისხმება ასევე ფუნქციების და როლების გადანაწილების გაცნობიერება.

3. მდიდარი და სასიამოვნო სექსუალური ურთიერთობა
ეს ვალდებულებად არ უნდა იქცეს. საჭიროა რუტინის მოხსნაზე ზრუნვა. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა მოხდეს მისი დაცვა სამუშაო და საოჯახო ვალდებულებებისგან.

4. წყვილებისთვის, ვისაც ჰყავს შვილები, გადანაწილებული აღმზრდელობითი და მშობლის სხვა ფუნქციები
იმუშაო იმაზე, თუ როგორ შეინახო შვილის საიდუმლოებები და დაიცვა მისი უფლებები.  ძალიან დადებითად მოქმედებს ოჯახური თავყრილობები, ქალაქგარეთ გასვლა ერთად, ან რაიმე სახის აქტივობები.

5. ცხოვრების გარდაუვალი კრიზისების დაძლევა
ეს შეიძლება იყოს შვილის შეძენა, ახალი სახლის ყიდვა, შვილის დაქორწინება და ა.შ.

6. ოჯახური კავშირების შენარჩუნება. ოჯახი არის თავშესაფარი, სადაც პარტნიორს და შვილებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი განსხვავებები, რისხვა და ემოციები.

7. იუმორი და სიცილი
ეს იმისათვის, რომ შეხედოთ საკითხებს ოპტიმისტურად და პერსპექტიულად. ამით აიცილოთ მოწყენილობა და იზოლაცია.

8. დააკმაყოფილო თითოეული პარტნიორის დამოუკიდებლობის მოთხოვნილება გამოკვებოთ, აღზარდოთ და კომფორტი შეუქმნათ ერთმანეთს, შესთავაზოთ ულევი წახალისება, გამხნევება და მხარდაჭერა.

9. იდიალიზებულად უცქირო სიყვარულს
შეინარუნოთ და იცხოვროთ რომანტიული შტრიხებით, და ამასთან შეინარჩუნოთ ყოველდღიურობის მიმართ სიფხიზლე.


როლების და ფუნქციების გადანაწილება ოჯახში

ჯანსაღ ოჯახში როლები მკაფიოდ არის გადანაწილებული. ოჯახის თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის  თავისი როლი და პასუხისმგებლობა. ჯანსაღ ოჯახში გამოკვეთილია ვინ ასრულებს ფიზიკური რესურსების(კვება, ტანსაცმელი, სახლის საჭიროებები), დისციპლინის, მხარდაჭერის, აღზრდის, მზრუნველობის, გარემო მოწყობილობების მოწესრიგების, ფინანსური უზრუნველყოფის, ემოციური განვითარების, სულიერი სფეროს განვითარების და სხვა როლებს.  პრობლემურ ოჯახში ხშირად როლების გაურკვეველი გადანაწილება იწვევს გაუგებრობებს და კონფლიქტებს, რადგან ოჯახის წევრებმა არ იციან თუ რას ელიან მათგან. როლების ზუსტი გადანაწილება კი ახდენს ოჯახის ჯანსაღ ფუნქციონირებას, რადგან მოლოდინები ზუსტია და ყველა წევრმა იცის, თუ რას ელიან მისგან ოჯახის სხვა წევრები.

ჯანსაღ ოჯახში ყველა წევრი ასრულებს გარკვეულ როლს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს როლები ისეა გადანაწილებული, რომ არცერთ წევრს არ აქვს მეტი პასუხისმგებლობა. პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, თუ ოჯახის ერთი წევრი იძულებულია შეასრულოს ძალიან ბევრი ფუნქცია. მაგალითად, როცა დედა მთელი დღე არის ბავშვთან და ამავდროულად სახლის უმრავლესი საყოფაცხოვრებო ამოცანები მისი გადასაწყვეტია. ამასობაში სახლში მყოფი ოჯახის სხვა წევრები უფუნქციოდ არიან. თუკი გამოიკვეთა, რომ რაიმე მინიჭებული როლი რთული შესასრულებელია წევრისთვის, უნდა მოხდეს ცვლილება. როლების მკაფიო გადანაწილება არ გულისხმობს მის უცვლელობას. დროდადრო ეს როლები შეიძლება შეიცვალოს აგრეთვე ცხოვრებისეული პირობებიდან გამომდინარე. მაგალითად კრიზისის დროს, როგორიცაა რომელიმე წევრის ავადმყოფობა ან გარდაცვალება, ხდება ამ წევრის ფუნქციების გადანაწილება სხვა წევრებზე. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებმაც მიიღონ სათანადო, მათთვის დაძლევადი  პასუხისმგებლობები და ფუნქციები.

ოჯახი მაშინ ფუნქციონირებს კარგად, როდესაც როლებს მთელი  სერიოზულობით და ზედმიწევნით ასრულებენ. წევრები, რომლებიც სერიოზულად  არ იღებენ თავიანთ როლს ან ვერ ასრულებენ მათ, ქმნიან პრობლემენს ოჯახში. მაგალითად, თუ დედას აქვს აღებული ემოციური მხარდაჭერის ფუნქცია შვილებისთვის და ვერ ასრულებს ამ როლს სათანადოდ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, ემოციური დისბალანსი და ა.შ.

ოჯახის წევრს, რომელსაც არ აქვს ფუნქცია ოჯახში, შესაძლოა განუვითარდეს დაბალი თვითშეფასება, დეპრესია და სხვადასხვა ემოციური აშლილობები. მან შესაძლოა სხვაგან იპოვნოს მისთვის სასურველი ფუნქციები და ოჯახში ნაკლებად მივიდეს. ამასთან უფუნქციოდ ყოფნა ხშირად აუტანელს ხდის სახლში გაჩერებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე უფუნქციოდ დარჩენილ ოჯახის წამყვან როლებს (დედა, მამა) ეხებათ.

გარდა ფუნქციების და პასუხისმგებლობების გადანაწილებისა მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრი თავის როლში დარჩეს და არ ჩაერთოს სხვა წევრების როლში. მაგალითად დედა უნდა ასრულებდეს დედის როლს, მამა–მამის, ბებია–ბებიის როლს,  შვილი უნდა იყოს შვილის როლში, და–დის და ა.შ.  პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ხდება როლების აღრევა. მაგალითად რეალურად ხშირია, როდესაც ბებია ასრულებს შვილიშვილისთვის დედის როლს, მაშინ, როდესაც ბავშვს რეალური დედა ჰყავს. ან დედა ასრულებს მამის როლს და იჭრება მამის კომპეტენციებში. ამ დროს პირველ რიგში პრობლემა წარმოიქმნება, რადგან რეალური როლის გარეშე დარჩენილი ოჯახის წევრი დისკომფორტს განიცდის და შეიძლება ვერც აცნობიერებდეს რატომ. არსებობს ფაქტები, როდესაც ბავშვმა შეიძლება აიღოს დედის როლი, თუკი ხედავს, რომ დედა ვერ ასრულებს თავის როლს სათანადოდ. ამ დროს ბავშვი უზარმაზარ ტვირთს იღებს თავის თავზე და ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს ბავშვში. შესაძლოა ბიჭი შვილისთვის, რომელსაც რეალური მეუღლე ჰყავს,  დედა ასრულებდეს მეუღლის როლს ან პირიქით, ვაჟი, რომელიც ხედავს, რომ მამამისი მკვეთრად ვერ ასრულებს მეუღლის როლს, გაუცნობიერებლად ჩაერთოს დედასთან არა როგორც დედა–შვილის, არამედ როგორც ცოლ–ქმრის ურთიერთობით. მსგავსი როლური აღრევები ოჯახში არაჯნსაღია და თავისთავად გადის არაერთ პრობლემაზე.

ოჯახის სხვა წევრის როლის საკუთარ თავზე აღება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

·         – როცა  რეალური პირი ვერ ასრულებს  როლს სათანადოდ
·         – როცა როლის  „წამრთმევი“ მიიჩნევს, რომ რეალური პირი ვერ ასრულებს თავის როლს    სათანადოდ
·        –  როდესაც „როლის წამრთმევი“ ნაკლებად ენდობა „რეალური როლის“ შემსრულებელს
·         – როდესაც „რეალური პირი“ არ იღებს პასუხისმგებლობას როლის შესრულებაზე
·         – როდესაც „როლის წამრთმევი“ სხვისი როლის მითვისებით იკმაყოფილებს საკუთარ    მოთხოვნილებებს
·         – ძალაუფლების მოპოვების მიზნით
·         – როდესაც „რეალური როლის“ მფლობელს ნაკლები დრო რჩება როლის    შესასრულებლად
·        –  ოჯახის კრიზისის თავიდან აცილების მიზნით (გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად) და ა.შ.

თუკი ოჯახში მკვეთრად არის გადანაწილებული ფუნქციები  და როლებიც მკაფიოდ გამოკვეთილია, ამასთანავე ოჯახის ყველა წევრი თანაბრად იღებს მონაწილეობას ოჯახის კეთილდღეობაში და თანაბრად პასუხისმგებელია მის ფუნქციონირებაზე, ოჯახი ჯანსაღად და შეთანხმებულად მოქმედებს და პრობლემებიც მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახის ყველა წევრს სჭირდება უკუკავშირი და ცოდნა იმისა, რას ფიქრობენ და როგორ რეაგირებენ მის შესრულებულ ფუნქციებზე ოჯახის წევრები. ამიტომ დროდადრო მნიშვნელოვანია შესაბამისი დაფასების დაფიქსირება ვერბალური ან სხვა ნებისმიერი სახით.


(Novella Ruffin, Extension Specialist, Virginia State University)



ჯანსაღი ოჯახის მახასიათებლები:

·         მდგრადი მიზიდულობა(სიყვარული)
·         მდგრადობა, სწორი მოლოდინები, განსაზღვრული წესები
·         ნათლად გამოხატული იერარქია
·         ღია ურთიერთობები (არადირექტიული)
·         მკვეთრად განსაზღვრული მშობლის ფუნქციები
·         მკვეთრად გადანაწილებული როლები და ფუნქციები
·         მოქნილობა და ადაპტირებულობა–(პასუხობს სიტუაციურ და მომწოფებულ კრიზისს)
·         განსაზღვრული შეზღუდვები
·         აღზრდის კომპეტენციები
·         მხარდაჭერის მაღალი ხარისხი
·          ოჯახის წევრების სრული მიმღებლობა
  


დისფუნქციური ოჯახის მახასიათებლები:

·         რიგიდულობა–მოქნილობის ნაკლებობა
·         ინდივიდუაციის ნაკლებობა(ავტონომიურობის ნაკლებობა)
·         ექსტრემალური განმარტოებები
·         სამკუთხა კონფლიქტი, როდესაც ორი ადამიანის კონფლიქტში ერთვება მესამე(ან თავისი სურვილით ან კონფლიქტის წყვილის წყალობით)
·         პრობლემის გადაჭრის უუნარობა
·         კონფლიქტისგან თავის არიდება(გაქცევა ფარული კონფლიქტისგან)
·         დისციპლინის არამდგრადობა
·         სიყვარულის და მიზიდულობის არამდგრადობა
·         მხარდაჭერის,ზრუნვის და მიმღებლობის ნაკლებობა
·         მტრობა ოჯახის წევრებს შორის


ადამიანები არ იცვლებიან?..


ძალიან ხშირად ისმის ფრაზა: “ადამიანები არ იცვლებიან“. მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრა ყველას, რომ ეს არის აბსოლიტური სიცრუე. პირიქით „ადამიანები იცვლებიან მუდმივად“. ადამიანები სრულიად იცვლებიან, ცვლიან თავიანთ გარემოს, ცხოვრებას. მთავარია შენ რამდენად ხარ მოტივირებული, რომ შეიცვალო ან შეცვალო შენი ცხოვრება. შეცვალო ის, რაც შენთან ერთად იზრდებოდა და ყალიბდებოდა არც ისე ადვილია, შენივე სურვილის გარეშე.

ასევე არსებობს მეორე მითი, რომ ადამიანები თავიანთ ძველ ჩვევებს უბრუნდებიან. ამ მითს სამწუხაროდ აქვს ჭეშმარიტების მარცვალი. თუ ადამიანი არ ისწავლის ახალ ჩვევას და არ გამოიყენებს მას ქმედებაში, მაშინ ის მართლაც დაუბრუნდება ძველს. ძველი ჩვევა რაღაცით ხომ უნდა ჩაანაცვლოს?

ჩნდება მთავარი კითხვა: შეუძლიათ კი ადამიანებს სრულიად გარდაქმნა? ამ კითხვაზე პასუხი არის: დიახ, აბსოლიტურად!!!

ყველაზე დიდი შეცდომა პოზიტიური ცვლილებების გაკეთებისას, არის ის, რომ ისინი არ მისდევენ სწავლებას როგორ შეიცვალონ და როგორ გახადონ ეს ცვლილება მუდმივი. ამიტომაც ხშირად უბრუნდებიან ძველ ჩვევას თუ პატერნს.

ცოლ–ქმრულ ურთიერთობებშიც ხშირია მსგავსი გამონათქვამები, ამიტომაც გადავწყვიტე ეს თემა აქ შემომეტანა. არასდროს თქვათ ეს ფრაზა, რადგან ეს თქვენს უსუსურობაზე მიუთითებს და არა ჭეშმარიტებაზე. თუ შენ არ შეგიძლია შეიცვალო, მოიცილო მავნე ჩვევები ან არ გწამს, რომ ადამიანი, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს შეიცვლება, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი შეხედულების და რწმენის გამოვლინებაა. ადამიანები იცვლებიან! 



Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart 
Co-Founders, StrongMarriageNow.com 



კომუნიკაციის ხელისშემშლელი ფაქტორები 


     1. ჭკუის დარიგება „მატარებელი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩაჯექი“  
„ მატარებელი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდი“ (ფილმიდან „იმერული ესკიზები“  J)
იწვევს პროტესტის გრძნობას და თვითშეფასება ქვეითდება. ადამიანს ერთმევა აზროვნების საშუალება. ხდება უსუსური.
    2. გამზადებული რჩევების მიცემა ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს, ცოლი ეუბნება: „ნუ გეშინია. აი ნახავ, მალე თვითონვე დაგირეკავენ და გთხოვენ უკან დაბრუნებას. შენ ისე მოიქეცი, ვითომ არაფერი მომხდარა“.
მზა რჩევები ადამიანს რჩევებზე დამოკიდებულს ხდის და არასრულფასოვნებას უღვივებს. ამ დროს შეიძლება ქმარმა იფიქროს, რომ მისი საერთოდ არ ესმით. ასეთი რჩევების გამო შესაძლებელია ადამიანმა შეწყვიტოს პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით საკუთარი იდეების განვითარება.
     3. ბრძანების გაცემა„გადი საძინებელ ოთახში და თეთრეული გამომიტანე სასწრაფოდ“ ან ქმარი ეუბნება ცოლს: „ხვალ ჩემს მშობლებთან მივდივართ სტუმრად, ეს საკითხი გადაწყვეტილია“.
ნებისმიერი მიმართვა, რასაც ბრძანების სახე აქვს არღვევს კავშირს ადამიანებს შორის.
ასეთი სიტყვებით ერთი ადამიანი მეორეს ატყობინებს, რომ მისი სურვილები და გრძნობები არ არის მნიშვნელოვანი. აყალიბებს შიშს და გაუცხოებას ადამიანის მიმართ, ვინც გასცემს ბრძანებას. ასეთი მიმართვა იწვევს წყენას, გაბოროტებას, წინააღმდეგობის განცდას.
   4.გაფრთხილება, მუქარადედა  ეუბნება შვილს: „კომპიუტერს თუ არ გამორთავ, მამაშენს ვეტყვი, რომ დღეს შატალოზე იყავი“  ან ცოლი ქმარს: „კინოში თუ არ წავალთ, სადილს არ გავაკეთებ“.
ასეთმა მუქარამ შესაძლოა გამოიწვიოს შიში და მორჩილება  ან პროტესტი, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი და  სიბრაზე. შესაძლოა ადამიანმა რეაქცია საერთოდ არ მისცეს ამ მუქარას, რადგან უბრალოდ გაარკვიოს, გამოსცადოს რამდენად სერიოზულია ის. მუქარაზე ადამიანი იგნორს განსაკუთრებით მაშინ აკეთებს, როცა გაფრთხილება ბევრჯერ დარჩა შეუსრულებელი.
    5. ლოგიკური არგუმენტების მოყვანა„ თუ შენ ხშირად დაიძინებ გვიან  და გაიღვიძებ გვიან , ჯანმრთელობა შეგერყევა, რადგან ჯანმრთელობისთვის აუცილებელია რეჟიმი“ ან „თხელი კაბით რომ გადიხარ ამ სიცივეში, გაცივდები. მე ხომ ვიცი შენი ამბავი როგორ ხშირად ცივდები ხოლმე.“
ასეთი მიმართვა იწვევს გაღიზიანებას და თავის დაცვის სურვილს: „აუ დაიწყო ისევ ამან... გგონია მე არ ვიცი, რომ ეგრეა?
    6. კრიტიკადედა შვილს: „რა ცუდი  ადამიანი ხარ, მოხვალ სახლში და მისაღებ ოთახში ჰყრი ყველა ნივთს. საშინლად მერიახა ხარ“ ან ცოლი ქმარს: „არასდროს გახსოვს ჩვენი გაცნობის თარიღი. საშინლად უყურადღებო ხარ“.
ასეთი მიმართვა იწვევს არასრულფასოვნების განცდას. ადამიანს უჭირს მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის პირდაპირ მიღება, ამიტომ შესაძლოა იქეთ გადმოგაბრალოს იგივე „შენ რა მასე არ იქცევი ხოლმე? შენს თავს დაუკვირდი“. ამასთანავე კრიტიკა ახდენს ნამდვილი გრძნობების ჩაკეტვას. კრიტიკის შემდეგ ადამიანი აღარ საუბრობს საკუთარ გრძნობებზე.
   7. გადაჭარბებული შექება„დღეს მეზობლებმა მითხრეს, რომ ქუჩაში გიჩხუბია, მაგრამ მე არ მჯერა. შენ ხომ მშვიდობის მტრედი ხარ. ნამდვილი ანგელოზი“.
შექება ყოველთვის არ აღიქმება პოზიტიურად. თუ ეს არარეალურია ან არაგულწრფელი გაკვირვებას და გაღიზიანებას იწვევს. შეიძლება ზედმეტი შექება ადამიანმა აღიქვას, როგორც მანიპულირების წინაპირობა.
   8. დაცინვა„შენი ანეგდოტები სულაც არ არის სასაცილო, ვიღლები მათი მოსმენით“ ან „რას გავხარ, გირჩევნია წახვიდე და სარკეში ჩაიხედო. თმა კი არა ფაფარი გაქვს“.
დაცინვა და ლანძღვა უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასებაზე და არასრულფასოვნების კომპლექსს ამწვავებს. შეიძლება ბრაზი და პროტესტიც გამოიწვიოს.  
     9.ინტერპრეტაციაცოლი ქმარს: „საახალწლოდ რა  ვიყიდოთ, რა გავაკეთო სუფრისთვის? ქმარი: დამანებე ადამიანო თავი, სად მაქვს ეხლა მე გოჭების და ინდაურების შესაძლებლობა. ხომ ვიცი ეხლა შენ ის გაინტერესებს, რამდენი მომცეს ხელფასი. მკითხე რა პირდაპირ. მე ვერაფერს გამომაპარებ“. 
არასწორი ინტერპრეტაცია იწვევს იმედგაცრუებას და წყენას. ასეთ დროს ადამიანს უქრება ურთიერთობის სურვილი.
    10. დაწყნარებაგოგონა შეყვარებულს დაშორდა, ძალიან გულნატკენია. დედა: კარგი რა, სანერვიულო რა გაქვს, ანგელოზივით გოგო ხარ, ხვალ უკეთესი გამოჩნდება და ყველაფერი დაგავიწყდება“.
ასეთი თანაგრძნობა კომუნიკაციის ბლოკადას იწვევს, რადგან გოგონა ფიქრობს, რომ მისი არ ესმით; მისი ტკივილი გააუფერულეს.
     11. კითხვების ცეცხლი – არაეფექტური კითხვები
"რა მოხდა? რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? თავი ხომ არ გტკივა? ვინმემ გაწყენინა? რამით შემიძლია დაგეხმარო? დიდი ხანია ასე ხარ? მე ხომ არ ვარ დამნაშავე?"
ასეთი კითხვები შეიძლება ადამიანმა მიიჩნიოს ცნობისმოყვარეობად და განაწყენდეს. ან ჩათვალოს, რომ მას არ ენდობიან და სასწრაფოდ სურთ რაიმე ინფორმაცია მაინც გამოსტყუონ. ადამიანი ხდება ჩაკეტილი და არ უჩნდება სურვილი ისაუბროს ფაქტებზე და თავის გრძნობებზე. 
  12.უყურადღებობა, პრობლემის ხუმრობაში გატარება არქეოლოგების ექსპედიცია ჩაიშალა, ქმარი განერვიულებულია, რომ ვეღარ შეძლებს გათხრების წარმოებას.  ცოლი მიმართავს: „რა განერვიულებს, თქვენც ეხლა ერთბაშად რამე განსაკუთრებული არ აღმოგეჩინათ“.
ამ დროს ქმარი მიიჩნევს, რომ ცოლი პატივს არ სცემს მის გრძნობებს და მის ინტერესებს. ეს იწვევს წყენას, ბრაზს და იმედგაცრუებას. ასეთი სარკასტული გამოთქმებით შეუძლებელია ადამიანს დაეხმარო, პირიქით ურთულებ პრობლემას. მეტიც შეურაცხყოფას აყენებ მას. 
    13.  შედარებაქმარი ცოლს: „ნუგზარისთან ვიყავით ბიჭები. მისი ცოლი ისეთ კერძებს ამზადებს, აღვფრთოვანდი. ნეტა შენც იყო ასეთი მაგარი მზარეული“. ან დედა შვილს: „შენი ხატვა ყელში ამომივიდა. როდემდე უნდა ხატო? მათემატიკის დავალებას როდის დაწერ?  შეხედე ნათიას, ყველა საგანში ემზადება და მათემატიკის ოლიმპიადებზეც წარმატებით გადის“.
ასეთი საუბარი ადამიანს უკარგავს სურვილს ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე. შედარება იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, აგრესიას არა მარტო შემდარებლის, არამედ იმის მიმართაც, ვისაც ადარებენ.  არის იმის შეგრძნება, რომ ის არასდროს მოეწონებათ, რომ ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვინც უფრო მეტად მოსაწონი იქნება. 

ტომას გორდონის მიხედვით
ასოციაცია "ჩვენი სახლი საქართველო" 
www.polskapomoc.gov.pl
Polska Pomoc



როლები,  რომლებიც ხელს უშლის 

ჯანსაღ კომუნიკაციას ოჯახში

 (და არა მარტო)



  1. დამხმარეს როლი
 სიტყვები                                   (რაც არ უნდა გინდოდეს რა მნიშვნელობა აქვს, თანახმა 
                                                ვარ გავაკეთო ეს შენთვის. მე იმიტომ ვარ აქ, რომ შენ
                                                გაგხადო ბედნიერი)

 სხეული                                    მათხოვრის პოზა („მე უმწეო ვარ“)

 თვითგანცდა                              („მე თავს ვგრძნობ არარაობად; მის გარეშე მე მოვკვდე–
                                                 ბი; მე უსარგებლო  ვარ“)


„დამხმარე“  ყოველთვის საუბრობს თავის მოწონების გზით, ცდილობს ბოდიშის მოხდას, მოკრძალებას, არასდროს ეწინააღმდეგება სხვას. არ აქვს მნიშვნელობა საკითხს.
ის არის „კი“ ადამიანი. არ შეუძლია თქვას არა. ის საუბრობს ისე, თითქოს არაფრის გაკეთება არ ძალუძს საკუთარი თავისთვის. ის ყოველთვის ირჩევს ვიღაცას, რომ დაეთანხმოს. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ: თუ თქვენ მოირგებთ ამ როლს 5 წუთის განმავლობაში მაინც, თქვენ თავს იგრძნობთ გულისამრევად.

განსაკუთრებულად ასეთ ქცევას განაპირობებს საკუთარი უვარგისობის განცდა და თვითღირებულების ნაკლებობა. ბედნიერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჭამის ნებას რთავენ. ისაკუთრებს ყველას მადლობას  და ის მართლა არის პასუხისმგებელი იმ ყველაფრისა, რაც ხდება არასწორად. მან იცის, რომ შეწყვეტს ამ „წვიმას“,  თუკი იაზროვნებს, მაგრამ არ აქვს აზროვნების თავი. ის ბუნებრივად ეთანხმება ნებისმიერ კრიტიკას, რომელიც გამოთქმულია მის მიმართ. ის იმითაც ბედნიერია, რომ ვიღაც საუბრობს მის შესახებ, არ აქვს მნიშვნელობა რას საუბრობს. არასდროს გაიფიქრებს თავისთვის რაიმე ითხოვოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ვინ არის ის რომ მოითხოვოს? რა უფლებით? ის რომ კარგი იყოს, რაც უნდა თავისთავად უნდა მოსდიოდეს თხოვნის გარეშეც.

მას შეუძლია იყოს თაფლივით ტკბილი და ქოქოსივით ჰაეროვანი და შეუძლია გალოკოს ფეხსაცმელი. წარმოიდგინეთ, რომ  ფიზიკურად ხართ მუხლებზე, არამყარად, ერთი ხელი აწეული გაქვთ მათხოვრის პოზაში, და თავი მაღლა გიჭირავთ. კისერი და თვალები დაჭიმულია. როცა ამ პოზიდან საუბრობთ, თქვენი ხმაც არის სუსტი და გაქვთ ხმის კანკალი, რადგან ტანი არ გაქვთ დაჭერილი და არც ჰაერი გყოფნით. ყველაფერზე იტყვით „კი“–ს, არ აქვს მნიშვნელობა რას გრძნობთ და რას ფიქრობთ. ეს პოზა გამოხატავს „დამხმარეს“ მდგომარეობას.


2.  გამკიცხველი (მბრალდებელი)

სიტყვები                   არ გეთანხმები („არასდროს არაფერს აკეთებ სწორად, რა  გჭირს?)    

სხეული                      გადანაშაულებს („მე ვარ უფროსი აქ“.)


თვითგანცდა           („მე ვარ მარტოსული და წარუმატებელი“).

„გამკიცხველი“ არის დანაშაულის მაძიებელი, დიქტატორი, ბოსი. მისი ყოველი ქმედება თითქოს ამბობს „შენ რომ არ გაგეკეთებინა ასე, ყველაფერი კარგად იქნებოდა“. სხეულებრივად ძირითადად დაჭიმულია და მზადყოფნაში შემოგიტიოს. სხეულის წნევა მაღლა ეწევა. ხმა აქვს მკაცრი და ხმამაღალი.
კარგი „განმკიცხველი“ მაშინ ხარ თუ  რაც შეგიძლია ხმამაღალი და ტირანული ხარ. როცა შეგიძლია მოცელო ყველა და ყველაფერი.
იმისთვის რომ იყო „განმკიცხველი“, უნდა გაიშვირო თითი და დაიწყო წინადადება შემდეგი სიტყვებით: „შენ არასდროს აკეთებ ამას ან შენ ყოველთვის ასე აკეთებ ან რატომ აკეთებ ასე ან არ აკეთებ ასე“...და ა.შ. არც უცდი პასუხს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. „გამკიცხველის“ ინტერესია მოისროლოს საკუთარი „სიმძიმე“ და არ კითხულობს სხვას არაფერს.
თუ არ იცი ხარ თუ არა გამკიცხველი, დააკვირდი შენს სუნთქვას. თუ სუნთქავ მძიმედ, ან სუნთქვის შეკავება გაქვს, ეს ნიშანია,რომ ხარ, რადგან სასუნთქი მილის კუნთები ხშირად დაჭიმულია ამ როლში. ამ დროს სახე აწითლებულია, ტუჩები გაავებული, ნესტოები გაფართოებული და ხდება ყველას დადანაშაულება დედამიწის ზურგზე.
"გამკიცხველი“ საშინლად მარტოსული ადამიანია. როგორც "დამხმარე", ისიც  ფიქრობს, რომ უსარგებლო ადამიანია და თუ იპოვნის ვინმეს, ვინც მას დაუჯერებს, ის თავს იგრძნობს ვიღაცის უფროსად მაინც.

3. კომპიუტერი

 
     სიტყვები                           უკიდურესად ზომიერი, რიგიდული
                                                   („თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ მუშის ხელებს") 
                 
     სხეული                              იმეორებს („მე ვარ მშვიდი, მაგარი და მოწყობილი“)

    თვითგანცდა                    („მე მტკივა; მე ვარ მოწყვლადი“)

„კომპიუტერი“ ასრულებს სამუშაოს სრული სიზუსტით ისე, რომ არ საჭიროებს გრძნობების გამოხატვას. ის არის მშვიდი, მაგარი და აწყობილი. ის შეგვიძლია შევადაროთ  აქტიურ კომპიუტერს ან ლექსიკონს. სხეული არის მშრალი, ხშირად გრილი და უკონტაქტო.ხმა არის მონოტონური.
როცა შენ ხარ „კომპიუტერი“, იყენებ დიდ და რთულ წინადადებებს, თუნდაც არ იცოდე მათი მნიშვნელობა. ბოლობოლო ინტელექტუალური მაინც გამოჩნდები. ერთი პარაგრაფის შემდეგ მაინც არავინ მოგისმენს. როდესაც ასე საუბრობ, შენი ხმა ნელ–ნელა კვდება,რადგან მასში გრძნობებს არ გამოხატავ.  შენი ტვინი აკონტროლებს სხეულს, რომ ზედმეტად არ იმოძრაოს, დაკავებული ხარ შეარჩიო სწორი სიტყვები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ შეცდომის უფლება არ გაქვს. ამ ტიპის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ბევრ ადამიანს ჰგონია იდეალი სწორედ ასეთ როლში ყოფნა  :„შეარჩიეთ სწორი სიტყვები, არ აჩვენოთ გრძნობები და არ გქონდეთ რეაგირება". კომპიუტერს უჭირს ემოციების გამოხატვა.

4. დაბნეული


       სიტყვები                                                 უადგილოდ (სიტყვებს არ მოაქვს ემოცია)

    

       სხეული                                                    მოუქნელი და სიტუაციასთან შეუსაბამო

 
       თვითგანცდა                                        („არავის ვადარდებ. აქ არ არის ჩემთვის  
                                                                           ადგილი")
        

რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს „დაბნეულმა“, ის შეუსაბამოა იმასთან რაზეც სხვები საუბრობენ ან აკეთებენ. არასდროს აქვს რეაქცია რაიმე საკითხზე. მისი შინაგანი გრძნობები აღრეულია. მისი ხმა ცვალებადია, თავისით აიწევა და დაიწევა მიზეზის გარეშე.

როდესაც თამაშობ „დაბნეულის“ როლს, შენ თავს გრძნობ, რომ ხარ სხვა მხარეს. მუდმივარ მოქმედებაში ხარ და მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ სხვაგან დგახარ, როცა უკვე იქ ხარ მისული. უმიზნოდ მოქმედებ. დაკავებული ხარ ფეხების, ხელების, პირის,მხრებისა და სხეულის მოძრაობით. დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი სხეული შენს სიტყვებს არ გამოხატავს. დააიგნორო ყველას შეკითხვა. "დაბნეულის" როლში მყოფ ადამიანს უჭირს გრძნობების, ფიქრებისა და ქცევების შესაბამისობაში მოყვანა.



ზემოთჩამოთვილ კომუნიკაციის როლებში გვევლინებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი თვითშეფასება და დაბალი თვითღირებულება. ეს ძირითადად მოდის აღზრდითი დამოკიდებულებების ფორმირებიდან:


აქვე მაგალითებიც მშობლის/აღმზრდელის გამონათქვამებიდან:

  • „ნუ ითხოვ!  ეს ეგოისტობაა, რომ მოითხოვო შენთვის“ (განამტკიცებს დამხმარე როლს)
  • „არავის მისცე ნება დაგჩაგროს, ნუ იქნები ლაჩარი“(განამტკიცებს გამკიცხველის როლს)
  • "შენ ხომ მაგარი ბიჭი ხარ? რა გატირებს? მხოლოდ სუსტები ტირიან" (განამტკიცებს კომპიუტერის როლს)
  • „ნუ ხარ ასეთი სერიოზული. შეეშვი! არავის ანაღვლებს“. ( განამტკიცებს დაბნეულის როლს)


არსებობს კიდევ ერთი კომუნიკაციის როლი, რომელსაც ეწოდება „ზომიერი“   კომუნიკაციის როლი.

ამ ტიპის როლში ადამიანი სწორ მიმართულებებს აძლევს გამოთქმულ აზრებს. ის გამოთქვამს სიტყვებს, რომელიც თანხვედრაშია სახის გამომეტყველებასთან, სხეულის პოზასთან და ხმის ტონალობასთან. ურთიერთობა არის ადვილი, თავისუფალი და გულახდილი. მისი ქცევა არის ერთი მთლიანი. არ არის დანაწევრებული. თანხვედრაში მუშაობს სხეული, გრძნობა, ფიქრები, შეგრძნებები. ასეთი ადამიანი ნდობას იმსახურებს. მას აქვს თავისუფალი მოძრაობები, ბუნებრივი მიმიკა.  თვითშეფასებას ნაკლებად ემუქრება რაიმე, ამიტომ ნაკლებია ყველაფერზე დათანხმება, სხვისი დადანაშაულება, კომპიუტერად ქცევა და გაუთავებელი, ქაოტური მოძრაობა. მხოლოდ ამ, მეხუთე როლს, აქვს შანსი დაანგრიოს კედლები ადამიანებს შორის და  ააგოს ურთიერთობის ხიდები. შენ შეგიძლია იყო „დამხმარე“თუ შენ ამას აირჩევ, „განმკიცხველი“ – თუკი მოგწონს, „დაბნეული“ ან „კომპიუტერი. მაგრამ ბოლო – „ზომიერი“ როლი–საშუალებას მოგცემს იყო ის რაც ხარ, რეალური პიროვნება რეალურ დროში და ააგო ჯანსაღი ურთიერთობები შენს გარემოში. 



Virginia Satir (Family psychotherapist) –  "Peopelmaking" 


კვირაში 8 საათი, ბევრია?



რაზე ვსაუბრობ? დროზე და მხოლოდ დროზე, რომელიც უნდა გაატაროთ ერთად, მხოლოდ ორმა. 

წყვილთა უმეტესობის მარტოდ გატარებული დროის ჯამი შეიძლება იყოს 3 საათი კვირის განმავლობაში. ხოლო თუ მათ შვილები ყავთ, ეს დრო შეიძლება უდრიდეს 0–ს. აუცილებელია განმარტოებით მინიმუმ 8 საათის გატარება კვირაში და საუკეთესოა, თუ ეს იქნება 15 საათი.

შეყვარებულობის პერიოდში თქვენ ალბათ მეტ დროსაც ატარებდით ერთად. სეირნობდით, საუბრობდით, იცინოდით, უზიარებდით ერთმანეთს გრძნობებს, აზრებს, შეხედულებებს. ეცნობოდით ერთმანეთს უფრო ახლოს; რა იყო თქვენი ოცნებები, შიშები, მოლოდინები ცხოვრებაში.  თქვენთვის სასიამოვნო იყო ყოველი ახალი დეტალის აღმოჩენა. აღფრთოვანებულები შესციცინებდით ერთმანეთს თვალებში. ეს გარკვეული პერიოდი ქორწინებაშიც გრძელდება. ბევრი ადამიანი ვერც ამჩნევს, რომ ეს ყველაფერი იცვლება დროთა განმავლობაში და ბოლოს ვიღებთ ისეთ შედეგს, რაც ზემოთ იყო აღნიშნული. ანუ მარტოდ ყოფნის დრო ფაქტიურად 0–ს უტოლდება.
ხშირად წყვილები კითხვაზე, რატომ არ ატარებენ დროს განმარტოებით, პასუხობენ, რომ მათ ერთმანეთი ამოწურეს და რომ ისინი უკვე გაიზარდნენ და ვეღარ ეწყობიან ერთმანეთს ისე, როგორც ეს ადრე იყო. მართალია!  თუ თქვენ არ იურთიერთობებთ თქვენს წყვილთან, ბოლოს გამოვა, რომ თქვენ ხართ დაქორწინებული აბსოლიტურად უცხო ადამიანზე. ქორწინებას და ოჯახს აყალიბებს ურთიერთობა ორს შორის, თუ თქვენ არ გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ყველაფერი, რაც შეეხება ოჯახს, იქნება დამტანჯველი თქვენთვის. 

ასეთი დანაწევრებული „ურთიერთობის“ პირობებში თქვენ შეიძლება თქვათ, რომ გიყვართ თქვენი მეუღლე, მაგრამ ვერ იქნებით შეყვარებული მასზე.

უმეტესად წყვილები, როგორც ცოლ–ქმარი ხშირად დროს ატარებენ მეგობრებთან, ნათესავებთან და შეიძლება საერთო საქმიან ადამიანებთან ერთადაც კი. ისინი გვევლინებიან დედის ან მამის როლში.  მაგრამ ძალიან იშვიათად ატარებენ დროს, როგორც ქალი და მამაკაცი. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც წყვილები ხშირად მიმართავენ ფსიქოთერაპევტებს ჩივილებით: „ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა“, „ის საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას“, „ის უხეშად მომმართავს“, „ჩვენ არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი სექსუალური ცხოვრება“ , ეს პრობლემები ვლინდება, რადგან მათ არ აქვთ პრიორიტეტები სწორად დაწყობილი ოჯახში. პრიორიტეტების სწორი რიგითობა კი შემდეგია:

       1.     ქორწინება
       2.      ბავშვები
       3.      სამსახური
       4.      ოჯახი და მეგობრები
       5.      სხვა დანარჩენი

ხშირად წყვილები პრიორიტეტების ასეთ განლაგებას თავს არიდებენ. მათ უჩნდებათ კითხვები: „რა ვუყო ჩემს სამსახურს?“, „ვინ მოუვლის ბავშვებს?“, „მე აუცილებლად უნდა გავატარო ბავშვებთან ერთად დასვენების დღეები“. მესმის, რომ ძალიან რთულია ამდენ რამეს ერთად მიხედო. მაგრამ ქორწინების შენარჩუნება დამეთანხმებით ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც თქვენთვის, ორისთვის. ბავშვები მადლობას არ გეტყვიან, თუ თქვენ გექნებათ პრობლემები ქორწინებაში, იმის გამო, რომ ისინი უფრო წინ დააყენეთ.
დაიწყეთ დღესვე. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით. მოაწესრიგეთ თქვენი დრო ისე, რომ შეძლოთ რაც შეიძლება მეტად იყოთ ერთად. ნუ დაიწყებთ ჭურჭლის რეცხვას მაშინ, როცა ბავშვებს ძინავთ და ქმარი  სამსახურიდან დაბრუნდება. ნუ უყურებთ ტელევიზორში გასართობ გადაცემებს მაშინ, როცა შეგიძლიათ ეს დრო ცოლთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. დაუთმეთ ერთმანეთს მეტი დრო. გაფილტრეთ თქვენი გასაკეთებელი „საქმეებიდან“ ის, რაც შეიძლება უბრალოდ არც გააკეთოთ და დაუთმეთ ერთმანეთს თუნდაც 8 საათი კვირის განმავლობაში. დროის დათმობა საყვარელი ადამიანისთვის–––> არა მარტივი, მაგრამ ეფექტური გზაა პირადი ბედნიერებისთვის.



















[Dr. Dana Fillmore and Amy Barnhart]

No comments: